Paparazzi.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ერთი დიასახლისის ამბავს, რომელიც მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს, მაგრამ დედა უსაქმურობაში ბრალს დებს და მოუწოდებს, რომ სამსახური დაიწყოს. წაიკითხეთ და თქვენი მოსაზრება გაგვიზიარეთ, როგორ მოიქცეოდით მარინას სიტუაციაში.
„ოჯახში 3 შვილი – ჩემი და ჩემი მეუღლის ასრულებული ოცნებაა. მეუღლეს კარგი სამსახური აქვს და ოჯახს უზრუნველყოფს. მე კი, უკვე 13 წელია სახლს და ბავშვებს ვუვლი. ჰარმონიაში ვცხოვრობთ, ქმარი კმაყოფილია, შვილები ჩაცმული და დანაყრებული, სახლი ყოველთვის დალაგებული. ოღონდ დედა თვლის, რომ უსაქმური ვარ“ – ამბობს მარინა.
სამი ბავშვი ოჯახში
„ახლა 35 წლის ვარ, სამსახურში არ დავდივარ, ხოლო დედაჩემი დიასახლისებს ადამიანებად არ მიიჩნევს. ამბობს, რომ თავად მთელი ცხოვრება მუშაობდა და დღემდე, 65 წლის ასაკში მუშაობს, შვილები ხელს არასდროს უშლიდნენ. მისი თქმით, უბრალოდ ბავშვებს თავს ვაფარებ, რომ არ ვიმუშაო. შვილები 12, 8 და 2 წლის არიან. თითოეულს თავისი შინაური ცხოველი ჰყავს: ლაბრადორი, კატა და ზღვის გოჭი. ბავშვები ჩვილები არ არიან, მაგრამ მათთან საქმე არ მთავრდება.
შვილებს დაბადებიდან მარტო, ბებიების და ძიძების დახმარების გარეშე ვზრდი. სამსახურში გასვლის სასწრაფო აუცილებლობა არ მაქვს, ყველაფერი გვყოფნის. დიასახლისი არ გვჭირდება, თუმცა ქმარი ვინმეს აყვანას მთავაზობდა. წინააღმდეგი ვარ, რომ უცნობი ადამიანი ჩემს სახლში საქმობდეს. ყოველდღე სახლის გარკვეულ ზონას ვალაგებ, კარადებში იდეალური წესრიგი მაქვს, სამზარეულოში ყოველთვის ახალი კერძი, ცხოველებიც მოვლილია.“
დიასახლისის გრაფიკი
„დილით, 6 საათზე ვდგები, თავს ვიწესრიგებ, მთელი ოჯახისთვის საუზმეს ვამზადებ. ნიკას განსაკუთრებული რაციონი სჭირდება, რადგან ალერგიულია, მაშას ფაფები არ უყვარს, ანა მხოლოდ შვრიის ფანტელებს მიირთმევს. ყველას განსხვავებული კერძი უნდა მოვუმზადო და სკოლისთვის სადილი გავატანო. ყურადღება უნდა მივაქციო, რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელი ან რვეულები არავის დაავიწყდეს. საუზმობის შემდეგ ქმარს ბავშვები სკოლაში მიყავს, მე კი სახლის დალაგებას ვიწყებ.
დასვენების დღეებში კვირის მენიუს ვადგენ, წინასწარ ინგრედიენტებს ვამზადებ, რომ ოჯახის რაციონი დაბალანსებული და მრავალფეროვანი იყოს. ამ დღეებში ქმართან ერთად პროდუქტებს ვყიდულობ. ზოგჯერ კონსერვებს ვამზადებ, პეროგს ვაცხობ. ქმარს მეგობრების დაპატიჟება ხშირად უყვარს და მათთვის სუფრას სიხარულით ვშლი. შემდეგ ყველაფერს ვალაგებ. ყოველ საღამოს სამზარეულოს და ჩემს ჭურჭელს ვალაგებ, ჭუჭყს დილამდე არასდროს ვტოვებ. ყოველდღე ვახშმის წინ სასეირნოდ ვიკრიბებით, სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ. ეს აუცილებელია. ცოტა ხნით ქაოსისგან ვისვენებ, ბავშვებს აქტიური თამაშის შემდეგ ღამით ღრმად ძინავთ.“
დედის გაკიცხვა
„ოჯახში ყველაზე გვიან ვწვები, მაგრამ საკუთარ ოჯახზე ზრუნვა ძალიან მიყვარს. დედა ვერ ხვდება, რომ ეს დიდი შრომაა. უმცროს დას მადარებს, რომელიც დილის 8–დან საღამოს 6-მდე მუშაობს, ხოლო მისი პატარა ბავშვი მთელი ეს დრო სახლში ზის. ჩემი და იშვიათად ამზადებს, ჩვეულებრივ სოსისებით ან მაღაზიაში ნაყიდი პელმენებით გადადიან, შვილსაც ამას აჭმევენ. გასეირნებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
მისი შვილი ტელეფონში ზის ან მულტფილმებს უყურებს. ჩემ დას მთელი შაბათ–კვირა სძინავს ან სატელევიზიო შოუებს უყურებს. ჩემი დის მესმის, მაგრამ დედას საერთოდ არ ვეთანხმები. გული მტკივა, როცა თავის დაქალებთან ამბობს, რომ ერთი ქალიშვილი უსაქმურია, მეორე კი – მშრომელი“.
მარინას ისტორია ახალგაზრდა დედების ისტორიასთან ახლოსაა. რაც ყველაზე მთავარია, რომ მარინას ქმარი მხარს უჭერს და ოჯახს უზრუნველყოფს. ბევრი დიასახლისი ვიდეოს იღებს, თუ როგორ ატარებენ დღეს. ინტერესის გამო შეიძლება საკუთარი თავი ბლოგერის როლში გამოსცადოს. სამყარო იცვლება და ოფისში 8 საათის გატარება აუცილებელი არაა, რომ შემოსავალი გქონდეთ. ამას უფროსი თაობა ვერ იგებს. ამაში საშიში არაფერია, მთავარია, რომ ოჯახში ყველა ჯანმრთელი და დანაყრებულია. თუ მარინას დიასახლისობა აბედნიერებს, რატომაც არა?