ბავშვების აღზრა მარტივი არ არის და მიდგომაც აუციოლებლად სწორი უნდა იყოს იმის მიხედვით თუ გოგონას ზრდით თუ ბიჭს. უმეტეს შემთხვევებში ვაჟისთის მისაცემი რჩევები გოგონასთვის მისაცემი რჩევებისგან ძალიან გასნვავდება.
როდესაც ვაჟი გეზრდებათ გესმით რომ მომავალ მამაკაცს ზრდით და პასუხისმგებლობის გრძნობაც იზრდება. გიჩნდება სურვილი რაიმე ისეთი რჩევები მისცე რომელებიც მომავალში მას მამაკაცური ნაბიჯებისკენ უბიძგებს. ასეთ სიბრძნეს ჩვეულებრივ რჩევებში ვდებთ ხოლმე.
რჩევები ვაჟისთვის
1. შენს ცხოვრების პასუხისმგებლობა თავად აიღე
შეგიძლია გაუმკლვადე სირთულეებს, გამოიჩინო ხასიათის სიმყარე. ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და ეს გამოწვევა აუცილებლად უნდა მიიღო. ნურავის დაადანაშაულებ, გათვლა მხოლოდ საკუთარ თავზე გქონდეს მაგრამ ნურც დახმარების თხოვნის შეგრცხვება – როცა ეს საჭიროა.
2. იყავი მამაცი და მამაკაცური
თუნდაც შინაგანად შიში გიპყრობდეს – ისე მოიქეცი თითქოს ყველაფერი რიგზეა. თუ რაიმესი გეშინია წარმოიდგინე, რომ ყველაზე საშინელი უკვე მოხდა. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ყველაფერი არც თუ ისე საშინლად არის და შიშიც გაგიშვებს.
3. იმისთვის, რომ რამეს მიაღწიო იმუშავე და ნუ დაიზარებ
გამარჯვებულები – ეს ისინი არიან, რომელბმაც ბევრი უიღბლობა იწვნიეს მაგრამ არ დანებდნენ. თუ ცხოვრებაში რაიმეთი კმაყოფილი არ ხარ, თავად შეცვალე ის რაც არ მოგწონს.
4. კონკურენცია
ჯანსაღი კონკურენცია – ეს მამაკაცურია! არ დაგავიწყდეს ამის შესახებ და სულ გახსოვდეს, რომ არავინ არის შენზე უარესი ან უკეთესი. შურის გრძნობისგან უნდა გათავისუფლდე. თუმცა თუ მან მაინც მოგაკითხა ყურადღება მიაქციე: ეს სიგნალია იმის შესახებ, რომ დროა იმის მისაღწევად იზრუნოთ რის გამოც შური გაგიჩნდათ.
5. შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე
როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, მთავარია არ დაკარგოთ თვითფლობა. გამოსავალი ყოველთვის რეალურია და მას სიმშვიდეში უფრო კარგად იპოვით. გახსოვდეთ: მთავარი ის კი არ არის რა ხდება თქვენს თავს, არამედ ის თუ როგორ რეაგირებთ ამაზე.
6. ნუ გეშინიათ შეცდომების
იცით როდის არ უშვებენ შეცდომებს? სწორია! მაშინ როდესაც არაფერს აკეთებენ და დაფიქრდით: თუ შეცდომებს არ უშვებთ, იქნებ ზედმეტად ხართ ჩაციკლული მარცხზე ან არასაკმარისად ცდილობთ.
7. შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა
როდესაც ცუდი დღე გაქვთ ან ცხოვრება უბრალოდ არ ეწყობა, ყველაფრის მიუხედავად მაინც ეცადეთ სამყაროს უკეთ მიუდგეთ ვიდრე ის გიდგებათ. იარეთ ღიმილით და მუდამ განაგრძეთ წინსვლა, ყოველდღე გააკეთეთ რაღაც კარგი და სასიკეთო!
8. დაგეგმეთ და დაისახეთ მიზნები
დაისახეთ მიზნები და ოცნებები – ეს მხოლოდ პირველი საფეხურია! მათი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია გქონდეთ გეგმა მათ მისაღწევად. კარგად გათვალეთ ტქვენი ნაბიჯები და არ განაწყენდეთ თუ რაიმე ისე არ წავა. როველთვის შეგიძლაით ტაქტიკის შეცვლა.
9. ნუ იქნებით ზედმეტად თვითკრიტიკული
აღიარეთ თქვენი დანაშაული თუ მას იაზრებთ და დიდხანს ნუ იდარდებთ მასზე. ნუ იქნებით ზედმეტად სერიოზული, გაიცინეთ საკუთარ თავზე და უფრო მარტივად მოიქეცით.
