ფორთოხლის ბისკვიტი რომელსაც საკურის სუნი აქვს და გაზაფხულს მოგაგონებთ

551

ჰაეროვანი ბისკვიტი გაკეთება ზოგჯერ გამოცდილ დიასახლისებსაც კი არ გამოსდით. როგორც წესი სასურველი შედეგის მიღწევისთვის რამდნეიმე მცდელობის ჩატარება გვიწევს. ამიტომ პაპარაცის რედაქცია დღეს საიმედო რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლის წყალობითაც ნამდვილად მიიღებთ მსუბუქ, ჰაეროვან ფორთოხლის ბისკვიტს.

ჰაეროვანი ბისკვიტი

ასეთი დესერტის მომზადება სრულიად მარტივი ინგრედიენტებისგან შეიძლება, მას სულ რამდნეიმე წუთი ჭირდება. ამასთანავე შედეგი ნამდვილად გაგახარებთ!

ინგრედიენტები

  • 3 ცალი კვერცხის ცილა
  • 70 გრამი შაქრის პუდრა
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 3 ცალი კვერცხის გული
  • 90 გრამი ფქვილი
  • ¼ ჩაის კოვზი მარილი
  • 30 გრამი კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ცედრა
  • 30 მილიგრამი ფორთოხლის წვენი

მომზადების წესი

1.ჯერ კარაქი ორთქლის აბაზანაზე დავადნოთ და მას ფორთოხლის ცედრა და წვენი დავუმატოთ.

2.შემდეგ მიქსერის მეშვეობით კვერცხის ცილები და შაქარი თეთრი ქაფის გაჩენამდე ავთქვიფოთ. ამის შემდეგ ლიმონის წვენი დავუმატოთ და მასა გამყარებამდე ვთქვიფოთ. შემდეგ კვერცხის გულები დაუმატეთ და ერთგვაროვნებამდე ათქვიფეთ.

3.ახლა ფქვილი დაუმატეთ. ფქვილი აუცილებლად გაცრილი უნდა იყოს და ამის შედეგად ბისკვიტი უფრო ჰაეროვანი გამოვა. დავუმატოთ მარილი და საგულდაგულოდ ავურიოთ რათა ცომს კორკოშალები არ გაუჩნდეს.

4.შემდე კარაქისად ა ფორთოხლის ნარევში რამდენიმე კოვზი ცომი ჩავასხათ. კარგად ავურიოთ მასას და დანარჩენ ცომს შეურიეთ. ყველაფერს კიდევ ერთხელ მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მირებამდე.

5.ბოლოს ცომი პერგამენტ გადაფარებულ ფორმაში გადავასხათ. ჩვენი მომავალ ბისკვიტი 160 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 30-35 წუთით შევდგათ. მზაობა კბილის ჩხირის მეშვეობით შეამოწმეთ.

ალბათ ერთი სული გაქვთ ამ შესანიშნავ დესერტს თქვენი ოჯახის წევრებისთვის როდის მოამზადებთ. ჩაინიშნეთ ეს რეცეტი და ახლობლები უგემრიელესი კექსით გაანებივრეთ. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს