რესტორნის მეთოდი მოხარშული კვერცხის წამში გასაფცქვნელად

7458

თითქოს მოხარშულ კვერცხზე მარტივი საუზმის მოფიქრება რთულია და მილიონობით ადამიანი დილას სწორედ ამ პროდუქტით იწყებს, თუმცა როდესაც საქმე ნაჭუჭის გაფცქვნამდე მიდის საუზმის თითქმის ნახევარი მასთან ერთად ნაგვის ურნაში ხვდება. სწორედ ამიტომ, მონდომებით ვეძებდით კვერცხის გაფცქვნის მოსახერხებელ მეთოდს ისე რომ ნაჭუჭმა რბილობი არ გაიყოლოს.

Photo credit: Depositphotos

მაგრად მოხარშული კვერცხის ჭიქა წყლით გაფცქვნის მეთოდი ძალიან პოპულარული გახდა და მის ვიდეოებს იუთუბზე YouTube-ზე 2005 წლიდან შეხვდებით.

მისი გამეორება ყველას არ შეუძია. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობე არსებობს: კვერცხი მართლა მაგრად უნდა იყოს მოხარშული და მდუღარე წყლიდან პირდაპირ ცივ წყლიან ჭიქაში უნდა მოათავსოთ.

Photo credit: Depositphotos

კომენტარებში ხალხი ბჭობს თუ რაში მდგომარეობს საიდუმლო. “ეს მხოლოდ ერთხელ გავაკეთე. კვერცხის წვეთები მთელს კედელზე იყო. აღმოჩნდა, რომ კვერცხი არ ისე მაგრად იყო მოხარშული.” – აზიარებს სევდიან გამოცდილებას ერთ-ერთი მომხმარებელი.

როგორ მოვიქცეთ კვერცხისთვის ნაჭუჭის იოლად მოსაცლელად

იმისთვის, რომ მოხარშულ კვერცხს ნაჭუჭი მარტივად მოვაცალოთ აუცილებლად შემდეგ ნაბიჯებს უნდა მივმართოთ.

1. იდეალური, მაგრად მოხარშული კვერცხი 7 – 10 დღის უნდა იყოს. ამიტომ არ ღირს სალათებისთვის ახალი კვერცხი შეარჩიოთ.

2. ნემსით ან ქინძისთავით გააკეთეთ პატარა ნახვრეთი კვერცხის მომრგვალებულ ნაწილში (5 მილიმეტრის ფარგლებში). არ შეგეშინდეთ, კვერცხიდან არაფერი გადმოვა: მის მომრგვალებულ ნაწილში ცარიელი სივრცეა რომელიც შიგთავსს იცავს.

3. კვერცხი მდუღარეში ჩაუშვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ცილა ნელა გათბება და ნაჭუჭს მიეკრობა.

4. წყალი დაამლაშეთ, ეს ნაჭუჭის მოცილებას გააადვილებს. ზოგიერთი ლიტრ წყალზე ჩაის კოვზი სოდის დამატებას გვირჩევს.

5. სანამ კვერცხს წყალში გააცივებთ, ნაჭუჭის მთლიანობა ფრთხილად დაარღვიეთ. მის ქვეშ წყალი შეაღწევს და კვერცხის გაფცქვნა გაიოლდება. ამგვარად კვერცხი უფრო მარტივად გაიფცქვნება.

6. კვერცხი მდუღარე წყალიდან პირდაპირ ყინულიან წყალში მოათავსეთ.

7. კვერცხის გაფცქვნა ყრუ მხრიდან დაიწყეთ, მის ქვეშ ჰაერის კამერაა. ეს დაგეხმარებათ ნაჭუჭი ისე მოაშოროთ, რომ ცილა არ დააზიანოთ.

8. ზემოთ ჩამოთვლილთაგან არაფერმა გიშველათ? მაშინ კვერცხი პაშოტიი მოამზადეთ, ეს კვერცხის გაფცქვნის გამაღიზიანებელი პროცედურისგან გიხსნით.

Photo credit: Depositphotos

იქნებ თქვენც გაქვთ კვერცხის გაფცქვნის გამარტივებული მეთოდი? აუცილებლად გაგვიზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს