ხელის კანის დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი ნიღბები

400

ქალის ხელები მუდმივად ხვდებიან გარემოს მავნე ზემოქმედების ქვეშ. ყოფაცხოვრება პირველ რიგში სწორედ ხელებზე აისახება. ადრე იმის გასაგებად თუ როგორი ცხოვრება ქონდა ადამიანს – მას ხელებზე აკვირდებოდნენ. კარგად მოვლილი ხელი და მანიკური კარგ ცხოვრებაზე მიგვანიშნებდა, ცუდი კი შესაბამაისად – რთულზე. თანამედროვე ქალბატონები ხელის მოვლას რატომღაც სახის მოვლის შემდეგ – მეორე ადგილზე აყენებენ, რაც ნამდვილად არასწორი მიდგომაა!

ამ სტატიაში პაპარაცის რედაქცია ხელის მოვლის მნიშვნელობაზე, ნატურალურ საშუალებებზე და ნიღბებზე მოგითხრობთ. იმისთვის, რომ გამომშრალი და დახეთქილი კანის აღდგენა არ მოგიწიოთ ეცადეთ მუდმივად გამოიყენოთ ხელთათმანი. გახსოვდეთ, რომ ჭურჭლის რეცხვის დროსაც, მუდმივად უნდა უნდა გეკეთოთ რეზინის ხელთათმანები. ზამთარში კი თბილი ხელთათმანი და ზეთოვანი მკვებავი ხელის კრემი, თქვენი მთავარი დამხმარეა ზამთრის ყინვების წინააღმდეგ.

ხელებს პილინგი, დატენიანება და დამამშვიდებელი მასაჟები ჭირდება. ახლა რამდენიმე რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელთა მომზადება იოლია, ისინი ნატურალურ საშუალებებს წარმოადგენენ და ხელის კანს კვებავენ და ატენიანებენ.

ხელის სკრაბი

  1. შაქრის სკარაბი. აურიეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, მკვებავი კრემი და ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ
  2. 2 წვეთი ლიმონის ეთერზეთი. ნარევით ხელები დაიმასაჟეთ 3 წუთის განმავლობაში და შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. ყავის სკრაბი. აურიეთ 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ხელები 3-5 წუთის მანძილზე დაიზილეთ. შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელი თბილი წყლით.
  4. თაფლის. აურიეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი შვრია, დაუმატეთ 1 კვერცხის გული. სკრაბით ხელები 3 წუთის მანძილზე დაიმასაჟეთ. შემდეგ შეგიძლიათ ბამბის ხელთათმანი ჩაიცვათ და სკრაბი მთელი ღამით დაიტოვოთ ან თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

აბაზანები

  1. კარტოფილის ნახარშით. კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, ჩაასხით ჭურჭელში 1 ლიტრი ნახარში და გააგრილეთ სასიამოვნო ტემპერატურამდე. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3-5 წვეთი ეთერზეთი და 5 წვეთი რძე. ხელები აბაზანაში 10 წუთით დაილბეთ.
  2. სოდით. ჭურჭელში 0,5 ლიტრი ცხელი წყალი ჩაასხით, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი. ნარევი 5 წუთით დააყენეთ, შემდეგ ხელები თბილ წყალში გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
  3. გვირილის ნახარშით. 1 ლიტრ წყალში გვირილა და კალენდულა ჩაყარეთ. შემდეგ ნახარში ნახევარი საათით დააყენეთ. გაწურეთ და 50 მილიგრამი გლიცერინი დაუმატეთ. ხელები აბაზანაში 10 წუთით ჩაუშვით.

ყველა პროცედურის შემდეგ ხელებზე დამატენიანებელი კრემი წაისვით. როგორც ხედავთ არ არის საჭირო სილამაზის სალონში გაიქცეთ და ბევრი ფული ხარჯოთ. გაუფრთხილდით ხელის კანს და არ დაგავიწყდეთ, რომ მას მუდმივად ჭირდება საკვები ნივთიერებები და მოვლა. თქვენ როგორ უვლით ხელებს?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს