როგორი ავეჯით ჩავანაცვლეთ დივანი მისაღებ ოთახში

219

რბილი ტომარა-სავარძელი, ე.წ. “პუფი” ახლა თითქმის ყველა სახლში შეგხვდებათ. ის შესანიშნავად უხდება სახლსაც, ოფისსაც, სათამაშო დარბაზსა და კინოთეატრსაც კი. უდავოა, რომ ასეთი ავეჯი გამოყენებაში ძალიან მოსახერხებელია. თუ თუნდაც ერთხელ მჯდარხართ ასეთ სავარძელში – მიხვდებით რაზეც ვსაუბრობთ.

Photo credit: Depositphotos

პირველ რიგში ისინი გამოყენებაში საკმაოდ კომფორტულია. ის მოგცემთ იმ კომფორტს რომელსაც ავეჯში ეძებთ. ისინი ნებისმიერ ფორმას იღებენ, როდესაც მასში ჯდებით – დუნდებით და გავიწყდებათ ცხოვრებისეული პრობლემები. პუფი კუნთებისა და ხერხემლის დაძაბულობას ხსნის.

Photo credit: Depositphotos

ასეთი ავეჯი ძალიან მსუბუქია, თითქმის ჰაეროვანი. ეს ყველაფერი კი “პენოპლასტის” შიგთავსის წყალობით ხდება. ეს ეკოლოგიურად სუფთა და ხანგრძლივი გამოყენების მასალაა. ის არ ავადდება სოკოთი და მიკროორგანიზმებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ავეჯის გამოყენებისას.

Photo credit: Depositphotos

პუფი მარტივი მოსავლელია. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოხსნათ კონვერტი და გარეცხოთ ან გამოცვალოთ. ის იოლად იცვლის ფორმას და მანქანაშიც ადვილად მოთავსდება თუ უცბათ მის აგარაკზე ან ბუნებაში წაღებას გადაწყვეტთ.

Photo credit: Depositphotos

ამ ავეჯში ლეპტოპით მუშაობაც შეგიძლიათ, ტელევიზორის ყურებაც, წიგნის კითხვაც და აივანზე მზის ჩასვლით ტკბობაც.

როგორ მოვუაროთ პუფს

მისი ზედაპირი ბამბის ტამპონითაც იოლად იწმინდება. შეგიძლიათ მის გასაწმენდად დელიკატური ქსოვილების სარეცხი საშაულებები გამოიყენოთ. პუფი ხსნარით გაწმინდეთ და მისი ნარჩენები სველი ტილოთი მოაშორეთ.

გადასაკრავის გარეცხვა ხელითაც შეგიძლიათ და სარეცხი მანქანითაც. თუმცა მანამდე დეტალურად შეისწავლეთ მისი შიდა ნაწილი – პენოპლასტი რთულად იწოვს წყალს. გარდა ამისა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ 2-3 წელიწადში ერთხელ შიგთავსს პენოპლასტი უნდა ჩაუმატოთ რადგან დროთა განმავლოაბში ეს მასალა საგრძნობლად იტკეპნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს