როგორ მივხვდეთ რომ ტოქსიკური დედა გვზრდიდა

502

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ტოქსიკური დედა გზრდიდათ?! ალბათ ბავშვობა არც ისეთი შთამბეჭდავი იყო, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევებშია ხოლმე. ზოგჯერ გიყვიროდათ, გსჯიდათ, შემდეგ მეუღლესაც გაშორდა. მამა სხვაგან ცხოვრობდა და ამიტომ ის უფრო მეტად გიყვართ.

სინამდვილეში ეს ყველაფერი შეიძლება ნორმალურად გეჩვენებოდეთ. თვქენ უბრალოდ მიეჩვიეთ. ფსიქოლოგების მტკიცებით პრობლემების უმეტსობა სწორედ ბაშვობიდან მოდის და მათი უმეტესობის მიზეზი სწორედ დესპოტური დედაა.

Photo credit: Depositphotos

Paparazzi-ს რედაქციამ გადაწყვიტა ამის რეალური მანიშნებლები გამოყოს.

ტოქსიკური დედა

1. მოგონებები
როგორ იხსენებთ ბავშვობას? როგორ ადგილს იკავებდა დედა მასში? თუ შფოთვას, მოუსვენრობას და გაღიზიანებას გრძნობთ ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არსებობს. უკვე დიდი ხანია ზრდასრული ადამიანი ხართ, ბევრი რამ დაგავიწყდათ მაგრამ ყველაფრის გაშვება მაინც ვერ შეძელით. ალბათ თქვენში ნეგატიურ ემოციებს ახშობთ და ფიქრობთ, რომ პრობლემა თქვენშია. დედა კი უბრალოდ ასეთ პირობებში იმყოფებოდა. ეს რა თქმა უნდა ვერავის გაკურნავს.

Photo credit: Depositphotos

2. კრიტიკა
კრიტიკას მიეჩვიეთ. ის გარედან კი არ მოდის, არამედ თვქენგან გამომდინარეობს. იმიტომ რომ ამგვარად ტოქსიკური დედა გექცეოდათ. იმის გამო რომ ხშირად გაკრიტიკებდნენ გეშინიათ მცირედი შეცდომის დაშვებაც კი და საკუთარ თავს ნებისმიერი შეცდომის გამო ემდურით. ამას იქამდე მიყავხართ, რომ გარშემომყოფების მიმართაც მაღალი მოტხოვნები გაქვთ. პრობემა გაქვთ თვთშეფასებასთანაც.

Photo credit: Depositphotos

3. დამოკიდებული ურთიერთობები
ტოქსიკური დედა უკან არაფერზე იხევს იმისთვის, რომ შვის მაქსიმალურად ჭირდებოდეს. ასეთ პირობებში ჯანსაღი განვითარება ვერ იარსებებს, ბავშვები “ემოციური დამოკიდებულებით” იზრდებიან, როდესაც ერთი ყველაფერს იძლევა, მეორე კი ყველაფერს იღებს. მსოფლიო სავსეა ასეთი წყვილებით, სადაც ვირაც მსხვერპლია რომელიც ძალადობას მარტივად იტანს, ეს კი ორივე მხარეს აწყობს.

Photo credit: Depositphotos

4. სიყვარული
ტოქსიკური დედა იშვიათად ახდენს სიყვარულის დემონსტრირებას, თუნდაც ბავშვი ამის გაკეთებას პირველად ცდილობდეს. სიყვარულის დეფიციტის გამო ბავშვი სითბოსა და შექების მოპოვებას მთელი ძალებით ცდილობს. ეს მოზრდილ ცხოვრებაშიც გადადის. ჩნდება განწყობა რომ სიყვარული რაღაც მიუღწეველი და ძვრიფასი მოვლენაა რომელიც უნდა დაიმსახურო. ამგავრად ადამიანებს გულსწრფელი და უანგარო გრძნობების მიღება უჭირთ.

Photo credit: Depositphotos

5. კონფლიქტი
თუ კონფლიქტებს ნებისმიერ ფასად გაურბიხართ, ეს ნიშნავს, რომ ბავშვობაში გაგტეხეს. ეს მშობელთაგან რომელირაცამ გაგიკეთათ სხვამ არავინ. უმეტეს შემთხვევაში ამას დედა აკეთებს. ალბათ კონფლიქტის წინაშე თუ აღმოჩნდით განზე გადგებით და არც სხვას დაეხმარებით. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება აფეთქდეთ და ყველაფერი ძირფესვიანად მოსპოთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო: დაე აღარავინ და აღარასდროს მოგაყენოთ ტკივილი.

Photo credit: Depositphotos

Paparazzi-ს რედაქციისგან

თუ ამ პუნქტებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ გილოცავთ: თქვენ ტოქსიკურმა დედამ აგღზარდათ! თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაიმეს შეცვლა არ შეგიძლიათ. იმის გააზრება თუ რა ხდება თქვენს თავს – უკვე სერიოზული მიღწევაა. ისღა დაგვრჩენია საკუთარი თავის ისეთად მიიღოთ როგორიც არის, ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული, პატივისცემა და დაფასება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს