ფსიქოლოგების თქმით ადამიანისთვის ყველაზე სასიამოვნო ხმა – მისი სახელია! ადამიანისთვის სახელით მიმართვამ შესაძლოა თქვენს სასარგებლოს შეამოაბრუნოს სიტუაცია. რაც უფრო ხშირად მიმართავთ ადამიანს სახელით მას უფრო მეტად მოწონს თქვენთან ურთიერთობა, ხოლო როდესაც უცხო ადამიანი სახელს ამოკლებს ან განსხვავებულად მიმართავს მას, პირიქით – უარყოფითი ემოცია ჩნდება.
სახელით მიმართვა
ყოველ ჩვენთაგანს, საკუთარ სახელთან და მის მოდიფიკაციებთან დაკავშირებით პირადი ასოციაციები გააჩნია. ერთხელ ჩემმა უმცროსმა დამ ნიკა დამიძახა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე “რ”-ს ვერ წარმოთქვამდა. ეს სახელი მთელს ნათესავებსა და ოჯახის ახლობლებში შემომრჩა. თუმცა არასდროს მსიამოვნებს როდესაც ნაკლებად ნაცნობ წრეში ასე მომმართავენ, ამიტომ ყველას ვთხოვ სრული სახელით მომმართონ, ისე როგორც პასპორტშია მითითებული – ვერონიკა.
ერთხელ სკოლაში თანაკლასელმა მითხრა, რომ მის ძაღლსაც ნიკა ქვია. ძაღლებთან პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ იმ მომენტში ეს შეურაცხყოფელად ჟღერდა. მის სიტყვებზე ყველამ გაიცინა და ისტორია ასე დასრულდა. ისიც არასასიამოვნოა როდესაც უცხო ადამიანი ისე მოგმართავს თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობს. ეს არც თუ ისე სწორია.
სახელი და პატივისცემა
ჩემი მეგობრებისა და ნაცნობების სახელებთან პატივისცემას ვიცენ. ყოველთვის ვცდილობ მათ სრული სახელით მივმართო ან ვეკითხები როგორ არის მისთვის კომფორტული. ადამიანების უმეტესობას მისი სახელის სრულად გაგონება სიამოვნებს! კონსტანტინე და არა კოტე, ალექსანდრე და არა ლექსო, ალექსანდრა და არა საშკა, ვახტანგი და არა ვახო და ა.შ. კოლეგებთან ურთიერთობისას ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
ცოტა ხნის წინ, ენნ ჰეთევეიმ სტატია გამოაქვეყნა სადაც მსახიობმა თქვა, რომ მას ენნს მხოლოდ დედა ეძახის და არ მოსწონს როდესაც მას სხვებიც ასე მიმართავენ.
“ერთადერთი ადამიანი რომელიც ენნს მეძახის დედაჩემია და ამასაც მხოლოდ მაშინ აკეთებს როდესაც ჩემზეა გაბრაზებული. ამიტომ ყოველ ჯერზე როდესაც საზოგადოების წინაშე გამოვდივარ და ვინმე ასე მომმართავს ვფიქრობ, რომ ჩემთვის ყვირილს აპირებენ. ყოველ თქვენგან გთხოვთ ენნი დამიძახოთ” – გაგვიზიარა ენნიმ.
როგორც ხედავთ საკმარისი მაგალითებია იმისთვის, რომ მიხვდეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მისი სახელი. ამაზეა დამოკიდებული მომავალში თქვენი ურთიერთობები. ნუ შეგრცხვებათ ნაცნობს წინასწარ კითხოთ თუ რა სახის მიმართვაა მისთვის კომფორტული.