განსავითარებელი ხალიჩა ბავშვებისთვის – ვამზადებთ საკუთარი ხელით

1163

რაც არ უნდა ვთქვათ განსავითარებელი ხალიჩა ბავშვებისთვის – ძალიან სასარგებლო ნივთია! მასზე უამრავი ნახატის, ყვავილების და ჩანართების გაკეთება შეიძლება, ეს ყველაფერი კი ბავშვს ძალიან ახარებს. თბილი და რბილი ხალიჩა რომელიც მათ გართობაზე იზრუნებს.

მსგავსი ნივთების უამრავი მაღაზია არსებობს. ზოგი ხარისხიან პროდუქციას გვთავაზობთ ზოგი კი ნაკლებად. მათი შეკვეთაც შეიძლება თუმცა თუ ჩინეთიდან ნივთს გამოიწერთ დარწმუნებული ვერ იქნებით თუ რა ხარისხის ჩამოვა ან როდის ჩამოვა. ზოგჯერ შეკვეთილის მიღებას იმდენი დრო ჭირდება, რომ დიდი ალბათობი ნივთს ბავშვი უკვე სკოლის ასაკში დახვდება.

Photocredit to DepositPhotos

რა საჭიროა განმავითარებელი ხალიჩა ბავშვისთვის?

ამ ნივთს საკმაოდ დიდი სარგებელი მოაქვს. სუფთა და ფუმფულა ნივთი რომელიც ბავშვს სამყაროს შეცნობაში დაეხმარება. ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის თუ როგორ სიგნალებს აძლევს მას საკუთარი სხეული, ასეთ ასაკში ტაქტილური აღქმა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. გემოებს ის დროდადრო შეიცნობს მაგრამ სამყაროს გაცნობა აჯობებს მარტივით დავიწყოთ.

სწორედ ამიტომ ხალიჩის მატერია ანტიალერგიული უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად ნატურალური და სასიამოვნო რბილი ტექსტურა უნდა ჰქონდეს. მუდმივ რეცხვასაც უნდა გაუძლოს და ფერები არ დაკარგოს. სისუფთავე – წარმატების საწინდარია. გირჩევთ რეცხვისას კონდიციონერი გამოიყენოთ რათა ნივთს სასიამოვნო სუნი ჰქონდეს.

ერთი შეხვედით პრიმიტიული ნივთი თქვენი შვილის უკეთ განვითარებას შეუწყობს ხელს. თანამედროვე მშობლები ბავშვისთვის გასართობად პლანშეტს ირჩევენ, ჩართავენ გარკვეულ პროგრამას, მისცემენ ბავშვს და მცირე ასაკიდან მათ უკვე კარგად იციან სად უნდა დააჭირონ ამ “ჯადოსნურ ფირფიტას”, თუმცა ეს გასართობი მათ მხედველობაზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს.

როგორი ხალიჩა ავარჩიოთ?!

ხალიჩა შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ ან საკუთარი ხელით დაამზადოთ. არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული. საყიდელ ვარიანტებზე მაღლა ვისაუბრეთ, ახლა კი ხელით დამზადებულ ვარიანტს მივხედოთ. თქვენ ხალიჩის მატერიისა და დეტალების შეძენა ცალ-ცალკეც შეგიძლიათ ამიტომ მისი საკუთარი ფანტაზიით აწყობა პრობლემას არ წარმოადგენს.

გაიარეთ სხვადასხვა მაღაზიებში, შეიძინეთ ნახატები, მატერიები, მძივები, ღილები და მსგავსი ნივთები. თქვენი ფანტაზია სტანდარტული ვარიანტით შეზღუდული აღარ იქნება და შეძლებთ თქვენი მოფიქრებული შედევრი შექმნათ. ხალიჩის სტილზე თავიდანვე კარგად იფიქრეთ, გაითვალისწინეთ თუ რა ფუნქციები უნდა შეასრულოს მან. ხალიჩის დეტალი ბასრი, წვრილი ან ტოქსიკური არ უნდა იყოს!

რჩევები ხალიჩის შექმნისთვის

1. ფერი – ძირითადი ნაწილი სასიამოვნო, მშვიდი ფერის უნდა იყოს. ამ შემთვევაში თეთრი, პასტელური ციფერი ან ღია მწვანე აირჩიეთ. წითელი ან შავი რეკომენდებული არ არის რადგან ისინი ცუდ, აგრედიულ ფონებად ითვლება.

2. ნაკერები და ნაქარგები – ნებისმიერი გამოგადგებათ, მთავარია ხარისხიანი ნაჭერი აირჩიოთ. აჯობებს ისინი სხვადასხვა სახეობის იყოს რათა ბავშვმა განსხვავებული ტექსტურის შეგრძნება ისწავლოს.

3. თოკები – თოკი ეცადეთ ზედმეტად გრძელი არ იყოს – უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის.

4. ღილები – სხვადასხავ ფორმის, ზომისა და მატერიის ღილები შეარჩიეთ. ბავშვი მათ არა მარტო შეეხება არამედ მასზე ივლის კიდეც და ეს ტერფის მგრძნობელობას განუვითარებს.

5. ნაჭრის ნახატები – შეგიძლიათ ზღაპრის გმირები შეარჩიოთ. ბავშვს ზღაპრის ვიზუალიზაცია უნდა შეეძლოს რომ ხვდებოდეს თუ რაზე მოუთხრობთ მას. გარდა ამისა ფერადი ნახატები მის ყურადღებასაც მიიპყრობს.

6. მძივები – ეცადეთ დიდი ზომის მძივები შეარჩიოთ. ბავშვს მათი ცხვირში ან ყურებში მოთავსების საშუალება არ უნდა ჰქონდეს. ისინი საიმედოდ მიამაგრეთ ხალიჩას.

7. ჯიბეები – მათში ხელის შეყოფა ძალიან მოსწონთ და მას სხვადასხვა ფუნქციას მოუფიქრებენ. შეგიძლიათ ერთი დიდი ჯიბე გაუკეთოთ რომლისგანაც მინი-კარავი გამოვა. ბავშვს მსგავსი ნივთები ძალიან უყვარს და ეს მის ფანტაზიასაც განავითარებს.

საბავშვო ხალიჩები მთელს მსოფლიოშია პოპულარული. ის შეიძლება სხვადასხვა დიაზინის იყოს. მთავარია ბავშვის სრულფასოვნად განვითარებას შეუწყოს ხელი!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს