ტაფა შიგნიდან და გარედან სუფთაა, ყველაფერი ამ პატარა აბის დამსახურებით.

431

უდავოდ, ბევრს შემორჩა ძველი თაობის ტაფები, რომლებზეც ნამწვი გროვდება. ხშირად მათი გადაგდება არ გვსურს, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, ესთეტიკურად არ გამოიყურება. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა: როგორ გავწმინდოთ ტაფის ზედაპირი ნამწვისგან.

საზრიანმა დიასახლისებმა იციან რამდენიმე მეთოდი: ქვიშით, მარილით, დიასახლისის საპნით, ძმრით, წყალბადის ზეჟანგით ან ნიშადურის სპირტით. გარდა ამისა, საყოფაცხოვრებო ქიმიაც არსებობს! Paparazzi გირჩევთ, ამ მეთოდების კრებულს კიდევ ერთი დაუმატოთ.

როგორ გავწმინდოთ ტაფის ზედაპირი ბზინვარებამდე

დაგჭირდებათ:

  • დიდი ქვაბი
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები
  • სახეხი

მოქმედება:

  1. დიდი ქვაბი წყლით გაავსეთ. მასში ტაფა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები ჩადეთ: 1 აბი 1 ლ წყალზე.
  2. ქვაბი ცეცხლზე დადგით და 1 საათით ხარშეთ.
  3.  ტაფა ამოიღეთ და სახეხის დახმარებით ნამწვი მოაშორეთ. ეს იმწამსვე უნდა გააკეთოთ, ამიტომ ფრთხილად იყავით: ტაფა ცხელია.
  4. თუ ნამწვის მოშორება ვერ მოახერხეთ, ტაფა კიდევ ცოტა ხნით ხარშეთ, შემდეგ კვლავ სცადეთ.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბებით ტაფების გაწმენდა პრობლემას სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის. უფრო მეტიც, ასეთი მეთოდი აბსოლუტურად უვნებელია, რადგან აბები სწორედ ჭურჭლის საწმენდად არის განკუთვნილი. თქვენ როგორ ებრძვით ნამწვს ძველ სამზარეულოს ინვენტარზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს