რატომ არიდებენ თავს თანამედროვე მამაკაცები ღარიბ ქალბატონებთან ურთიერთობას

114

ტრადიციულ შემთხვევაში ქალი ეძებს ხოლმე საკუთარი თავისთვის სარფიან პარტიას. ეს ისტორიულად ჩამოყალიბდა ასე. თუმცა დრო იცვლება და მამაკაცებმა გადაწყვიტეს – “ჩვენ რით ვართ ნაკლები?! რადგან ასეთი ტენდენცია წავიდა, მოდით ჩვენც სარფიანი ქალბატონების ძებნას დავიწყებთ!” ეს რა თქმა სამომხმარებლო თემაა!

სამწუხაროდ ცხოვრებაში ბევრი რამ იზომება ფულით. ალფონსობაც არავის აუკრძალავს. თუმცა ჩვენთან, Paparazzi-ს რედაქციაში უკვე გვეჩვენება, რომ ეს ნორმად იქცა. ის რაც ადრე განკითხვის საგანი იყო ახლა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

Photo credit: Depositphotos

სარფიანი ქალბატონი

სიტუაცია მაგალითისთვის: ჩემი კოლეგა 35 წლის არის და გაიცნო მამაკაცი რომელიც პირველსავე პაემანზე დაინტერესდა იმ უძრავი ქონებით რომელსაც ის ფლობს, დაინტერესდა მისი კრედიტებითა და შემოსავლითაც. მამაკაცის თავხედობის მიუხედავად გოგონამ მაინც გაანდო ეს ინფორმაცია.

Photo credit: Depositphotos

უთხრა, რომ მხოლოდ ერთადერთი შემოსავალი აქვს – სამსახური. ბინა მამას ეკუთვნის და ის მემკვიდრეობით ერგება. კრედიტი კი ორი აქვს: ახალი აიფონის და მანქანის, რომელიც უკვე მოყვა ავტო-საგზაო შემთვევაში. გოგონამ თქვა, რომ ის თავის ხელფასს მხოლოდ საკუთრად თვლის, ქმრის ხელფასი კი საერთო უნდა იყოს.

Photo credit: Depositphotos

როგორ ფიქრობთ, რა მოხდა შემდეგ?! სწორია! მამაკაცი ადგა, ქალბატონს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა, ანგარიშის თავისი წილი გადაიხადა და წავიდა! გოგონას დაქალებმა ასაკზე გაუმახვილეს ყურადღება: “აბა რა გეგონა, თითქმის ორმოცი წლის ხარ” და მსგავსი ფრაზებით აავსეს, თუმცა ჩვენ გვგონია, რომ საქმე ასაკში არარის, არამედ მამაკაცებს ზედმეტი თავის ტკივილი აღარ უნდათ.

საქმე არც იმაშია, რომ მას ქალბატონის უზრუნველყოფა არ სურს. უბრალოდ ახლა ბევრ რამეს განიხილავენ ბიზნესის კუთხით: სარფიანია თუ არა ასეთი პარტიის აღება?! საკუთარი შესაძლებლობების გაზრდა როდესაც გსურს, ამის გაკეთება სტანდარტულ ქალთან რომელსაც კრედიტების გადახდა უწევს – ნაკლებად გამოგივა!

Photo credit: Depositphotos

ახალგაზრდა ბიჭები რომლებსაც მშობლები არჩენენ, თავს უფლებას მისცემენ – ლამაზ ქალბატონს (თუნდაც ასაკით უფროსს) დაუწყონ ძებნა. ხოლო ჯენლტმენი რომელსაც მაღალი მორალური პრინციპები არ აქვს – გარეგნობას ნამდვილად არ შეხედავეს. მთავარია ქალს თავისი ბიზნესი, ბინა და მანქანა ყავდეს, ის კი მის “გვერდით იქნება” და დაეხმარება.

ფიტნეს-ცენტრებში ხშირად შეიძლება ასეთი საუბრის მოსმენა. ახალგაზრდა ბიჭები თავიანთ პრობლემებს განიხილავენ, თითქოსდა მშობლებთან ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ქირის გადახდა რთულია და დროა რომელიმე “დეიდას” შეეფარონ. “აი, იმ ქალს არაუშავს… თან “ბეემვეთი” დადის. მგონი არც დაქორწინებულია. ვეცდები შევაბა. შენც სცადე, რომელიმეს გაგვიმართლებს!”

Photo credit: Depositphotos

ასე, რომ ქალბატონებო, თუ მოსიყვარულე მამაკაცის პოვნა გსურთ აჯობებს გაცნობისთანავე წარადგინოთ თქვენი დეკლარაცია. საკუთარი სახლი, მანქანა, ბიზნესი და პლუს განაცხადეთ, რომ მომავალ წელს ბინას ყიდულობთ იტალიაში რათა ზამთარში იქ იცხოვროთ. თქვით, რომ ეძებთ საინტერესო, დამოუკიდებელ და ყურადღებიან მამაკაცს.

Photo credit: Depositphotos

Paparazzi-ს რედაქციისგან

საინტერესოა საზოგადოების ცვლილებისთვის თვალყურის დევნება და ყურება თუ რომელი ფასეულობები იწევენ წინ. ადამიანები ჩაიკეტნენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ მათ არავინ შეეხოს. ჩვენ მართალია იდეალისტები ვართ მაგრამ, ფაქტი სხვა რამეს გვეუბნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს