მეგობრული რეკომენდაციები, რთული დღის სასიამოვნოდ გადასაქცევად

125

ამ სტატიაში მოცემული სასარგებლო რჩევები ცხოვრებას გაგიმარტივებთ. ის დაზოგავს თქვენს დროს, ნერვებს და სხვადასხვა სირთულეებისგან გიხსნით.

როგორ დავამაგროთ გირლანდა

შეგიძიათ ის წებოვანი ლენტით მიამაგროთ და ახალი წლის შემდეგ შპალერის ნაწილთან ერთად მოხსნათ, ეს დაუგეგმავი რემონტის საწინდარიც შეიძლება გახდეს… ან შეგიძიათ ის ფარდის სამაგრძე დაამაგროთ აბაზანის ფარდის ან სხვა ნებისმიერი კაუჭის მეშვეობით.

სად დავმალოთ ფული

ოსტატისა და მარგარიტას ერთ-ერთი პერსონაჟი ფულს ვენტილაციაში ინახავდა, ჩვენ კი მის შენახვას ჰიგიენური საფენების შიგნით გირჩევთ. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელი მივლინების ან მოგზაურობის დროსა რის. საფენები სასარგებლო ნივთია, ცოტა ადგილს იკავებს და ქურდები მათ ყურადღებას არასდროს აქცევენ.

როგორ არ დავკარგოთ ავეჯის მცირე დეტალები

ავეჯის დაშლა ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე აწყობა. ეს ლაიფხაკი მათ გამოადგებათ ვინც მუდმივად იცვლი საცხოვრებელს. იმისთვის, რომ ავეჯის მცირე დეტალები არ დაიკარგოს – ისინი მაშინვე მიამაგრეთ წებოვანი ლენტით. სასურველია სწორედ იმ დეტალს მიამაგროთ რომელსაც ის ეკუთვნის.

როგორ არ დავღვაროთ მცენარეული ზეთი

მცენარეულ ზეთს ერთი უცნაური თვისება აქვს: როგორც არ უნდა ეცადე რომ არ დაიღვაროს, ის მაინც რჩება ბოთლის პირზე. შედეგად ბოთიც ზეთშია, ხელებიც და შემდეგ კარადის თაროებიც. ამ პრობლემისგან თავის დაცვაში ხელსახოცი და საკანცელარიო რეზინა დაგეხმარებათ. ისინი უბრალოდ ბოთლის ყელზე დაამგრეთ და ხელსახოცი მთელს ზეთს შეიწოვს.

სამოსის კაუჭი

კორონავირუსის პანდემიის პირობებში გვირჩევენ ხელი არაფერს მოვკიდოთ, თუმცა რა უნდა გავაკეთოთ თუ საზოგადოებრივ ტუალეტში კაუჭი არ არის? ქურთუკსა და ჩანთას იატაკზე ხომ ვერ დავდებთ… ამ პრობლემის გადაწყვეტაში გასაღების რგოლი დაგეხმარებათ.

რა გავაკეთოთ ჩვეულებრივი სწრაფი მომზადების წვნიანის სანელებლებით?

სანელებლები რომლებიც სწრაფი მომზადების წვნიანებს მოყვება ბევრს ზედმეტად წარე ან მარილიანი ეჩვენება. მათი გადაყრა ყველას ენანება და შენახვა კი არავის უყვარს რადგნა პატარა პარკები მუდმივად აქეთ-იქით იფანტება. შეგიძლიათ ისინი ცალკე კონტეინერში, ერთად მოათავსოთ და ისე შეინახოთ.

როგორ გდავიტანოთ ქულერის 20 ლიტრიანი ბოთლი

ოცლიტრიანი ბოთლის ხელმოსაკიდის გარეშე ტარება საკმაოდ რთული საქმეა თუმცა თუ ეს ეშმაკობა იცი სიტუაცია უფრო მარტივდება.

 

როგორ მივამაგროთ ჭურჭელს პრგამენტის ქაღალდი

თუ გსურთ, რომ პერგამენტის ქაღალდი საცხობ ფორმას ან ჟარუნას კარგად მიეკრას მას რამდენიმე წვეთი წყალი დააწვეთეთ.

როგორ დავიცვათ ფეხები დაღლილობისა და ნესტისგან

კიდევ ერთი ეშმაკობა საფენებით. ტყეში გასეირნება გადაწყვიტეთ და ფეხსაცმელი წყალს ატარებს? გარეთ ყინავს და ფეხსაცმელს კი თხელი ძირი აქვს?

ასეთ დროს საფენები გიხსნიან. ჩადევით ის ფეხსახმელში და თქვენს ფეხს ნაკლები დატვირთვა ექნება, გარდა ამისა ძირიც გასქელდება და ფეხი შედარებით თბილად გექნებათ.

თუ ჭურჭლის რეცხვა არ გიყვართ

არ გსურთ სამსახურის კონტეინერი ყოველდღე რეცხოთ? გამოსავალი არსებობს! მის ფსკერზე საკვები ცელოფანი ჩააფინეთ.

მსგავსი მარტივი სვლით თქვენი ყოველდღიურობის გამარტივება შეგიძიათ. შეგიძიათ გარშემო მიმოიხედოთ და სტატიაშ მოყვანილი მაგალითების მსგავს, უამრავ ცხოვრების გასამარტივებელ ხერხს აღმოაჩენთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს