როგორ შევღებოთ კედლები თუ რემონტის გამოცდილება არ გაქვს?

1100

ყველას უწევს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეეჯახოს ისეთ მოვლენას როგორიც რემონტია. სახლსა და ბინას მუდმივად ჭირდება მიხედვა და განახლება. ყველა ვინც პირველად არ აკეთებს რემონტს, იცის თუ რა რთული, ხანგრძლივი და ძვირი შეიძლება იყოს ეს პროცესი. მათთვის კი ვისაც გამოცდილება არ აქვს შეიძლება ბევრ შეცდომას შეეჩეხოს, რომელთა შესახებაც აუცილებელია წინასწარ იცოდეთ. კარგია თუ დაშვებული შეცდომების გამოსწორება იოლი იქნება. იმითვის, რომ შეცდომებს თავი აარიდოთ და ორმაგი სამუშაოს შესრულება არ მოგიწიოთ სტატიაში მოყვანილი რჩევები გამოიყენეთ.

Credit to Depositfiles

როგორ შევღებოთ ბინის კედლები

ზედაპირების შეღებვა საკმაოდ შრომატევადი და არც თუ ისე იოლი საქმეა. ამ პროცესში ბევრი მცირე დეტალია რომელიც უნდა გაითვალისწინოთ: საღებავის არჩევით დაწყებული, ღებვისთვის საჭირო ინვენტარის შერჩევით დასრულებული.

Credit to Depositfiles

შეუმზადებელი კედლების ღებვა

განსხვავებული ზედაპირები, მტვერი, ბუსუსები ან მწერები შეიძლება კედელს მიახმეს საღებავთან ერთად. იმისთვის, რომ ორმაგი სამუშაოს შესრულებამ არ მოგიწიოთ, კედლები წინასწარ უნდა შეამზადოთ. ზუმფარის ქაღალდით წინასწარ დაუარეთ დეფექტებს. მტვერი ცოცხით და ტილოთი ჩამოწმინდეთ. გაწმინდეთ ლაქებიც.

Credit to Depositfiles

გრუნტირების იგნორირება

გრუნტი ხელს უწყობს საღებავის უკეთ შეწოვას. ამიტომ გრუნტირება აუცილებელია თუნდაც საღებავს რამდენიმე ფენაზე უსვამდეთ. ეცადეთ აკრილის საფუძველზე დამზადებული გრუნტი შეიძინეთ – ეს ყველაზე უნივერსალური ვარიანტია სხვადასხვა ზედაპირებისთვის.

Credit to Depositfiles

შეღებვა ტესტირების გარეშე

ფერიშ შერჩევაც საკმაოდ რთული საკითხია. პალიტრაში ფერი სხვაგვარად გამოიყურება, კედელზე კი განსხვავებულ ფერს იღებს. იივე ეხება სათლსაც, ფერის შეზავებისას სულ გვგონია რომ შეფერილობა ერთი ტონით ღიაა. იმისთვის, რომ საღებავის ზუსტი ფერი გავიგოთ ის ზედაპირზე უნდა დავიტანოთ და გაშრობას დაველოდოთ. გარდა ამისა ბევრია დამოკიდებული ოთახში არსებულ განათებაზეც.

თუ საღებავის ტონირებას თავად ახდენთ, პიგმენტი ნელ-ნელა დაამატეთ. დასაწყისისთვის საღებავი მცირე ჭურჭელში შეაზავეთ და დააკვირდით როგორი გამოვა. თუ შედეგი დაგაკმაყოფილებთ შგიძლიათ დიდი ჭურჭელიც შეაზავოთ.

Credit to Depositfiles

საღებავსი სხვადასხვა მხარეს წასმა

კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა- საღებავის სხვადასხვა მიმართულებებით დატანაა. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ზოლები გაჩნდეს. ეცადეთ ერთი მიმართულება აირჩოთ და საღებავი მხოლოდ ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მიმართულებით დაიტანოთ.

Credit to Depositfiles

ახალბედები კედელ ზოგჯერ ერთ ფენად ღებავენ. ხარისხიანი ღებვისთვის ეს საკმარისი არასდროს არის. იმისთვის, რომ კედელი სრულად დაიფაროს მას 2-3 ფენა მაინც უნდა გადაუსვათ. გამოიჩინეთ მოთბინება და შეუმშრალი კედელი არ გადაღებოთ, შეშრობა ყოველ ფენას აცადეთ.

Credit to Depositfiles

მორჩენილი საღებავი შეგიძლიათ შეინახოთ, მოგვიანებით მას ტონირებას შეუცვლით და სხვა რამესაც გადაღებავთ. აჯობებს საღებავი მეტი იყიდოთ ვიდრე დაგაკლდეთ.

ღებვა დღისით უნდა მოხდეს, მზის შუქზე. თუმცა მზის სხივები მკვეთრი და მწველი არ უნდა იყოს. იმედი გვაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ სახლში კედლები ხარისხიანად შეღებოთ. წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს