ხშირად ჩვენს პრობლემებში გარემოებებს და სხვა ადამიანებს ვადანაშაულებთ. მუდმივად ვწუწუნებთ და ამით სიტუაციას უფრო ვართულებთ. როდესაც საქმე სინანსებამდე მიდის თითქმის ყველა მეგობარი და ნაცნობი წუწუნს იწყებს. ძვირფასო მკითხველებო, არ არის საჭირო ფულის მოზიდვის საშუალებების პოვნა და ამაში სხვადასხვა შელოცვების თუ თილისმების მიხმარება. ყველაფერი გაცილებით იოლად არის!
ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ თუ როგორ შეიძლება საკუთარ ფინანასურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა. გაიგებთ რა არის ღარიბული აზროვნება და რატომ გვიშლის ის ხელს კეთილდღეობის მიღწევაში. ასევე გავიგებთ მისგან გათავისუფლების გზებსაც. არანაირი ეშმაკობები – მხოლოდ ფსიქოლოგია!
ფულის მოზიდვის საშუალებები
ფულთან ურთიერთობის თემა ყველა დროში და ყველასთვის აქტუალური იყო. რა თქმა უნდა ყველას სურს მდიდრულად იცხოვროს და ფულის არ ქონის გამო დისკომფორტს არ განიცდიდეს. დღეს გვსურს მოგითხროთ ღარიბული აზროვნების ჩაბეჭდილ აზრებზე რომლებსაც ალბათ თქვენს თავშიც აღმოაჩენთ და იმაზეც ვისაუბრებთ თუ ოგორ ვებრძოლოთ მათ.
მე დიდი ხანია შევნიშნე, რომ ჩემს ფინანსურ მდგომარეობას რაღაც ბარიერი გააჩნდა და ამ ზღვარს მაღლა ვერაფრით გადავდიოდი, რაც არ უნდა დიდი მცდელობა გამომევლინა – არ გამომდიოდა! მხოლოდ ის მაარებდა, რომ უფრო დაბლა არ ვეშვებოდი. თუმცა ძალიან მინდოდა წინსვლა და განვითარება.
ცოტა ხსნის წინ მოხდა სიტუაცია რომელმაც შოკში ჩამაგდო. მოულოდნელად სოლიდური ანგარიში მომივიდა – გადასახდელი კომუნალური დავალიანება, დანახული ციფრების სდიდის გამო სტრესში ჩავვარდი. ვცდილობდი ეს არ დამტყობოდა მაგრამ შინაგანად ყველაფერი მიდუღდა. თავში მილიონმა აზრმა დამიარა: “შედეგ ხელფასამდე ფული როგორ მეყოფა”, “რა დროს ეს იყო”, “წინა თვეშიც ხომ ამდენი ფული დავხარჯე”, “დროა ეკონომია დავიწყო”, ნაცნობი სიტუაციაა?
ფულის არქონით გამოწვეული სტრესი
დავფიქრდი და ჩემი ცხოვრებისეული სიტუაციების ანალიზი დავიწყე, მათი რომლებიც სწორედ ფულს უკავშირდებოდა. გამახსენდა შემთხვევა როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ სუპერმარკეტში შემთხვევით იმაზე მეტი საფასურის პროდუქტები მოვაგროვეთ ვიდრე ბარათზე გვქონდა. როდესაც მოლარემ თანხა დაასახელა მივხვდი რომ არ გვეყოფოდა და მომინდა მიწა გამსკდომოდა. სახე გამიწითლდა, ხელები კი ამიკანკალდა. ძლიერი შინაგანი დაძაბულობა ვიგრძენი.
ჩემმა მეუღლემ მშვიდად გადადო ზოგიერთი ნივთი და თანხა გადაიხადა, სრულიად უპრობლემოდ! მივხვდი, რომ ის სხვაგვარად მიუდგა პრობლემას და სტრესი არ უგრძვნია.
შემდეგ კიდევ გავიხსენე სხვა შემთხვევები ბავშვობიდან რომლებმაც ძალიან იმოქმედა ფულთან ჩემს დამოკიდებულებაზე. მე გავიგე, რომ ადრეული ბავშვობიდან მსტრესავდა ფინანსური საკითხები, ისინი ჩემში კოლოსალურ სტრესს იწვევდნენ. ბებია და მშობლები მუდმივას იმეორებდნენ, რომ ფული არ გვაქვს და ჯერ “ხელფასამდე” უნდა მივაღწიოთ რათა ახალი სათამაშო ან კანფეტი ვიყიდოთ. ეს მუდმივი თვლები და დაძაბულობა არასდროს დამავიწყდება.
პრობლემის გადაწყვეტა
ახლა ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, ნრომალურად გამოვიმუშავებ თუმცა ფულთან დამოკიდებულება არ შეცვლილა და ჩემი ფსიქიკა კვლავ ნეგატივს ასხივებს. დიდი ხარჯები ყოველთვის დაძაბულობას და მღელვარებას წვევს ჩემში. ფული ყველაფერზე მყოფნის მაგრამ თავს ისე ვგრძნობ თითქოს უკანასკნელ თეთრებს ვიხდი.
მაშ ასე, ძვირფასო მეგობრებო: სწორედ ფულთან ასეთი დამოკიდებულება არ გვაძლევს საშუალებას ის ფინანსური ბარიერი გადავლახოთ რომელიც მუდმივად გვეღობება. გამახსენდა ლუიზა ჰეის ტექნიკა, რომელიც მის ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე. ეს მარტივი ფსიქოლოგიური ხერხია რომელიც თავის დროზე ფეხზე დადგომაში დამეხმარა. შემდეგ გადამავიწყდა და ცოტა ხსნის წინ კვლავ დავიწყე მისი გამოყენება. ერთი თვის შემდეგ ცვლილებებიც შევნიშნე.
ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რჩევა ასეთია: მადლიერება გამოხატეთ თქვენი ყველა ჩეკისა და ხარჯის წინაშე. ეცადეთ გულწრფელად გიხაროდეთ ფულის ხარჯვა. თუ მათი გადახდა და დახარჯვა შეგიძლიათ, ესეიგი გაქვთ ფული! თუ ჩეკზე ეს თანხა წერია ესეიგი სამყარომ იცის, რომ მისი გამომუშავება შეგიძლიათ!
არ გეუბნებით, რომ ეს ტექნიკა ფულთან არსებულ ყველა პრობლემას მოგაშოებთ. თუ ღარიბული აზრები ღრმად გაქვთ ჩაბეჭდილი ერთი თვე ვარჯიში ნამდვილად არ გეყოფათ. საჭროა მუშაობა და მცდელობები იმისთვის, რომ ფინანსურ კეთილდღეობას მიაღწიოთ.
საჭიროა დაფიქრდეთ: შესაძლებელია ყველა პრობლემის ძირი გარემოცვაში კი არა თქვენს თავში უნდა ეძებოთ. ზემოთხსენებულ სავარჯიშოს განსაკუთრებული ძალისხმევა არ ჭირდება – უბრალოდ სცადეთ და დააკვირდით. გარანტიას გაძლევთ, რომ ცვლილებებს მალე შეამჩნევთ და ფინანსურ სირთულეებს უფრო სწრაფად გაუმკლავდებით.
თუ ფულის მოზიდვის სხვა მოქმედი ხერხები იცით აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში!