სააფთიაქო საშუალებები, რომელიც მიწათმოქმედებაში შეგიწყობთ ხელს.

2062

სახლის აფთიაქის შიგთავსი ხშირად გვეხმარება მცირე ტრავმების, კუჭ-ნაწლავის აშლილობისა და თავის ტკივილის დროს. თუმცა, იცოდით, რომ ბევრ იაფფასიან საშუალებას შეუძლია მცენარის განკურნება? დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ, რომელი პრეპარატები უნდა გამოიყენოთ ბაღისა და ნაკვეთისთვის.

წამლები ბაღისა და ნაკვეთისთვის

  1. ბრილიანტის მწვანე – ეს ხსნარი შესანიშნავი საშუალებაა ხეებსა და ბუჩქებზე მოჭრილი ტოტების ადგილის სადეზინფექციოდ. ამისთვის, უბრალოდ ბამბის დისკით წაუსვით მწვანე სითხე გადაჭრილ ადგილს.ეს სითხე, აგრეთვე, მკურნალობს ფქვილოვანი ცვრის ადრეულ სტადიებს. შეურიეთ 5 მლ 1%-იანი ხსნარი 10 ლ წყალს და შეაშხეფეთ მცენარეს სითხე კვირაში ერთხელ, 3 კვირის განმავლობაში.
  2. იოდი – კიდევ ერთი ეფექტური საშუალება ფქვილოვანი ცვრის, ფიტოფტოროზისა და რუხი სიდამპლის წინაარმდეგ. იოდის სუსტი ხსნარი გამოიყენება კომბოსტოს, პომიდვრის, კიტრისა და ბადრიჯნის შესასუქებლადაც. შეურიეთ 1 წვეთი იოდი 3 ლ ხსნარს და შეაშხეფეთ მცენარეს ამოცენებიდან 20 დღეში.
  3. მეტრონიდაზოლი – ეს ანტიმიკრობული საშუალება გადაჭრის მწერებისა და სხვადასხვა ინფექციის პრობლემას. განსაკუთრებით ეფექტურად ებრზვის ფიტოფტოროზსა და კლადოსპორიოზს. კარტოფილის ან პომიდვრის ბუჩქების დასაცავად, 15 აბი 10 ლ წყალში უნდა გახსნათ. ივნისის მეორე ნახევარში დაიწყეთ ბუჩქების მორწყვა ამ ახალმომზადებული ხსნარით, ყოველ მეათე დღეს.
  4. წყალბადის ზეჟანგი – ეს საშუალება კი თესლის დეზინფექციისთვის გამოიყენება. 3%-იანი ხსნარი გაათბეთ თასში 40 გრადუსამდე (არ შეიძლება მეტალის ჭურჭლის გამოყენება). თესლი ჩაყარეთ ამ სითხეში 10 წუთით, გარეცხეთ და გააშრეთ.
  5. ასპირინი – თუ მცენარეს თვეში 2-3-ჯერ აცეტილსაცილის მჟავის ხსნარით მორწყავთ, ფოთლების ლპობას შეუშლით ხელს. 300-500 მგ წამალი 4.5 ლ წყალში უნდა გახსნათ.
  6. გლუკოზა და ვიტამინი B1 – 5 მლ გლუკოზისა და 1 მლ ვიტამინის 5 ლ წყალში გახსნა ხანგრძლივ და უხვ ყვავილობას შეუწყობს ხელს. მორწყეთ ამ მასით ყვავილები 14 დღეში ერთხელ, ძირებთან.
  7. ბორიუმის მჟავა – ამ პრეპარატის ხსნარი ასტიმულირებს ნაყოფის წარმოქმნას. შეურიეთ 2 გ ფხვნილი 10 ლ წყალს. შეაშხეფეთ მცენარეებს მიღებული ხსნარი ბუტონიზაციის პერიოდში, მხოლოდ ერთხელ.
  8. მაგნიუმის სულფატი – მაგნიუმის სულფატის ხსნარის მხოლოდ ერთხელ შეშხეფებაა საკმარისი, მცენარეში მაგნიუმის დეფიციტის აღსადგენად. ფოთლები შეწყვეტს დეფორმირებასა და დანაოჭებას, აგრეთვე, აღარ იქნება იმდენად მყიფე. 40 გ პრეპარატი 10 ლ წყალში უნდა გახსნათ. პარალელურად, დაამუშავეთ მცენარე ბორიუმის მჟავით.

თქვენ რომელ პრეპარატებს იყენებთ მიწათმოქმედებაში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს