9 თვე თითქმის მთელი სასწავლო წელია და ისევე იწელება, როგორც ბოლო სამი თვე. „პაპარაცი“ გთავაზობთ 7 რამეს, რაც მომავალ დედებს განსაკუთრებით აღიზიანებთ.
წონის მუდმივი კონტროლი
არც ერთი დიეტა არ მოითხოვს წონის იმდენ კონტროლს, რამდენსაც ორსულობა. და ალბათ, არც ერთი მწვრთნელი არ გაგკიცხავთ ისე, როგორც გინეკოლოგი. 1 კგ ორ კვირაში? ზოგი ბევრ ტკბილეულს ჭამს! ეს კი წონა, შეშუპება და ბავშვისთვის რთული პირობებია! მარილი და კიდევ 154 პროდუქტი რაციონიდან უნდა გამორიცხოთ. ყველაზე საწყენი ისაა, რომ წონის დაკლების გამოც არავინ შეგაქებთ. ეს რა არის – ბავშვს ვიტამინები სჭირდება!
რეგულარული ანალიზები
შვებულების დროსაც დილით ადრე უნდა ადგეთ და სისხლის და შარდის ანალიზები ჩააბაროთ – ჯვარი, რომელიც რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ. საერთო ანალიზების გარდა ათასობით სხვა ანალიზიც არსებობს, რომელთა შესახებ ადრე წარმოდგენაც არ გქონდათ.
ეს არაფერია, მიმართულებების სქელი პაკეტი ტონუსს და გამარჯვების სიყვარულს დაგიბრუნებთ.
სულელური შეკითხვები
ბიჭია თუ გოგო? უკვე მერამდენე თვეში ხარ? მამას ბიჭი სურს? სახელი უკვე მოიფიქრეთ? როდის უნდა გააჩინო? ზოგჯერ სოციალურ ქსელში დედების მსგავსად მაისურის ყიდვის სურვილი მაქვს, სადაც პასუხების ნაკრები იქნება მოცემული, რომელსაც მთელი ორსულობა სულ ჩავიცვამ.
სასარგებლო პროდუქტები
ხაჭო და კეფირი – მათში კალციუმია. ბანანი – მასში კალიუმია. მოთუშული ბოსტნეული – უჯრედისია, პარკოსანი – სუფთა ცილებია. თითქოს „გემრიელის“ და „მინდა“ გაგება დაგავიწყდათ, რადგან თითოეული კოვზი როგორც მომავალი დედების ენციკლოპედიაში წერენ „ჯანმრთელობის საძირკველისთვის აგურია“.
„როგორ მსურს, რომ ყავის და შოკოლადის აგურით ჩავაცემენტო“.
ძილის პრობლემები
ეს მთელი ორსულობის პერიოდში თქვენი თანამგზავრია. ჯერ დღის მონაკვეთის მიუხედავად სულ დაძინება მოგინდებათ. შემდეგ კი პირიქით, ვერ დაიძინებთ – ხან მუცელი ხელს შეგიშლით, ხან გულძმარვა.
რაც მთავარია – მშობიარობის შემდეგ ბავშვებთან გატარებული ღამეები სანატორიუმი მოგეჩვენებათ, მაგრამ უკვე გვიანი იქნება!
სექსის შეზღუდვა
ერთადერთი პლიუსი ისაა, რომ დაუგეგმავ ორსულობაზე ფიქრი არ მოგიწევთ. ყველაფერი დანარჩენი – ერთი მინუსია. ასე მოუხერხებელია, ასე საშიშია, ამ პერიოდში სჯობს არ დაიწყოთ, ახლა თითქოს შეიძლება, მაგრამ უკვე რაღაც დიდად სურვილი არ გაქვთ.
„და კიდევ რაღაც უცნაური გამონადენი, მკერდის გაზრდილი მგრძნობელობა და საშვილოსნოს ტონუსის წინ შიში“.
ცუდი განწყობა
რა თქმა უნდა, ორსულობა ავადმყოფობა არაა, ვინ კამათობს. მაგრამ დამეთანხმეთ, გულძმარვა, ვარიკოზი, ღებინება, დაბალი წნევა ეს ყველაფერი ჯანმრთელობა ნამდვილად არაა.
ნეტავ, ბოლო სამი თვეც მალე დასრულდეს!