მუშა მონაზვნები ან როგორ ქალს არ აქვს ბედნიერება პირად ცხოვრებაში

277
photo credit: depositphotos

ცხოვრებაში ბედნიერების პრობლემა დამოკლეს მახვილივით გვეკიდება. აქაა ფული, ოცნებები და სხვა ყველაფერი. ჩვეულებრივ, ყველაფერი ეყრდნობა ელემენტარულს „გვერდით ვიღაც მაინც გვყავდეს“. დიახ, მეგობრებო. ის, ვისაც სიყვარულში გაუმართლა, არ ფიქრობს მათზე, ვისაც არ გაუმართლა „რა თავდასხმაა?“ – თავის მხრივ ასე ფიქრობს უიღბლო.

photo credit: depositphotos

გულწრფელად რომ ვთქვათ, ასეთი დოგმები სევდას გვგრის. რას ნიშნავს გაუმართლა –  არ გაუმართლა? Paparazzi.ge-ს რედაქცია ამ საკითხში გარკვევა სცადა. შეწყვიტეთ ბედნიერების მოსაძებნად სიბნელეში ხეტიალი და ფიქრი, რატომ აქვს სხვებს ყველაფერი ლამაზი და მე არა?

ბედნიერების პრობლემა

მოდით, აქვე შევადაროთ. დავუშვათ, გყავთ მეგობარი, რომელსაც თითქოსდა ყველაფერი კარგად აქვს. საკუთარი თავი და მეგობარი ერთი სარკის წინ დააყენეთ და განსხვავებებს დააკვირდით. სხვანაირად იღიმის? ზედმეტად განსხვავებული გარდერობი გაქვთ? მშობიარობის შემდეგ მოიმატა? ორივე ჭორფლებს იხატავთ? მერწმუნეთ, ეს განსხვავებები პრინციპულია. მაგრამ მაინც ფიქრობთ, რომ უიღბლო ხართ.

photo credit: pixabay

ბევრი ცხოვრობს სტერეოტიპებით, რომ ბედნიერი არიან მხოლოდ ისინი, ვინც წყვილად ცხოვრობენ. სატელევიზიო ეკრანებიდან, ინტერნეტ საიტებიდან თავს გვესხმის ინფორმაცია, რომ კარგია მხოლოდ მაშინ, როცა მეუღლე გყავთ. თან არა უბრალოდ ვინმე, არამედ შაქრის ქარხნის დირექტორი. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა.

საერთოდ რაზეა საუბარი? ქალს იმედი ეძლევა. თითქოსდა, ასეთი ფანტასტიკური ამბები ნამდვილად ხდება. და იმ გიორგის მეზობელი სადარბაზოდან, რომელსაც დღესასწაულებზე ყვავილები მოაქვს, არანაირი შანსი არ აქვს. აი, ახლა გამოჩნდება პრინცი ოქროს ფეხსაცმლით. ოღონდ უკვე 12 საათი არაა, არამედ 40 წელს უკაკუნებთ.

photo credit: pixabay

ერთხელ ანჯელინა ჯოლიმ სწორად თქვა: „იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა იყოს, ხელს გიშლით ისიამოვნოთ იმით, რაც სინამდვილეშია“. გაუგებარია, ვინ და როდის დაგვარწმუნა, რომ ყველას თავზე გვირგვინი და არისტოკრატული წარმოშობა აქვს. ეს კაცებსაც ეხება. აი, მაგალითად, გიორგი მეზობელი სადარბაზოდან შესაძლოა უფრო აქტიური ყოფილიყო, მაგრამ ისიც ვიღაც ანჯელინას ელოდება. ყვავილები კი ისე, ყოველი შემთხვევისთვის, იქნებ გართობა შეძლოს.

