ყველაზე ელიტური რესტორანიც კი ვერ მოგცემთ მოწესრიგებული მზარეულის ყოლის გარანტიას. თუ მათთან სამზარეულოში შეხვალთ, შეიძლება უსიამოვნო წვრილმანები დაინახოთ, რომელბიც მადას სამუდაოდ დაგიქვეითებთ. მზარეულის მთავარი ღირსებები – მოწესრიგებულობა და ყურადღებიანობაა. ეს პროფესიონალური კრიტერიუმების მთავარი შემადგენელი ნაწილია რომელთა მიხედვითაც მზარეული სამსახურში უნდა აიყვანოთ. დღეს Paparazzi-ს რედაქცია იმას მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს სამზარეულოში მზარეულიც და უბრალო დიასახლისიც.
მზარეულის ხარისხი
კარგ მზარეულს სამუშაო მაგიდასა და საკვების მომზადების პროცესში ყველაფერი სუფთა უნდა ჰქონდეს. ყოველი პროცესის შემდეგ ის ხელს უნდა იბანდეს და მას ტილოზე არ უნდა იწმენდდეს. წარმოიდგინეთ ხორცს ხელით ამარინადებთ, შემდეგ კი ცომს ზელთ, ხომ ლოგიკურია, რომ ამ პროცესებს შორის ხელი უდნა დაიბანოთ?! თუმცა უმეტეს დაწესებულებებში ნახევარი წუთის ეკონომიას უფრო მნშვნელოვნად თვლიან ვიდრე სისუფთავის შენარჩუნებას.
სპეც-სამოსისა და თავსაბურავის გარეშე მზარეულის ადგილი სამზარეულოში არ არის. სახლშიც კი უნდა დაიფაროთ თავზე თუნდაც ბადე და აუცილებლად უნდა გეკეთოთ წინსაფარი. ზოგიერთ რესტორანში მზარეულებს წვერის წმინდად გაპარსვას ავალდებულებენ. ეს ყველაფერი თავდაცვის მიზნით ხდება – თმა თეფშზე არ უნდა მოხვდეს. ყველაზე ხშირად კერძში სწორედ თმას პოულობენ – მოუწესრიგებელი მზარეულების გამო.
სამზარეულოში წესების მკაცრი დარღვევა გახლავთ სხვადასხვა პროდუქტებისთვის, ერთი და იმავე საჭრელი დაფის გამოყენებაც. რესტორნებისა და კაფეების სამზარეულოებში სხვადასხვა დაფებია რომლებიც პურის, ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისთვის არის განსაზღვრული. თუმცა ზოგჯერ სიჩქარის გამო მზარეული ამ მითითებას ივიწყებს და იმ დაფას იყენებს რომელიც იმ მომენტში ხელში მოხვდება.
საშინელი ჩვევა – კერძის ერთი და იმავე კოვზით გასინჯვა. ჯერ სინჯავენ, შემდეგ კი კერძს ურევენ. თერმული დამუშავება – შესანიშავია მაგრამ, არავის სიამოვნებს თქვენი ბიოლოგიური სითხის წვნიანის თეფშზე აღმოჩენა. აიღეთ ახალი კოვზი, გასინჯეთ, კოვზი ნიჟარაში მოათავსეთ. ამაში რთული ნამდვიალდ არაფერია!
საკვების მომზადებისას ნუ მოიფხანთ წვერს, თმას, ყურებს. თმები გცვივათ და აქეთ-იქით იბნევა, პლუს ხელიც ჭუჭყიანდება. ელემენტარული ჰიგიენა და საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნვა სასწაულებს ახდენს. ალბათ სანაძლეოს დადება შეიძლება იმაზე, რომ ყველაზე მოწესრიგებული დიასახლისებიც კი არ იცავენ ამ წესებიდან ყველას.
თორმეტწლიანი გამოცდილების პროფესიონალი მზარეულიც კი შეიძლება ჩაჭრას ახალბედა მაგრამ, ძალიან მოწესრიგებულმა მზარეულმა ან დიასახლისმა! ძალიან გთხოვთ, ხშირად დაიბანეთ ხელები და სამუშაოს გულისყურითა და პასუხისმგებლობით მიუდექით, შედეგად ბევრი მუდმივი და კმაყოფილი კლიენტი გეყოლებათ.
თქვენ ოდესმე შეგიმჩნევიათ მსგავსი ხარვეზები საზოგადოებრივ დაწესებულებებში?