ცოლის ისტორია, რომლისთვისაც არაფერი წმინდა აღარ დარჩა.

815

სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ცოლიანი კაცის სიყვარულისთვის ბრძოლამ და ღირს თუ არა ეს ყველაფერი?! პაპარცის დღევანდელ სტატიაში ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის ისტორიას მოგითხრობთ და გავიგებთ თუ რა დასკვნამდე მივიდა ის.

სიყვარულისთვის ბრძოლა

სიმართლე რომ ვთქვათ, დიდი ხანია მინდოდა ცხოვრებაში რაიმე შემეცვალა. მას შემდეგ რაც გავთხოვდი მოწყენილობისგან ვკვდები. მთელი რომანტიკა 3 თვის შემდეგ გაქრა და ვნებაზე აღარაფერს ვამბობ.

Photo credit: Depositphotos

ცოტა ხნის წინ ცხოვრების გამრავალფეროვნების საშუალება გაგმიჩნდა. ფირმა რომელშიც ვმუშაობ, ახალი თანამშრომელი დაგვემატა. 36 წლის მაღალი და წარმოსადეგი მამაკაცი. მარკეტინგული განყოფილების ყველა გოგონა მას შესციცინებდა. მან კი ყურადღება მე მომაქცია.

ჩვენი ურთიერთობები საკმაოდ სპონტანურად ჩამოყალიბდა. ვფიქრობდი რომ ფლირტით შემოვიფარგლებოდი. თმცა საერთო ჯამში ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა. რამდენიმე ჭიქა ყავა, რამდენიმე საერთო წასვლა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე და უგონოდ შემიყვარდა…

Photo credit: Depositphotos

მე ჩემი ქმარი საერთოდ აღარ მანაღვლებდა. ისიც სხვა ურთიერთობაში იყო ჩართული.

ჩემს შეყვარებულთან ერთად საერთო შვებულების შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე ქმართან დაშორება. აღარ მინდოდა ისე მოქცევა, რომ ჩვენ რამე კავშირში ვიყავით. სიყვარულისგან ფრთა შესხმულმა ეს ამბავი ჩემს მეუღლეს გამოვუცხადე. ის არ შემწინააღმდეგებია და საბუთებიც სწრაფად გავაფორმეთ.

Photo credit: Depositphotos

როდესაც ეს სასიხარულო ამბავი ჩემს საყვარელ მამაკაცს გავაგებინე, მან გამომიცხადა, რომ ვიჩქარე. მითხრა, რომ ჯერ კიდევ თავის ცოლი უყვარს და ეს ყველაფერი რაც ჩვენს შორის ხდება – შეცდომაა…

არ არსებობს სიტყვა რომელიც ჩემს მდგომარეობას გადმოსცემს! გაოცებისგან და განრისხებისგან გონება დავკარგე! მის გამო სტაბილურობაზე ვთქვი უარი და ცხოვრება კარდინალურად შევცვალე, ამ ყველაფრის შემდეგ კი სითავხედე ეყო და მსგავსი რამ გამომიცხადა.

Photo credit: Depositphotos

ახლა კი სრულიად მარტო დავრჩი. არც ქმარი და არც საყვარელი…

ჩემსას ასე მარტივად არ დავთმობ! სიყვარულისთვის უნდა იბრძოლო და მე შევძლებ, რომ ჩემსას მივაღწიო, იმისთვის, რომ ჩემთან დარჩეს. თუ სიტუაციის მარტივად მოგვარება არ სურს, მის მეუღლეს თავად ვეტყვი ყველაფერს და ამის შემდეგ თავად დარჩება სულელის პოზიციაში.

როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქცა დღევანდელი ისტორიის გმირი?! თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს