ბავშვის დაკარგვის შემდეგ ცხოვრება წარმოუდგენელია. ნებისმიერი ძვირფასი ადამიანის დაკარგვა ჩვენს არსებობას კარდინალურად ცვლის. მაგრამ, ბავშვი – ეს ხომ უბრალოდ ახლობელი ადამიანი არ არის. ბევრი მშობლისთვის მათი შვილები ყველაფერი საუკეთესოს განსახიერებას წარმოადგენენ, ამიტომ მათი დაკარგვა სრულად უტოლდება სამყაროს აღსასრულს.
ბავშვის დაკარგვის შემდეგ
მშობლებისგან ბევრი სევდიანი ისტორია მომისმენია ბავშვის დაკარგვის შესახებ. მაგრამ, ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი – ჯონ ტრავოლტას ისტორიაა. ცოტამ თუ იცის, რომ ეს გახლავთ ადამიანი რომლისთვისაც ოჯახი ყველაფერზე ძირფასია. სწორედ ამიტომ 2009 წლის 2 იანვარს მისი ცხოვრება ორ სრულიად განსხვავებულ ეტაპად გაიყო.
ამ დღეს მისი 16 წლის შვილი გარდაიცვალა. ტრავოლტამ ეს გაჭირვებით გადაიტანა. არაერთხელ გაუზიარებია თავისი გრძნობები და ყვებოდა როგორ უყვარდა ვაჟი. მან უდიდესი მიჯაჭვულობა იგრძნო მისი დაბადებისთანავე, ბავშვის ხელიდან გაშვებაც არ უნდოდა ისე იჯდა შვილით ხელში საათობით.
ყველას სიყვარული სხვადასხვაგვარად გამოიხატება. ზოგი თავშეკავებულია, ხოლო ზოგს შვილთან დილიდან საღამომდე ჩახუტებული ყოფნა მოსწონს.
ჯონ ტრავოლტა დიდი ლაბთობით ადამიანების მეორე ტიპს მიეკუთვნება და ეს შესანიშნავია. მან 2019 ინტერვიუში ისაუბრა თავის გრძნობებზე. 10 წლის შემდეგ ის კვლავ გრძნობს დანაკარგის სიმწარეს. თუმცა მსახობი ცდილობს სულით არ დაეცეს.
პირიქით, ის მშობლებს მოუწოდებს დააფასონ ყოველი მომენტი რომელსაც შვილთან ერთად ატარებენ და მადლიერები იყვნენ ამისთვის. შვილებსაც უნდა უხაროდეთ მოსიყვარულე მშობლების ყოლა, რომლებიც მზად არიან მათთვის ყველაფერი გაიღონ.
Paparazzi-ს რედაქციისგან
ისეთ საკითხზე როგორც შვილის დაკარგვაა ბევრი საუბარი ძალიან რთულია. ისღა დაგვრჩენია ყველას მსგავსი გამოცდილების თავიდან აცილება ვუსურვოთ. თუმცა ტრავოლტას ოჯახის ისტორიის წაკითხვა მაინც ღირდა. რატომ?! თუნდაც იმიტომ რომ მიხვდეთ რამდენად გაგიმართლათ. ყოველდღე იცხოვრეთ ისე თითქოს ეს თქვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა. ეს არ ნიშნავს, რომ ახლობლებს თავი უნდა მოაბეზროთ, ეს ნიშნავს, რომ უნდა დააფასოთ სიახლოვის მომენტები რომლებიც გაქვთ.