10. განაგრძე სწავლა და განვითარება
მიუხედავად იმისა რამდენი წლის ხარ – არასდროს შეწყვიტო სწავლა. მიეცი საკვები ტვინს თუნდაც სიბერეში! სამყარო მუდმივად იცვლება და ახალი ცოდნა ესაჭიროება. თუ ადამიანი ამის კეთებას წყვეტს ის განწირულია. ნუ შეგეშინდებათ თქმა: “მე ეს არ ვიცი” – და ეცადეთ ამშინვე გაიგოთ.
11. თუ ვინმე დაეცა, წამოდგომაში დაეხმარეთ
ნუ ჩაიციკლებით საკუთარ თავზე, დაეხარეთ სხვა ადამიანებს, ურთიერთქმედეთ. იყავით ადამიანი, რომელიც მზად არის დახმარების ხელის გასაწევად. დაუთმეთ ადგილი ტრასნპორტში, დაეხმარეთ ბებოს გზის გადალახვაში ანდ მძიმე ჩანთების სახლში მიტანაში, აჭამეთ მტრედებს და უსახლკარო ცხოველებს – ეს ხომ რთული სულაც არ არის.
12. იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე
შენი სხეული ერთადერთია რაც შენი არსებობის უკანასკნელ წამამდე გექნება და მასზე კარგად უნდა იზრუნო: იარე ექიმთან საჭიროებისამებრ, კარგად იკვებე, გამოიძინე და დაკავდი ფიზიკური სავარჯიშოებით. გახსოვდეს მენტალური ჯანმრთელობაც: ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.
13. გახსოვდეს: შენი ბედნიერება შენს ხელშია
ყველაფერი რაც ბედნიერებისთვის გჭირდება უკვე გაქვს! არავინ არის ისეთი ვისაც შენი გაბედნიერება იმაზე უკეთ შეუძლია ვიდრე შენ თავად!
14. გადაწყვეტილების მიღებისას გონებითაც იხელმძღვანელე და გულითაც.
რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ნაჩქარევად ნუ იმოქმედებ, განსაკუთრებით კი საღამოს. აჯობებს კარგად გამოიძინო და დილით დაიფქრდე. უსმინე საკუთარ გულს, ხშირად ის უფრო ჭკვიანურ მინიშნებებს გაძლვეს ვიდრე გარშემომყოფები.
15. იცოდე, რომ ტირილი – ნორმალური მოვლენაა
მართალია შენ მამაკაცი არ მაგრამ სამართლიანობის გრძნობაც გაქვს. ზოგჯერ რაღაც ისე არ მოხდება როგორც გსურს და დროდადრო წააგებ კიდეც. თუ იცი, რომ ცრემლები შევებას მოგიტანენ მიეცი მათ თავისუფლება.
16. საუკეთესო ბოდიში ეს მოქმედებებია და არა სიტყვები.
მხოლოდ რეალურ ქმედებებს შეუძიათ თქვენი შეცდომის აღიარება და გამოსყიდვა.
17. გახსოვდეს ოჯახი
ოჯახი – ეს ყველაზე ახლობელი ადმაიანები არიან, რომლებიც შენთან ერთად გაიხარებენ როდესაც ბედნიერი იქნები და მხარს დაგიჭერენ გაჭირვებისას. მათ ყოველთვის ეყვარები, ნებისმიერ მდგომარეობაში. ნუ განეშორები მათ.
18. იყავი ის ვინც ხარ
შენ უნიკალური ადამიანი ხარ ისევე როგორც ყველა ამ პლანეტაზე შეგიძია დედამიწაზე შენი კვალი დატოვო. ნამდვილად გაქვს ნიჭი და განავიტარე ის. დაივიწყე “ჯოგური ინსტინქტი” და ბრბოს ნუ შეერწყმები.
19. თქვენი სიტყვა ფასეული უნდა იყოს
ყურადღებით შეარჩიეთ სიტყვები, ეცადეთ სიმართლე ილაპარაკოთ და ყოველთვის შეასრულეთ დანაპირები. შესანიშნავი იქნება თუ იდეთ ადამიანად გაიზრდები რომლის სიტყვასაც ფასი აქვს.
20. იცოდე პატიება მათ შორის საკუთარი თავისაც
ნუ დაიტოვებ წყენას – ის გაგანადგურებს. რაც უფრო სწრაფად გათავისუფლდები მისგან მით უკეთესია და ნურც საკუთარ თავზე ნუ გაბრაზდები, რადგან ადამიანი რომელიც პირველ რიგში უნდა გიყვარდეს – თავად ხარ.
როგორც ხედავთ ეს არც თუ ისე რთულად შესასრულებელი რეკომენდაციებია და ყველაფერი ცხოვრებისეულია. ბევრი უფროსი ამბობს, რომ ეს სიტყვები ბავშვობაშივე რომ შეეთისებინათ – სხვა ადამიანებად გაიზრდებოდნენ. რომელი რჩევების მიცემა გინდათ თქვენი ვაჟისთვის როდესაც გაიზრდება?