საინტერესოა ამის შესახებ ადრეც თუ გსმენიათ… თუ კი, მაშინ საკუთარი ცოდნის შემოწმებას ნამდვილად აქვს აზრი, თუ არა – მაშინ ახალ გამოცდილებას შეიძენთ! ჩვენც საკმაოდ გაოცებულები დავრჩით როდესაც დიასახლისებისგან მოვისმინეთ ამ მეთოდის ეფექტურობის შესახებ!
Paparazzi-ს რედაქციამ რამდენიმე ახალი მეთოდი აღმოაჩნა რომელსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ. რა საჭიროა ზეთით რეცხვა? ის ყველაზე ზეთოვან ლაქებსაც კი აქრობს! ალბათ არ დაგვეთანხმებით, მაგრამ მოდით გადავამოწმოთ.
ზეთით რეცხვა
ამ მეთოდში ეჭვის შეტანა მართლაც შეიძლება. მაგრამ თუ თეთრეულს მცენარეულ ზეთს დაუმატებთ ის ძველ ცხიმებს დაალბობს და უფრო მარტივად ამორეცხვადი გახდება. ძალიან ძნელია იმის გააზრება თუ რატომ ან როგორ ხდება ასე თუმცა აი რამდენიმე მეთოდი პირსახოცების გასათეთრებლად.
კლასიკური მეთოდი
როგორც აღმოჩნდა არსებობს მეთოდი რომელსაც ჩვენი ბებიები და მშობლები იყენებენ თეთრი პირსახოცების ან მაგიდის გადასაფარებლების გასათეთრებლად. გასაოცარია როგორ მოიფიქრეს ეს ყველაფერი? აუცილებლად ჩაიწერეთ!
- 5-6 ლიტრი მდუღარე წყალი
- 3 სუფრის კოვზი ძმარი
- 1 ჭიქა ნებისიერი სარეცხი ფხვნილი
- 2 სუფრის კოვზი მათეთრებელი
- ალბათ მდუღარე წყლის წაკითხვის შემდგომ იფიქრებდით რომ ეს მეთოდი ალბათ გამოხარშვას გავს თუმცა ასე არ არის! ჩვენ მოვამზადებთ ხსნარს რომელშიც პირსახოცებს ჩავალბობთ. მაშ ასე, წყალი ადუღდა, ახლა დაუმატეთ ფხვნილი და მათეთრებელი, კარგად მოურიეთ შემდეგ კი სუფთა, რაფირინირებული მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
- ცხელ ხსნარში პირსახოცები ჩადევით ან ის ნივთები რომლის ლაქებისგან გათავისუფლებაც გსურთ, წინასწარ დახედეთ მარკას შეიძლება თუ არა ამის გაკეთება და წყალში მინიმუმ 3 საათით დატოვეთ.
- თეთრეული სარეცხ მანქანაში გადაიტანეთ და სწრაფი რეცხვის რეჟიმი ცართეთ. შეგიძლიათ ცოტაოდენი კონდიციონერიც დაამატოთ. მზად არის! ისღა დაგვრჩენია დავრწმუნდეთ, რომ ლაქები გაქრა!
თეთრეულის დიდი რაოდენობისთვის
თუ დიდი სტუმრიანობა გქონდათ მაგიდის გადასაფარებლები, ხელსახოცები და პირსახოცები იოლად ისვრება. ამიტომ მოიმარჯვეთ დიდი ჭურჭელი რათა ყველაფერი ერთად მოთავსდეს. რეცეპტი წინას გავს თუმცა აქ პროპორციებია განსხვავებული და კიდევ ერთი ინგრედიენტი ემატება.
- 15 ლიტრი მდუღარე წყალი
- 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 1 ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი
- 3 სუფრის კოვზი მშრალი მათეთრებელი
- აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი და მასში ნივთები მოათავსეთ.
- ამ შემთხვევაში მათ მთელი ღამით ტოვებთ. მნიშვნელოვანია, რომ ხსნარი რაც შეიძლება დიდი დროის მანძილზე დარჩეს ცხელი, ამიტომ მას სახურავი დაახურეთ და რამე თბილი შემოახვიეთ.
- დილით ნივთები სარეცხ მანქანაში გადაიტანეთ, ჩართეთ ჩვეულებრივ რეცხვის რეჟიმზე და ორმაგ გავლებაზე. შეგიძიათ კონდიციონერიც დაუმატოთ.
მესამე მეთოდი
აქ ოდნავ განსხვავებული პრინციპია რადგან გასათეთრებელ ნივთებს ჯერ რეცხავენ. ეს შეგიძიათ სარეცხ მანქანაში გააკეთოთ, ის ჩვეულებრივ რეჟიმზე დააყენეთ. ნივთები თითქმის მშრალი უნდა იყოს. წყალი შეგიძიათ არ აადუღოთ, თუმცა ის საკმაოდ ცხელი უნდა იყოს.
- 12 ლიტრი ცხელი წყალი
- 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 2 ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი
- 2 სუფრის კოვზი მშრალი მათეთრებელი
- აქ ყველაფერი მარტივად არის. მოამზადეთ ხსნარი და მასში ნივთები ჩააწყვეთ სარეცხი მანქანიდან გამორების შემდეგ. დატოვეთ სანამ ხსნარი ბოლომდე გაცივდება.
- თეთრეული კარგად გაავლეთ. ეს შეგიძიათ იმავე სარეცხ მანქანაში გააკეთოთ, უბრალოდ მხოლოდ გავლების რეჟიმი ჩართეთ.
- გირჩევთ ნივთები მთელი ღამით დატოვოთ ხსნარში რათა ეფექტი გარანტირებული იყოს. მზად არის!
ზეთით რეცხვა
ამგავრი გათეთრება და ლაქების ამოყვანა მხოლოდ პირსახოცებისა და მაგიდის გადასაფარებლებისთვის არ გახლავთ. სცდეთ ფერად ნივთებთანაც გამოიყენოთ, თუმცა აქ დიდი სიფრთხილე გმართებთ რათა ფერები არ გადაუვიდეს.
თუ მშრალი მათეთრებელი არ გავქთ შეგიძიათ სოდით ჩაანაცვლოთ, თუმცა ეს ძმრიან რეცეპტს არ ეხება. ამბობენ, რომ მათეთრებლის, ფხვნილისა და ზეთის ხსნარი ნამდვილ სასწაულებს ახდენს.
აუცილებლად გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები რომლებიც ამ რეცეპტების გამოყენების შემდეგ დაგრჩათ!