ბედნიერების პრობლემა საკუთარი თავის სწორად აღქმაშია. ვცდილობთ ავირჩიოთ ის, ვინც არ შეგვეფერება. ჩვენი ცნობიერი ჯადოსნურ სურათებს ხატავს, მაგრამ წარმატებული ქორწილის შემთხვევაშიც რეალობა ისეთი არ იქნება, როგორიც ჩანს.

photo credit: pixabay

ეს რესტორანში წასვლას და ერთდროულად ყველა კერძის შეკვეთას ჰგავს. და მართალია, მხოლოდ ერთს ვუმკლავდებით, მაგრამ ყველაფრის გადახდა გვიწევს. რატომ გამოგვდის საჭმელთან უკეთესად? მოკლედ, ჩვენ მარტო და მოწყენილი ვრჩებით. ქალები ზედმეტად გაფუჭებულნი არიან, კაცები ზედმეტად მეწვრილმანე და ხარბები.

არ ვგულისხმობთ, რომ ახლა საზღვრებს აქტიურად უნდა გადახედოთ და სასოწარკვეთილმა კისერზე ჩამოეკიდოთ გიორგის მეზობელი სადარბაზოდან. მაგრამ მაღალი სტანდარტებით წინსვლასაც ნუ ელოდებით. ბედნიერი პირდაპირ ახლა უნდა იყოთ! უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენი ცხოვრება და ყველაფერი, რაც მასში შედის, ჩვენი არჩევანია.

photo credit: pixabay

აქ, არჩევანთან დაკავშირებით პატარა აზრი იმალება. იქნებ, პატარა პრინცესას როლი არ გაწყობთ? დაე, ეს თქვენი, თუნდაც გაუცნობიერებელი, მაგრამ თქვენი არჩევანია. რაში გჭირდებათ სიყვარული, თუ ისედაც კარგად ხართ? იქნებ სჯობს თავი გაინებივროთ, ნებისმიერ დროს გააკეთოთ ის, რაც გსურთ.

ამის წაკითხვის შემდეგ დაქალთან ერთად კვლავ სარკის წინ დადექით და შეადარეთ. უბრალოდ ადამიანები ცხოვრობენ ისე, როგორც შეუძლიათ. გირჩევთ გაიხსენოთ თეოდორ რუზველტის სიტყვები: „გააკეთე, რაც შეგიძლია, იმით, რაც გაქვთ, იქ, სადაც ხართ“. რა თქმა უნდა, ის არა უბრალოდ ურთიერთობას, არამედ ცხოვრებას გულისხმობდა.

photo credit: gettyimages

რედაქციისგან

რუზველტის სიტყვები პირდაპირ წერტილში ხვდება. აი, შეხედეთ, როგორ იქცევიან ადამიანები. მათ გონიათ, რომ გამყიდველის ან ზეინკლის სამსახური არ შეეფერებათ. როგორ იმუშავებს ასეთი მშვენიერი ადამიანი ქარხანაში? მხოლოდ დირექტორი უნდა იყოს! ეს დირექტორი მაგიდაზე გამართული ზის და ელოდება, როდის დაპატიჟებენ ხელმძღვანელ პოზიციაზე. და მას უამრავი ისტორია აქვს, რატომ უნდა მოხდეს ასე.

რა თქმა უნდა, ვიღაცას უმართლებს, ვიღაც ჭაობში ბაყაყია. მაგრამ განა ჭაობში მხოლოდ ერთი ბაყაყი ცხოვრობს? სხვებმა რა ქნან? აი, სწორედ. ბედს ნუ ელოდებით, ყველაფერი თქვენს ხელშია! სჯობს რუზველტის სიტყვები გაიხსენოთ.

photo credit: pixabay

ბედნიერების პრობლემა თქვენში იმალება. დიახ, თქვენ ვერ აირჩევთ, როგორ დაიბადოთ და როგორ წახვიდეთ ამქვეყნიდან, მაგრამ შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორ იცხოვროთ და გიყვარდეთ. ამაზე დაფიქრდით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს