უნდა იცხოვრო თუ არა ძველ სახლში თუ შვილებისთვის ახალი სახლი ააშენე

523
Photo credit: Depositphotos

სამწუხაროდ ცხოვრება ხშირად ეწყობა ისე, რომ გვერდით იმაზე ცუდი ადამიანები აღმოჩნდებიან ვიდრე გვსურს. ახლობლებ, მეგობრები, კოლეგები… ამისგან დაზღვეული არავინ არის. განსაკუთრებით მძიმეა როდესაც საკუთარი შვილები არ აფასებენ თქვენ გარჯას.

paparazzi-ს რედაქციის დღევანდელი ისტორიის გმირი თავის ამბავს გვიზიარებს. სამწუხაროდ სიტუაცია საკმაოდ არასასიამოვნოა მაგრამ მისი არ გამოქვეყნება შეუძლია.

“პირველ რიგში ალბათ ის უნდა ვთქვა, რომ სოფლიდან ვარ.ა რ მიყვარს ქალაქური ცხოვრება. სუფთა გაერი, ახალი ბოსტნეული და ხილი, ცხოვრების მშვიდი ტემპი და უბრალო ადამიანები – აი რა მომწონს სოფლის ცხოვრებაში.

მას შემდეგ რაც ჩემს ვაჟს 8 წელი შეუსრულდა მისმა მამამ მიგვატოვა და ქალაქში გადასახლდა სხვა ქალთან. გვითხრა რომ მას თავისი ბინა აქვს და სამსახურსაც იშოვის. აქამდე სახლში დედასთან ერთად ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა ძვირფასი სახლი არ იყო მაგრამ პატარა მეურნეობა გვქონდა და თავი გავქონდა.

Photo credit: Depositphotos

დაახლოებით 15 წლის წინ განვქორწინდი. მაშინ 40 წლის ვიყავი. ამის შესახებ დიდად არ ვღელავდი რადგან შევეჩვიე იმას, რომ სოფელში არ დაიკარგები. მეუღლის მიმართ გრძნობები დიდიხ ანია გამიქრა, თუ რა თქმა უნდა საერთოდ მქონდა რაიმე გრძნობა. პატარა ბავშვს კი ზრუნვა ჭირდებოდა, ეს ყველაფერი ფულის გარეშე შეუძლებელია.

სოფელში სამწუხაროდ ფულის შოვნა შეუძლებელია. ჩემი თანაკლასელი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საზღვარგარეთიდა. ბევრს მიყვებოდა რა კარიგა საზღვარგარეთ, რა მაღალი ხელფასებია და ადამიანებიც რომ უფრო გულკეთილები არიან.

Photo credit: Depositphotos

როგორც ხვდდებით ამან დამაფიქრა. ბევრი უძილო ღამეების შემდეგ წარმოვიდგინე როგორ ჩამოვალ სახლში ფულით, წავიყვან ვაჟს სკოლაში, დავტკბებით ცხოვრებით და არაფერზე არ ვიფიქრებთ. ოცნებები.

ნახევარი წლის შემდეგ ყველაფერი შევკრიბე რაც მქონდა და წავედი იტალიაში. კარგი ქვეყანაა მაგრამ იქ მხოლოდ შრომა მელოდებოდა. დიდხანს არ შეგაწყენთ თავს იმის მოყოლით თუ როგორ ვსწავლობდი ენას, როგორ გამქურდეს 1 წლის შემდეგ და როგორ ვტიროდი ღამ-ღამობით. როგორ ვიცილებდი “თაყვანისმცემლებს” რომლებიც მუდმივ სიყვარულს მეფიცებოდნენ.

Photo credit: Depositphotos

ორმა წელმა სწრაფად გაირბინა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტა ფული მქონდა მოგროვილი. მე, ვაჟს და დედას ძალიან ცოტა ხანს თუ გვეყოფოდა. ესსც იმ შემთვევაში თუ გავიჭირვებდით. მაშინ გადაწყდა კიდევ ცოტა ხანს დავრჩენილიყავი, შმდეგ კიდევ ცოტა ხანს და საერთო ჯამში იქ 13 წელი ვიმუშავე. ამ დროში ვაჟმა განათლება მიიღო. გაიზარდა და საცოლეც გაუჩნდა. მე მუდმივად ვუგზავნიდი ფულს დედას და მათ არაფრის საჭიროება არ ქონდათ.

გადაწყვეტილი გვქონდა ფული გადაგვედო და კიდევ გვეყიდ გვერდით მყოფი მიწა, რათა შემდეგ ლამაზი სახლი აგვეშენებინა. მინდოდა სახლში დასრულებული მშენებლობის დროს ჩამოვსულიყავი.

Photo credit: Depositphotos

ჩემს რძალსა და მის დედას დიდი ხანია ვიცნობდი, ხშირად ვსაუბრობდით ინტერნეტით. ქალაქელები იყვნენ, ერთი შეხედვით კარგი ხალხი. ვაჟი გაიზარდა და ჩემს მიმართ ოდნავ აპათიური გახდა. მე ამას ვერ ვამჩნევდი: “ასაკი აქვს ასეთი და დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. მივალ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება” – ვფიქრობდი მე.

კარგი ქორწილი გადავიხადეთ. ბევრი სტუმრები გვყავდა რომელთა შორისაც მხოლოდ რამდენიმეს ვიცნობდი. ქორწილი მე დავიხადე, რძლის ოჯახს ფული არ დაუდია მაგრამ არ დამნანებია, ქორწილი ხომ ჩემი ერთადერთი ვაჟის იყო!

ქორწილის შემდეგ რძლის დედამ მკითხა როდის ვაპირებ უკან დაბრუნებას. მე ვუთხარი რომ ყველაფერი რაც მჭირდებოდა უკვე მქონდა და დროა დავისვენო. მოგვიანებით ერთ-ერთი საუბრის მომსწრე გავხდი, რომელიც ჩემს რძალსა და დედამისს შორის ხდებოდა – ისინი დედაჩემის ძველ სახლში მიპირებდნენ საცხოვრებლად დატოვებას. მხოლოდ ზედმეტი ავეჯის წაღებას აპირებდნენ ახალ სახლში რადგან მხოლოდ ცოტა ნივთები ქონდათ შეძენილი. თითქოს მე და დედას ესეც გვეყოფოდა.

Photo credit: Depositphotos

აღმოჩნდა, რომ მთელი ეს წლები მონასავითი იმისთვის ვშრომობდი რომ ჩემს ვაჟს ჩემს აშენებულ სახლში თავის ცოლთან და სიდედრთან ერთად მარტოს ეცხოვრა. სახლი უზარმაზარია და დიდი ადგილია, 100%-ით დარწმუნებული ვიყავი რომ იქ ერთად ვიცხოვრებდით, საზღვარგარეთ ხომ ამის გამო წავედი. თუმცა ჩემი ვაჟის ქცევას რომ დავაკვირდი მივხვდი, რომ არც ის არის წინააღმდეგი ასე იცხოვროს.

ახლა ვფიქრობ დავბრუნდე იტალიაში. იქ რამდენიმე მეგობარი დამრჩა და მათთან ვიცხოვრებ დროებით. ფულს არ გამოვუგზავნი ვაჟს, უკვე დიდია. თქვენ რას მირჩევთ? იქნებ არასწორად ვიგებ და ყველაფერი ასეც უნდა იყოს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს