ყოველ წელს, ზამთრის ბოლო ჩემ მცენარეებს სპა პროცედურებს ვუტარებ. ორქიდეებს და ფიკუსებს ცხელი შხაპით ვბან. უფრო ნაზ ყვავილებს სასუქებით ვანებივრებ. ადრეულ გაზაფხულზე ყვავილების გამოკვება გამოფხიზლებას, ზრდის და ყვავილობის სტიმულირებას ხელს უწყობს.
ოთახის მცენარეების მოსავლელად სააფთიაქო საშუალებებს ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ. ასე ყვავილების გამოკვება დიდ დროს და ძალას არ მართმევს. Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ ოთახის ყვავილები აბუსალათინის ზეთით.
აბუსალათინის ზეთის სარგებელი
აბუსალათინის ზეთს პროფესიონალი მებაღეებიც იყენებენ. რაც გასაკვირია, რადგან ამ ზეთს შხამიანი მცენარის თესლიდან იღებენ. სწორი პროპორციებით გაზავებული ხსნარი მცენარის მნიშვნელოვან პროცესებს სტიმულირებს:
- ბაქტერიული და სოკოვანი წარმოშობის ინფექციებისგან იცავს;
- რეგენერაციულ პროცესებს ააქტიურებს;
- ყვავილის ზრდას და ახალი ყლორტების წარმოქმნას სტიმულირებს;
- მიწიდან მკვებავი ნივთიერებების ათვისებას ხელს უწყობს;
- კვირტობის ფაზას აჩქარებს;
მარტივი სასუქი ყვავილებისთვის
გაითვალისწინეთ, რომ აბუსალათინის ზეთი საკმაოდ აგრესიულია. სწორედ ამიტომ, სუფთა სახით მიწაში არასდროს გამოიყენოთ. ფესვები და ღეროები დამწვრობისგან რომ დაიცვათ, მოამზადეთ ხსნარი:
- ორლიტრიან პლასტმასის ბოთლში 1 ლ წყალი და 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი ჩაასხით. პულვერიზატორი დაახურეთ და კარგად აურიეთ.
- აბუსალათინის ზეთი წყალში ბოლომდე ვერ გაიხსნება, მაგრამ წვრილ წვეთებად დანაწევრდება. თქვენი ამოცანაც ესაა, რომ რაც შეიძლება წვრილად დაანაწევროთ.
- გამოკვებამდე 2 საათით ადრე ყვავილები უბრალო წყლით მორწყეთ. ასე მცენარეს დამწვრობისგან დაიცავთ. ახლა მცენარის ღერო და ყლორტები დანამეთ. ისინი თხელი საფარით დაიფარებიან. ამ ხსნარით მიწაც მორწყეთ.
სასუქის გაუმჯობესება
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აბუსალათინის ზეთის ხსნარს არა უბრალო, არამედ თოვლის წყალი დაუმატეთ. ამ მიზნით გამოგადგებათ როგორც თოვლი, ასევე ყინული საყინულიდან. ზეთი შეგიძლიათ აურიოთ რძეს, ნეშომპალას ან ნაცარს 1:1 პროპორციით.
დამეთანხმეთ, ყველა დიასახლისს ოთახის მცენარეების მოსავლელად საკუთარი საიდუმლო მეთოდი აქვს. ხშირად ყვავილების გამოკვება მარტივი და გამოცდილი მეთოდია, რომ მცენარეების ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ. თქვენ როგორ უმკლავდებით? რა მეთოდებს იყენებთ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.