ადამიანების უმეტესობა ფქრობს, რომ სხვადასხვა რისტუალების ჩატარებას ფულისა და იღბლის მოსაზიდად სპეციფიური ცოდნა ჭირდება და მათი შესულება ერთეულებს შეუძლიათ. სინამდვილეში ამის გაკეთება შეუძლია ყველას ვისაც ამის სურვილი და რწმენა გააჩნია, მათ ჩასატარებლად კი ნემსი, ძაფი, რწმენა და უბრალო მოთბინება გესაჭიროებათ!
რას იტყოდით იმაზე, რომ თქვენი ცხოვრების ოცნებები რეალობად გექციათ, გეცხოვრათ მდიდრულად და ბედნიერად იმის ნაცვლად, რომ მუდმივ უიღბლობას შეგუებოდით და იმედგაცრუებული ყოფილიყავით?
თუ მზად ხართ საკუთარი ბედის ხელში ასაღებად – ჩვენს სტატიას ჩაუჯექით!
მზადება რიტუალისთვის
პირველ რიგში – გარდერობის ის ელემენტი აირჩიეთ რომელზეც რიტუალს ჩაატარებთ. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს: საყვარელი კოფტა, შარფი ან წინდა. შემდეგ თქვენი სურვილის ფორმირება მოახდინეთ და 40 სანტიმეტრის ძაფი მოძომეთ, ამის შემდეგ ძაფი ნემსში გაუყარეთ და თქვენი სურვილი და თხოვნა/მოთხოვნა სამყაროს გაუგზავნეთ.
ძაფის სიგრძე შეიძლება უფრო მცირე იყოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი ზომის იქნება ნაკერი. 40 დღის განმავლობაში დღეში 1 ნაკერი უნდა გააკეთოთ და მთავარია ძაფი შუა რიტუალის დროს არ გახდეს გამოსაცვლელი. რამდენადაც – თუ რიტუალს დაარღვევთ მისი ტავიდან გაკეთება მოგიწევთ!
რიტუალის ჩატარება
პირველ დღეს სამოსზე ნაკერის გაკეთება საჭირო არ არის. უბრალოდ მასში ძაფ-გაყრილი ნემსი შეუყარეთ და მომდევნო დღემდე დატოვეთ. ყველაფერს აჯობებს ეს რიტუალი საღამოს ჩაატაროთ, რათა საშუალება გქონდეთ იღბლის მოზიდვა იმავე საათებში განაგრძოთ რომელშიც დაიწყეთ!
მომდევნო დღეს საკუთარ თავს გუშინ ჩათქმული სურვილი გაუმეორეთ და დაწყებული ნაკერი დაასრულეთ. ამის შემდეგ ძაფი ისევ შეარჭეთ სამოსში და მომდევნო დრემდე დატოვეთ. ეს რიტუალი კიდევ 39 დღის განმავლობაში ჩაატარეთ. დღეების ამოწურვის შემდეგ სამოსზე სროი ხაზი უნდა გაჩნდეს. ალბათ იმის თქმა არ გჭრდებათ რომ ეს ზოლი სამოსის უკუღმა მხარეს უნდა გააკეთოთ რათა ის ავი თვალისგან დაიცვათ?
აუცილებლად უნდ აგვახსვდეს, რომ ეს ნივთი 40 დღის განმავლობაში მშვიდ და წყნარ ადგილას უნდა ინახებოდეს. არავითარ შემთვეაში არ იჩხუბოთ და არ მოაწყოთ სკანდალები იმ ადგილას სადაც ეს სამოსი ინახება. ნეგატიურმა ენერგეტიკამ შიეძება თქვენი მცდელობები უშედეგოდ აქციოს.
ბოლო დღეს – რიტუალის დასრულებისას ჩათქმული სურვილი ოთხხჯერ ხმამაღლა გაიმეორეთ, ყოველ ჯერზე სამყაროს ოთხი მხარიდან ერთ-ერთისკენ შებრუნდით. ამის შემდეგ ბოლო გასამაგრებელი კვანძი გააკეთეთ და ძაფი მოჭერით, ნემსი შეინახეთ. შემდეგ სამოსი კარადაში შედეთ და მანამ არ ჩაიცვათ სანამ არ იგრძნობთ რომ სურვილმა ასრულება დაიწყო.
უნდა აღვნიშნოთ, რომ რწმენა ნამდვილად დიდ და გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ რიტუალის ჩატარებაში. ადამიანი რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ წარმატებას უნდა მიაღწიოს და ბედნიერი გახდეს თავად მისცემს ქვეცნობიერს პოზიტიური ცვლილებების ბრძანებას. აქ საქმე უფრო ადამიანის ფსიქოლოგიაშია ვიდრე მისტიურ ძალებში.
თქვენ გჯერათ მაგიისა და რიტუალების?