8 მთავარი პროდუქტი ქალის სილამაზისთვის

0
107

დღეს პაპარაცის რედაქცია წარმოგიდგენთ ქალური სილამაზის 8 ძირითადი პროდუქტია და ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ – მათი ჭამაა.

  1.  სუფთა კანი – მეცნიერების აზრით, გოგრის თესლი – შესანიშნავი საშუალებაა აკნეს პროფილაქტიკისთვის. ამას დიეტოლოგი და წიგნის – “ჭამე, დალიე და გამოჯანმრთელდი”-ს ავტორი- ესთერ ბლუმიც ეთანხმება. გოგრის თესლი თუთიას შეიცავს, რომელიც ცნობილია თავისი დადებითი ეფექტით აკნესა და მუწუკები მკურნალობისას.
    ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის ჟურნალში დაბეჭდილი კვლევის მიხედვით, სწორედ თუთიის უკმარისობას მივყავართ მუწუკების გაჩენამდე. დღეში სულ რაღაც 1-2 სუფრის კოვზი გაფცქვნილი გოგრის თესლი საკმარისია აკნეს პროფილაქტიკისთვის.
  2. მოვლილი სახის კანი – ექიმი პერიკონის აზრით, რაციონში წიწმატის შეტანა, კანს მბზინვარებას და ჯანმრთელ შესახედაობას მისცემს. წიწმატი ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომელიც ხსნის ანთებას. მასში შედის რკინაც, რომელიც კანს ჯანმრთელ შესახედაობას აძლევს. მისი რეგულარული მოხმარება დეენემის დაზიანების რისკსაც კი ამცირებს.
  3. დამაბრმავებელი ღიმილი – ყოველდღე თითო ვაშლის მირთმევა, საშუალებას მოგცემთ სტომატოლოგს უფრო იშვიათად ესტუმროთ. ვაშლს შეუძლია კბილები იმ ლაქებისგან გაწმინდოს რომლებსაც კბილზე ჩაი. ყავა დ აწითელი ღვინო ტოვებენ.
  4. მბრწყინვალე თვალები – თვალის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, მეცნიერები ისპანახის გამოყენებას გირჩევენ, ის ლუტეინს შეიცავს. ის ასევე დაღლილობას ხსნის და თვალის თეთრ ნაწილს -ბუნებრივ თეთრ ფერს უბრუნებს. დღეში 1-2 ჭიქა ისპანახის  ფოთლების მოხმარებაც საკმარისია.
  5. ჯანსაღი თმა – იმისთვის რომ თქვენი თმა შესანიშნავად გამოიყურებოდეს, ჩართეთ თქვენს რაციონში მწვანე პარკოსნები. მეცნიერთა მტკიცებით, მათში სილიციუმის იშვიათი რაოდენობაა.  მათი რეგულარული მოხმარების შემდეგ თმა უფრო მოცულობითი და ჯანმრთელი ხდება.
  6. დატენიანებული კანი – დიეტოლოგთა ბრიტანულმა ჟურნალმა, ჩაატარა კვლევა, რომელშიც მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სელის თესლი არაჩვეულებრივად უმკლავდება კანის გაწითელბასა და აქერცვლას. ის ომეგა სამის მჟავებს შეიცავს, რაც კანის დატენიანებაზეც აგებს პასუხს, რაც მას ნაზსა და გლუვს ხდის. სელის თესლის დამატება იოგურტში, სალათში ან ორცხობილას ცომშიც შეიძლება.
  7. ინვესტიცია მომავალში – 40 წლის ასაკში ჰოლი ბერის ან ჯენიფერ ენისტონის მსგავსად რომ გამოიყურებოდეთ, მეცნიერები კივის გამოყენებას გირჩევენ! ეს ხილი ძალიან დიდი რაოდენობის C ვიტამინს შეიცავს, რომელიც სხვადასხვა კვლევების მიხედვით – ანელებს დაბერების პროცესს, რადგან ახდენს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას.
  8. მყარი ფრჩხილები – ფრჩხილებისთვის სიმყარის შესამატებლად, გამოიყენეთ კვერცხი. სულ რამდენიმე ცალი კვერცხი კვირაში – თქვენი ფრჩხილების სიმაგრის გარანტიაა. კვერცხი შეიცავს ბიოტინს რომელიც ფრჩხილების სიმყარეზეა პასუხისმგებელი.