რატომ არ უნდა გამოიყენოთ ტუჩის ბალზამი ყოველდღე

155

ყველა ვიცნობთ ერთ ქალბატონს მაინც რომელიც თავის ჰიგიენურ ტუჩსაცხს უბრალოდ არ შორდება. სამსახურში გასვლის წინ ტუჩსაცხის დავიწყება?! ან უკან ვბრუნდებით ან მთელი დღე ტუჩზე არსებული უსიამოვნო შეგრძნებებით დავიტანჯებით. საიდან ჩნდება ასეთი დამოკიდებულება და მძაფრი საჭიროება ტუჩების რაიმე საცხით დაფარვის მიმართ? როგორც ჩანს ადამიანები რომლებიც სამკურნალო ბალზამს ტუჩზე ხშირად ისვამენ საკუთარ თავს დათვურ სამსახურს უწევენ. რატომ?! ამის შესახებ Paparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ.


Photo credit: Unsplash

ტუჩის დამატენიანებელი საცხი

ყველაზე ხშირად მათ შემადგენლობაში ნატურალური ნივთიერებებია. სწორედ ამით იზიდავენ მომხმარებელს მარკეტოლოგები. თუმცა ისინი არ გვაფრთხილებენ იმის შესახებ, რომ ამ ნივთიერებებთან ხშირი კონტაქტი უკუეფექტს გამოიწვევს: სიმშრალეს და გაღიზიანებას.

ასეთ საცხებში ფენოლი, ქაფური, სალიცინის მჟავა და Е ვიტამინი შედის. ერთი შეხედვით ყველა ინგრედიენტი კარგია და მათი სარგებლიანობის შესახებ ბევრიც გვსმენია. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ყოველ ქიმიურ ნივთიერებას აქვს თავისი განსაკუთრებული თვისებები.


Photo credit: Unsplash

ძველ დროში პარაცელსი თეოფრატე ამბობდა: “ყველაფერი შხამია, ყველაფერი – წამალია; ერთსაც და მეორესაც დოზა განასხვავებს”. ამიტომ ყველაზე სასარგებლო ნივთიერებების ჭარბი მოხმარებაც უკურეაქციას იწვევს.

ქალები ვიტამინებს ისვამენ მთელს ტანზე, მხოლოდ იმიტომ, რომ რეკლამაში თქვეს ასე. საქმეში კი პირიქით შეიძლება მოხდეს და ამ ნივთიერების გამოყენებისას კონტაქტური დერმატიტი გაჩნდეს. რას იზავს ქალბატონი?! სწორია! უფრო მეტ კრემებსა და საცხებს შეიძენს.


Photo credit: Unsplash

ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ სამკურნალო ბალზამები დღეში მაქსიმმუმ სამჯერ გამოვიყენოთ. დილით, შუადღისას და ძილის წინ.


Photo credit: Unsplash

თუ მათ უფრო ხშირად გამოიყენებთ, ტუჩი “გაზარმაცდება”. საქმე იმაშია, რომ დამატენიანებელი ბალზამი დამცავ ზეთებს შეიცავს, რომლებიც ტუჩიდან სითხის აორთქლებას უშლიან ხელს. ეს კი დატენიანების შეგრძნებას გვაძლევს.


Photo credit: Unsplash

რაც უფრო ხშირად დაფარავთ ტუჩს ამ დამცავი ფენით, დროთაგანმავლობაში უფრო ცუდად გაართმევს თავს ტუჩი თავის ფუნქციას. კანს ხომ თავისი მდგომარობის რეგულირება აღარ დაჭირდება. ამიტომ დროთა განავლობაში ჩვენ ამ საცხზე დამოკიდებული გავხდებით – ჩვენი ტუჩები თავს ვეღარ გაართმევენ.


Photo credit: Unsplash

თავის სწორი მოვლა – ნამდვილი ხელოვნებაა, რომელშიც გარკვევა ძალიან რთულია. საჭიროა დიდი დრო დახარჯოთ იმის გასაგებად თუ როდის სურთ თქვენით ფულის კეთება და როდის გაქვთ საქმე ნამდვილ მეცნიერულ კვლევასთან. აიტომ გირჩევთ ყოველთვის კარგად გადაამოწმოთ ინტერნეტში ნაპოვნი ინფორმაციის ნამდვილობა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს