მენოვაზინი – თეთრებად ღირებული საშუალება, რომელიც 10 დაავადებას კურნავს

29145

ხშირად ნაკლებად ცნობილი და იაფი პრეპარატები სხვა ძვირადღირებულ ანალოგებზე უკეთ გვეხმარება. სამწუხაროდ, ასეთი სამკურნალო საშუალების სწორად გამოყენების შესახებ ყველამ არ იცის. დღეს „პაპარაცი“ ერთი სამკურნალო პრეპარატის შესახებ გიამბობთ, რომელიც თეთრები ღირს და უამრავ სარგებელს მოგიტანთ.

საქმე მენოვაზინს ეხება.

მენოვაზინი შესანიშნავი სამკურნალო პრეპარატია, რომელიც ბევრი დაავადების დროს დაგეხმარებათ. მისი გამოყენების სპექტრი საკმაოდ ფართოა. ეს კომბინირებული, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომელიც თეთრები ღირს.

გამოშვების ფორმა – სპირტიანი ხსნარი, გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა:

პრეპარატში შემავალი მენთოლის დახმარებით კანზე წასმის დროს სიგრილეს იგრძნობთ. გარდა ამისა, მენთოლი ნერვული დაბოლოების გაღიზიანებას იწვევს, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს და კანის ქავილს ამსუბუქებს.

ნოვოკაინი – ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ზომიერი აქტივობით.

ბენზოკაინი – ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ზედაპირული ანესთეზიისთვის.

ეთილის სპირტი 70% (დამხმარე საშუალება)

პრეპარატის გამოყენების მთავარი ჩვენება:

მიალგია, ნევრალგია, ართრალგია (ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება) და მქავანა დერმატოზი (როგორც ქავილის საწინააღმდეგო საშუალება).

გამოყენების მეთოდი:

მენოვაზინი გარეგნულად გამოიყენება. სამკურნალო საშუალებას კანის დაზიანებულ ნაწილზე დღეში 2-ჯერ ისვამენ.

ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გარდა, პრეპარატი შემდეგი დაავადებების დროსაც გამოიყენება:

ვარიკოზი

ვარიკოზის დროს მენოვაზინი ფეხის შეშუპებას, სიმძიმის და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. ამისთვის პრეპარატი წრიული მოძრაობით წაისვით.

უძილობა

ადვილად დაძინება რომ შეძლოთ, უბრალოდ ბამბის დისკი მენოვაზინის ხსნარში დაასველეთ და კეფა ერთი ყურიდან მეორე ყურამდე გაიწმინდეთ.

სურდოს და ანგინის დროს

სურდოს დროს მენოვაზინის ხსნარით ისუნთქეთ, ამ დროს თითო ნესტო მონაცვლეობით დახურეთ. თუ ანგინა გაქვთ, მტკივნეულ ყელზე პრეპარატი წაისვით და კარგად შეიფუთეთ.

ჭრილობის დეზინფექცია

უბრალოდ ბამბის ტამპონი მენოვაზინში დაასველეთ და ჭრილობა გაიწმინდეთ.

ყურის ანთება

თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, ბამბა დაახვიეთ, მენოვაზინში გაჟღინთეთ და ყურში ჩაიდეთ.

გამონაყარის დროს

მენოვაზინი ჩირქოვანი გამონაყარის მოშორებაში დაგეხმარებათ. გამონაყარზე პრეპარატში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ.

სარძევე ჯირკვლების ტკივილის დროს

ქალებისთვის რეკომენდებულია მკერდის ტკივილის (მაგრამ არა სიმსივნის დროს) მტკივნეულ ადგილას მენოვაზინი წაისვათ. ის უსიამოვნო ტკივილის გამომწვევ ანთებას აქრობს.

ჰერპესის დროს

თუ მოულოდნელად ჰერპესი გამოგივიდათ, მენოვაზინის ხსნარით ბამბის დისკი დაასველეთ და ჰერპესზე დაიდეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მენოვაზინის მალამო გამოიყენოთ.

ჰაიმორიტის დროს

ამ დაავადების დროს მენოვაზინი ტკივილს და შეშუპებას აქრობს. მცირე რაოდენობით სამკურნალო საშუალება ჰაიმორიტის არეში წაისვით და მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ.

ბუასილის დროს

ამ შემთხვევაში მენოვაზინი ძალიან ეფექტური საშუალებაა. ის ბუასილის გაქრობაში დაგეხმარებათ. საჩვენებელ თითზე წინასწარ მენოვაზინის ხსნარში გაჟღენთილი ბინტი დაიხვიეთ და ანალურ ხვრელში ამოისვით. ეს უსიამოვნო პროცედურა დღეში 5-ჯერ უნდა გაიმეოროთ და ბუასილი მალე გაქრება.

შაკიკის დროს

შაკიკის დროს მენოვაზინის ხსნარი შუბლსა და საფეთქლებზე წაისვით.

რადიკულიტის დროს

კეფაზე, ხერხემალსა და საჯდომი ნერვის ადგილას მენოვაზინი წაისვით. ეს ტკივილის გაყუჩებაში დაგეხმარებათ.

მარილის დაგროვების დროს

მენოვაზინი მტკივნეულ ადგილას რეგულარულად შეიზილეთ. ასე ტკივილს შეამცირებთ და მარილების გაქრობას ხელს შეუწყობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს