რომელი ზეთი უნდა დაიწვეთოთ ხელზე და შეიზილოთ სახეზე

1327

თუ ადრე სახის მასაჟი მხოლოდ უზრუნველყოფილი ქალბატონების საქმედ ითვლებოდა, ახლა ის ყოველდღიური რუტინის შემადგენელი ნაწილია, თითქმის ყოველი ქალისთვის. ცნობილია, რომ სწორი ტექნიკის შერჩევისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზეთს რომელსაც ამ პროცედურის დროს იყენებთ. ამიტომ პაპარაცის რედაქცია დღეს მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენი სახის კანისთვის შესაფერისი ზეთი.

ზეთი სახის მასაჟისთვის

ზეთის სწორად შერჩევის უპირველესი წესია – ორგანულობა და ნატურალურობა. ამ საქმეში სინთეტიკური და პირველივე შემხვედრი ზეთი არ გამოგადგებათ. ამიტომ იცოდეთ, რომ საშუალება დიდი დაკვირვებით უნდა შეირჩეს.

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ სამასაჟო საშუალება პირველ რიგში კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის – ატმის, გარგარის კურკის, ავოკადოს, ქოქოსის და ასკილის ზეთები უნდა გამოიყენოთ.

ცხიმიან კანთან – ბრინჯის თავების ზეთი ან ტყის თხილის ექსტრაქტი გამოგადგებათ. თუ კანი ძალიან მგრძნობიარეა და შეშუპებისა და ანთებებისკენ არის მიდრეკილი – ბროწეულის წიბწისა და ამარანტის ზეთები გამოიყენეთ. თუმცა საშუალების დამოუკიდებლად შერჩევას კოსმეტილოგთან კონსულტაცია ჯობია.

თუ მასაჟის ტექნიკაზე ვისაუბრებთ, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტექნიკა “გუა შის” მასაჟია (კეთდება სპეციალური გორგოლაჭიანი მასაჟორით).

ბევრს უჩნდება კითხვა კარაქის შესახებ. ღირს მათი მასაჟის დროს გამოყენება?! თუ საშუალება ნატურალურია, რატომაც არა?! უბრალოდ გახსოვდეთ ერთი ნიუანსი – ასეთი საშუალებები დატანისთვის მოსახერხებელი არ არის. ამიტომ აჯობებს ისინი თხევად ზეთებთან აურიოთ. ასეთ შემთხვევაში კარგი ვარიანტია ჩიას ზეთი.

ბოლოს კი მასაჟის ჩატარებისთვის პატარა რეკომენდაციასაც მოგცემთ. ზეთი ოდნავ ნოტიო და აუცილებლად კარგად დაბანილ სახეზე უნდა წაისვათ. საკმარისია რამდენიმე წვეთი ზეთი დაიტანოთ. არ არის საჭირო ერთ გამოყენებაზე ნახევარი ფლაკონის გახარჯვა.

ზეთის გამოყენება კვირაში 3-ჯერ შეიძლება. კონცენტრირებული საშუალებით ზედმეტი გატაცება შეიძლება არ წაგადგეთ. სახის მასაჟი აუცილებლად ფრთხილად და სამასაჟო ხაზებზე გაყოლით უნდა გაკეთდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს