დიდი მარხვის ბოლო კვირა სრულდება. მის სწორად გასატარებლად, რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი უნდა დაიცვათ. ვნების კვირეულში არა მხოლოდ კვების გარკვეული ნორმები, არამედ ლოცვებიც არსებობს. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, იესო ქრისტეს მადლობა გადავუხადოთ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა.
ლოცვები ვნების კვირეულში
როგორც ცნობილია, ვნების კვირეულში თითოეულ დღეს თავისი მნიშვნელობა აქვს. თითქოსდა თითოეული მათგანი ბრწყინვალე დღესასწაულამდე მიმავალი კიბეა. ბევრს ამ პერიოდის გადატანა უჭირს, ეს ხომ მარხვის დასასრულია. ამ დღეებში შეზღუდვები განსაკუთრებით მკაცრია მათთვის, ვინც მარხვას იცავს: მთავარი რაციონი მხოლოდ პურის, კაკლის, თაფლის, ბოსტნეულისა და ხილისგან შედგება. მათ, ვინც მარხვას არ იცავს, სასურველია, ცხიმიანი კერძების და ალკოჰოლის მიღება შეზღუდონ.
ვნების კვირეული ან დიდი შვიდეული
1. დიდი ორშაბათი
კვირის პირველი დღე აღდგომისთვის მომზადებით იწყება, ამიტომ კონცენტრირებული და სერიოზული უნდა იყოთ. ზედმეტ მხიარულებას და კამათს თავი აარიდეთ. ეკლესიაში ამ დღეს უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებენ. ამ დღეს შეგიძლიათ სახლი დაალაგოთ. მაგალითად, ზედმეტი ნივთები გადაარჩიოთ და გადაყაროთ.
ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღიმსთვე შუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: იოსებისა წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობი, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი და მეფობდა ამისთვის, რამეთუ არა დაამონა გულსთქუმა თვისი მეძავისა ნებასა და სამართლად იდიდა იგი გულთმეცნიერებისა ღმრთისაგან, და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა.
2. დიდი სამშაბათი
ამ დღეს ეკლესიაში ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ იგავს იხსენებენ და იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ მათეს სახარებას კითხულობენ. კარგი დღეა, რომ სააღდგომო სუფრისთვის პროდუქტები შეიძინოთ. შეგიძლიათ მებოსტნეობას ან რეცხვას მიხედოთ. სასურველია, ეს დღე მშვიდად და ხმაურის გარეშე გაატაროთ.
ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: ჟამსა მას გასვლისასა იხსენებდი შენ, ჰოი სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა და მოცემული შენდა ტალანტი განამრავლე შრომითა და სიყვარულითა, საწყალობელო, აღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან სენისა.
3. დიდი ოთხშაბათი
ამ დღეს კარგია კვერცხის შესაღები მასალა შეიძინოთ და სახლის დალაგება გააგრძელოთ. ოთხშაბათს რაც შეიძლება მოკრძალებულად ჩაიცვით და ხმადაბლა ისაუბრეთ. აი, კერვა სჯობს სხვა დღისთვის გადადოთ. სწორედ დიდ ოთხშაბათს იხსენებენ იუდას მიერ ქრისტეს გაცემის შესახებ ისტორიას.
ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან.
4. დიდი (წმინდა) ხუთშაბათი
ყველამ იცის, რომ სწორედ ხუთშაბათი არის მთავარი დღე, როცა საჭიროა სახლი და სხეული, ასევე გონება გაწმინდოთ. ამ დღეს კულიჩებსაც აცხობენ. აი, ამ დღეს ღმერთს ფული და სიმდიდრე არ უნდა სთხოვოთ. ამ დღეს ეკლესიაში იესო ქრისტეს მიერ მოწაფეებისთვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას იხსენებენ.
ტროპარი: რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ივლტოდე უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა.
კონდაკი: მიიღო პური ხელთა შინა განმცემელმან იუდა ხელთაგან დამბადებელისათა, რომელმან ხელითა შექმნა ადამი, და მერმე განმარტნა, და მოიღო ფასი მოძღვრისა და ღვთისა მზაკვარმან, და არა შეიგონა, არამედ ეგო უკურნებელად.
5. დიდი პარასკევი
საუკეთესო დღე, რომ ოჯახთან და ახლობლებთან დრო გაატაროთ. ამ პარასკევს სიმშვიდეში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბაღში მუშაობა არ შეიძლება. ნებისმიერი ფიზიკური შრომა სჯობს გადადოთ. ამ დღეს ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.
ტროპარი: მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა.
კონდაკი: რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი.
6. დიდი შაბათი
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება. წირვის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, პასკებს აკურთხებენ.
ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდენ: ცხოვრებისმომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა.
კონდაკი: რომელმან დაჰხშნა უფსკრულნი მკვდრად იხილვების, მურითა და ალოითა შემურვილი, საფლავსა დაიდების წარგრაგნილი სუდარითა, ვითარცა მკვდარი, უკვდავების მომცემელი, და დედანი ნელსაცხებლისა მიმღებელნი საფლავსა მისსა ზედა გოდებით ღაღადებდეს: ესე დღე უფროსად კურთხეული შაბათისა წმიდა, რომელსა ქრისტესა ღმერთსა, ვითარცა რა ძილისაგან, აღდგომაი ნებავს საფლავისაგან მესამესა დღესა.
ჩვენი რედაქცია გისურვებთ ეს კვირა კარგად გაატაროთ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მხიარული სულით და გულით აღნიშნოთ!