7 სამედიცინო კოშმარი საბჭოთა პერიოდის ბავშვობიდან

317

დღეს სსრკ-ში მკურნალობის ხარისხზე არ ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, ბევრი კარგიც იყო და საკამათოც. თუმცა ეს მომენტები თითოეულ ოქტომბრელს, პიონერსა და კომკავშირის წევრს კანკალს აწყებინებდა.

ზოგადად ბავშვობაში ავადმყოფობა არც თუ ისე ცუდია, განსაკუთრებით, თუ საქმე უმნიშვნელო ავადმყოფობას ეხება. ასე სკოლის გაცდენასაც შეძლებ და ყველას თავს შეაცოდებ. თუმცა ამის თავიდან აცილება ყველას სურდა.

კბილების მკურნალობა ტკივილგამაყუჩებლის გარეშე

„ივანოვა აქაა? შესვენებაზე სამედიცინო ოთახში“ – ამბობდა კართან მდგომი ექთანი და ამ დროს გული ფეხებში მივარდებოდა. დღევანდელი სტომატოლოგიური ფასებიდან გამომდინარე მშობლებს ასეთზე მხოლოდ ოცნება შეუძლიათ. მაგრამ არა ბავშვებს! მულტფილმები, ფერადი პლომბები, სათამაშო საჩუქრად? არ გამაცინო! ეს ყველაფერი ანესთეზიის გარეშე სისულელეა. ყველაზე სასოწარკვეთილები გაქცევას ცდილობდნენ და კარიესს თავის ნებაზე უშვებდნენ, დანარჩენები უბრალოდ ხმამაღლა ყვიროდნენ და ბურღის საძაგელი ბზუილის ჩახშობას ცდილობდნენ.

გადაპარსვა როგორც პედიკულოზის პროფილაქტიკა

ტილები სირცხვილი და ტრაგედია იყო. ბედნიერი იყავი, თუ თმას მოკლედ შეგჭრიდნენ და ტილების მოსაშორებლად ბებიის რეცეპტით საშინელი სუნის მქონე ნავთს გამოიყენებდნენ. ასე იმედი გექნებოდა, რომ სუნი ოდესმე გაქრებოდა. მაგრამ აი, ტილების გამო თავის მთლიანად გადაპარსვა კატასტროფა იყო.

ეს ბიჭებსაც დიდად არ სიამოვნებდა, გოგოებს, განსაკუთრებით გრძელი ნაწნავების მქონე გოგოებს მით უმეტეს არ ახარებდათ.

საავადმყოფოში მკურნალობა მშობლების გარეშე

რამდენი ვიბრძოლდეთ კანონისთვის, რომელიც საავადმყოფოში ბავშვებთან მშობლების გაჩერების ნებართვას იძლევა! საბჭოთა პერიოდში არც ერთ პეტიციაზე ხელი არ მოუწერიათ და პატარებიც კი პალატაში დედების და მით უმეტეს მამების გარეშე იწვნენ. თუ ინფექციური განყოფილება იყო, არანაირი ვიზიტი – ფანჯარაში ხელის დაქნევა და ძიძის დახმარებით ვაშლის მიწოდება ერთადერთი რამ იყო, რის უფლებასაც იძლეოდნენ.

ბრილიანტის მწვანე ჩუტყვავილას დროს

ეს გასაოცარი საშუალება ყველაფრის, დახეთქილი მუხლების, ნაკაწრების და, რა თქმა უნდა, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ჯადოსნური ბალზამი იყო. კარგად ისმებოდა, მაგრამ მოშორება რთული იყო. დაავადებაზე გაცილებით უფრო გვიან შორდებოდა. სწორედ ამიტომ, იღბლიანები დაავადების დამარცხების შემდეგ სკოლასა და ბაღში ლეოპარდის ფერებში დადიოდნენ, რაც თანაკლასელების გულს და ენას ახარებდა.

მანგანუმი მოწამვლის დროს

ახლა ექიმებმა ამ არაადამიანური მეთოდის გამოყენება აკრძალეს – ბოლომდე გაუხსნელი კრისტალები ლორწოვანი გარსის დაწვას იწვევენ. ჩვენმა მშობლებმა ეს არ იცოდნენ და მოწამვლის დროს ერთ ლიტრ ვარდისფერი და საშინელი გემოს მქონე სითხეს გვასმევდნენ.

მწარე აბები

მარწყვის ან ბანანის გემოთი? სიროფი, აბი თუ საწუწუნი? ბავშვობაში წამლების უმეტესობა აუტანლად მწარე იყო და ერთი კოვზი შაქარიც ნუგეშს ვერ გვანიჭებდა.

„ერთი სიხარული – მრგვალი, ყვითელი ასკორბინის მჟავა, რომელსაც ბავშვები მალულად ჭამდნენ და დოზას მნიშვნელოვნად აჭარბებდნენ.

ხალხური საშუალებები

თაფლიანი რძე, სოდა და ზეთი? მდოგვი წინდებში? ზურგზე კვალის დამტოვებელი ქილები? საშინელი სუნის მქონე „ოქროს ვარსკვლავი? რთულია იმის თქმა, თუ ამ მეთოდებიან რომელი იყო ყველაზე საზიზღარი, თითოეულს საკუთარი რეიტინგი ჰქონდა. იქნებ მწარე აბი სჯობს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს