ორი რამ, რასაც ბავშები მშობლებს არასდროს პატიობენ, თუნდაც მთელი ცხოვრება უხადონ ბოდიში

2911

დღეს paparazzi-ს რედაქცია ვისაუბრებთ თუ რა არის ნამდვილი წყენა მშობლების მიმართ და როდის ჩნდება ის. ამ შემხთვევაში იმ სიტუაციაზე არ ვსაუბრობთ როდესაც გათამამებული ბავშვი ყვირილითა და ცრემლებით ითხოვს ახალი სათამაშოს ყიდვას. ვილაპარაკებთ იმ ორ სიტუაციაზე როდესაც ურთიერთობებში ღრმა ბზარი ჩნდება და ნდობას აქრობს.

ბევრი მშობელი თავისი შვილების გრძნობებს აუფასურებს. უფროსებისთვის ზოგჯერ წარმოუდგენელია პატარა ბავშვების ტრაგედიებისა და გრძნობების სერიოზულად აღქმა და სწორედ ასეთ სიტუაციებში მშობლის ქცევა სამუდამოდ ანადგურებს მათ ურთიერთობებს.

Photo credit: Unsplash

1. დაპირების დარღვევა

ბევრი ბავშვისთვის უთქვამთ ფრაზა: ” ნუ გასცემ დაპირებას რომელსაც ვერ შეასრულებ”. ეს საკმაოდ ბრძული ფრაზაა რომელსაც ბავშვებს ხშირად უმეორებენ და ასწავლიან, რომ მათ სტყვას ფასი უნდა ჰქონდეს. თუმცა თავად მშობლები ხშირად არღვევენ ამ წესს. გაცილებით ცუდი საქციელია როდესაც მშობლები დაპირებებს ბავშის დაწყნარების მიზნით იყენებენ. ცარიელი დაპირებები ბავშვს ამშვიდებს, თუმცა ეს მეთოდი მომავალში აღარ გამოგადგებათ რადგან ბავშვმა იცის, რომ დედის დაპირება არაფერს ნიშნავს.

Photo credit: Unsplash

გახსოვდეთ, რომ ბავშვების მოტყუება მარტივი არ არის. ისინი თქვენს ქცევას იმახსოვრებენ და მსგავსი საქციელით ბავშვს არასწორად ცხოვრებას ასწავლით. თუ იცით, რომ ამ შაბათ-კვირას პარკშ ვერ წახვალთ და ვერც ლეკვს გამოიყვანთ თავშესაფარიდან – ასეც თქვით. მწარე სიმართლე აჯობებს ტკბილს ტყუილს. ხომ გინდათ რომ თქვენი შვილი არ გატყუებდეთ?! აჩვენეთ სწორი მაგალითი!

2. უპატივცემულო დამოკიდებულება ბავშვების მიმართ

ახალგაზრდა მშობლები სწრაფად ეჩვევიან იმ აზრს რომ პატარა ბავშებთან სალაპარაკო არაფერია. ამგვარი მიდგომით მშობლები ხელიდან უშვებენ, იმ მომენტს როდესაც ბავშვთან საუბრის და ურთიერთობის დაწყებაა საჭირო. ასეთი მშობელი ხშირად იყენებს ფრაზებს: “გაიზრდები-მიხვდები”, “მე უკვე ვიცხოვრე, შენ ცხოვრების არაფერი გესმის” და ა.შ. გახსოვდეთ ასაკი სიბრძნეს არ უდრის. თუ ბავშვს მუდა ისე მოეპყრობით როგორც ქვემდგომ არსებას რომელიც ყველაფერში უნდა დაგემორჩილოთ – საქმე ცუდად იქნება! თვქენ ცხოვრების არმცოდნე მონას გაზრდით!

Photo credit: Unsplash

თუ ბავში თქვნს ყველა ბრძანებას დაემორჩილება ის გამოსადეგად ბოსტნეულად იქცევა ან თვქენს ჯინაზე დაიწყებს ყველაფრის საპირისპიროდ კეთებას სამაგიეროს გადახდის იზნით. ბავშვი არასდროს სცემს პატივს მაც ვისგანაც იმავე დამოკიდებულებას არ გრძნობს. ამიტომ დროა ბავშვებს სწორად მოექცეთ და ფრაზები “უფროსებს პატივი უნდა სცეთ მოლოდ იმიტომ რომ უფროსია” სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ.

Photo credit: Unsplash

თუ ბავშვებთან უკვე გაქვთ პრობლემები დროა კარგ ფსიქოლოგს მიმართოთ, ის დაგეხმარებათ პრობლემას გვერდიდან შეხედოთ, მავნე ქცევები მოიშალოთ და ისწავლოთ თუ როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს სწორი ფორმით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს