პირველად დახმარების გასაწევი აფთიაქი ყველას თან უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით კი მძღოლებს. არასდროს იცით რა შეიძლება მოხდეს და ძალიამ მნიშვნელოვანია მუდამ თან გვქონდეს აფთიაქი. მოკლედ, რომ ვთქვათ მანქანაში მუდამ უნდ აინახებოდეს ის, რაც ავტოსაგზაო შემთხვევაში სასიცოცხლო ძალების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
აფთიაქი პირველადი დახმარების გაწევისთვის
შეიძლება გაუთვალისწინებელი შემთხვევა არც ოხდეს მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გაგება თუ რა შეიძლება გამოგადგეთ. ჩადევით ეს ნივთები პატარა ყუთში ან ზურგჩანთაშიდ ა მუდამ თან იქონიეთ.
- მარლა, სახვევები, სტერილური ხელსახოცები. მოათავსეთ ხელთათმანები, პლასტირი, მაკრატელი და ქინძისთავი.
- მზისგან დამცავი კრემი, სველი ხელსაოცები, კბილის ჯაგრისი და პასტა, საპონი და ანტისეპტიკი. ეთრზეთებისგან შეგიძლიათ მწერების საწინააღმდეგო საშუალეაბ გაამზადოთ. ქოქოსის ზეთი კი კანს შესანიშნავად კვებავს.
- მედიკამენტები: აქტივირებული ნახშირი, პრობიოტიკები, გამაყუჩებელი. С ვიტამინი კარგად ებრძვის ვირუსებს, თაფლი სისხლში დაბალი გლუკოზის დროს გვეხმარება, ზღვის მარილი ხელს უშლის გაუწყლოვნებას თუ მას სასმელ წყალში ჩაასხავთ,
ექსტრემალური სიტუაციები
მოახდინეთ რამდენიმე სიტუაციის მოდელირება რომელიც შეიძლება გზაში გადაგხდეთ თავს. ეს საშუალებას მოგცემთ გაარკვიოთ თუ რა ნივთები შეიძლება დაგჭირდეთ საბარგულში. აჯობებს საბარგულში არსებული ადგილი გაწიროთ ვიდრე საკუთარი ჯანმრთელობა.
- გამოსაცვლელი ტანსაცმელი გაცივებისგან და გაინვისგან დაგიცავთ. წინდები, თეთრეული, სვიტერი, შარვალი, ქუდი და ა.შ. ქოლგა ან საწვიმარი.
- ზედმეტი არ იქნება ფანარი, წებოვანი ლენტი, ასანთი ან სანთებელა, მანათობელი ჩხირები, თოკი.
- მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრები მუდამ თან გქონდეთ, კარგია სათადარიგო ტელეფონის ქონაც – ყოველი შემთხვევისთვის.
- დანა, კალამი, ნაგვის პაკეტები, ტუალეტის ქაღალდი, ტელეფონის დამტენი, სასტვენი, წყლის გასაწმენდი აბები.
ეთერზეთები
მუდამ თან გქონდეთ სასმელი წყლის ბოთლი და არამალფუჭებადი საკვების მინიმალური მარაგი. აქვე მოგიყვაბით ეთრეზეთების სარგებლიანობაზეც.
- პიტნის ეთერზეთი თავის ტკივილის ან კუნთების ტკივილის დროს დაგეხმარებათ. ის მწერებს აფრთხობს და გულის რევის შეგრძნებას ამცირებს.
- ლავანდის ზეთი ამცირებს ქავილს, ამშვიდებს კანს და გონებას.
- ჩაის ხის ეთერზეთი ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა. გემხარებათ გამონაყარის დროს, ის შეგიძიათ ანტისეპტიკის ნაცვლად გამოიყენოთ.
სანამ კანზე ეთრეზეტს დაიტანთ ის ნეიტრალური ზეთით შეაზავეთ. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მათზე ალერგია არ გაქვთ. იმედი გვაქვს ამ სტატიიდან თქვენთვის რაიმე სანიტერესო და გამოსადეგი რცევა ამოიკითხეთ. გაუფრთხილდით თავს, არასროს დაპანიკდეთ და მუდამ თან გქონდეთ აფთიაქი.