როგორ შევინახოთ ფული ისე, რომ არ გაუფასურდეს

345

ჩვენი ქვეყნის ბევრი მაცხოვრებელი არც ბანკებს და არც სახელმწიფოს არ ენდობა, ამიტომ ურჩევნია ფული სახლში შეინახოს. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ინფლაციის დონე ძალიან მაღალია, შედეგი ფული ყოველდღე თავის მსყიდველობით უნარს კარგავს, ხოლო მფლობელი მხოლოდ ზარალდება.

რეკომენდებულია, სახლში ფული მხოლოდ მიმდინარე ხარჯებისთვის იქონიოთ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში სჯობს ქვემოთ მოცემული მეთოდებიდან ერთ-ერთი გამოიყენოთ.

1. საბანკო დეპოზიტი ან ანაბარი

მოქალაქეებს შორის ყველაზე ხელმისაწვდომი, გასაგები და პოპულარული მეთოდი.

უპირატესობა:

  • ფული ქურდების და თაღლითებისგან დაცულია;
  • ანაბრები სახელმწიფოს მიერ ბანკის შესაძლო გაკოტრებისა და ლიცენზიის გაუქმებისგან დაზღვეულია;
  • დეპოზიტებზე დარიცხული პროცენტი, ჩვეულებრივ 6-8%-ია, რაც ინფლაციის მიღებულ ზარალს აღემატებს და დაკარგვისგან გიცავთ;
  • ფული ტყუილად არ დევს, არამედ მცირე შემოსავალი მოაქვს.
  • სპონტანური შესყიდვებისგან გიცავთ.

ნაკლოვანება:

  • სახელმწიფო დაზღვევა მთლიან თანხას არ ანაზღაურებს. შესაბამისად ბანკის გაკოტრების ან ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, მხოლოდ თანხის ნაწილი დაგიბრუნდებათ;
  • დეპოზიტის დაბალი პროცენტი ამაზე ბევრის გამომუშავების საშუალებას არ მოგცემთ.

2. სადებეტო ბარათი პროცენტული ბალანსით

შესაფერი მეთოდი მათთვის, ვისაც სურს, რომ ფული ყოველთვის ხელთ ჰქონდეთ.

უპირატესობა:

  • ფული ყოველთვის ხელმისაწვდომია და მათ მოხსნას უახლოეს ბანკომატში შეძლებთ;
  • ბარათით შეგიძლიათ ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ შესყიდვები განახორციელოთ;
  • ფული მფლობელისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ქურდებისგან მაინც დაცულია;
  • პროცენტი დარჩენილ თანხაზე დაახლოებით 6-8%, რაც ფულს ინფლაციისგან იცავს.

ნაკლოვანება:

  • ზოგიერთ ბანკში დიდი ოდენობის თანხაზე მცირე პროცენტი ირიცხება;
  • ზოგიერთი ბანკი ბარათის გამოყენებაზე ან სხვადასხვა სერვისის ჩართვაზე მომსახურების ხარჯებს იღებს;

ყურადღება! ბოლო წლებში თაღლითობის შემთხვევები გაიზარდა. აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩინოთ და თქვენი პერსონალური მონაცემები არავის არ უთხრათ.

3. ლითონები

ინვესტირების რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

  • სამკაულები;
  • საკოლექციო მონეტა;
  • ზოდი;
  • ლითონის ანგარიში;

ყველაზე პოპულარული და მოსახერხებელი მეთოდი.

ბანკები გთავაზობთ ანგარიშებს, სადაც თანხის ნაცვლად გრაფიკზე თეორიულად შეძენილი ძვირფასი ლითონების გრამებია ასახული. ანგარიშის დახურვის შემთხვევაში გრამების რაოდენობით ახალი კურსი დაანგარიშება და ფულადი სახსრებით ანგარიშსწორება მოხდება.

მთავარი ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ ფული შეიძლება მისი ღირებულების დაცემის დროს დაგჭირდებათ და ამ დროს დანაზოგის ნაწილი შეიძლება დაიკარგოს.

4. ინდივიდუალური საინვესტიციო ანგარიში

ანგარიში, რომელზეც თანხა შეაქვთ და ამას ფასიანი ქაღალდების შესაძენად იყენებენ. მისი გახსნა მინიმუმ 3 წლით შეგიძლიათ.

უპირატესობა:

  • წლის განმავლობაში ანგარიშზე ჩადებული თანხის 13%-ს დაბრუნება შეიძლება. ამის გათვალისწინებით, ეს მეთოდი ყველაზე მომგებიანია;
  • ფინანურ სექტორში ცოდნის ქონა და ფინანსურ ბაზრობაზე ვაჭრობის გამოცდილება არ გჭირდებათ. ყველა ოპერაციას გამოცდილი ბროკერები აკეთებენ.
  • ფული სხვადასხვა დონის და რისკის მქონე ფასიან ქაღალდებში იდება, რაც ბაზრობის არახელსაყრელ სიტუაციას იცავს.

ნაკლოვანება:

  • ჩადებული თანხა კომპანიის ბანკროტისგან დაზღვეული არაა.
  • თუ ფულს 3 წლამდე პერიოდში მოხსნით, მთავრობისთვის 13%-ის გადახდა მოგიწევთ.
  • წელიწადში შეზღუდული თანხის ჩადება შეგიძლიათ.
  • მმართველი კომპანიის მუშაობა უნდა ანაზღაურდეს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი მოქალაქებიის უმეტესობისთვის გამოსადეგარი იქნება. საჭირო მეთოდის არჩევა კი თქვენს შემოსავალზე, მიზანს და რისკებისთვის მზადყოფნაზეა დამოკიდებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს