პირის ღრუს ყოველდღიური და სწორი მოვლა ერთ-ერთი საკვანძო მისიაა ჰიგიენის დასაცავად. სწორედ ამიტომ, ჩვენ ხშირად ვიყენებთ კბილის პასტას. როგორ შევარჩიოთ შესაფერისი საშუალება?
რას ნიშნავს კბილის პასტის ტუბზე დატანებული ნიშნები
მწვანე
თუ თქვენი პასტის ტუბზე მწვანე კვადრატია, ესე იგი, ეს პასტა მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისა და ნივთიერებებისგან შედგება.
ლურჯი
თუ ტუბის ქვედა ნაწილზე ლურჯ კვადრატს ხედავთ, ესე იგი, იგი შეიცავს როგორც ბუნებრივ, ისე სამედიცინო საშუალებებსაც.
წითელი
ამ შემთხვევაში, ფრთხილად იყავით, რამდენადაც, თუ ტუბზე წითელი კვადრატია გამოსახული, ესე იგი, ბუნებრივი ნივთიერებების გარდა, შემადგენლობაში ზოგიერთი საშიში ქიმიკატიცაა.
შავი
ხოლო თუ ტუბზე შავ კვადრატს ხედავთ, ესე იგი, თქვენს პასტაში დიდი რაოდენობით ქიმიკატებია.
თქვენ, დიდი ალბათობით, არაერთხელ შეგიმჩნევიათ ეს კვადრატები, თუმცა მისი მნიშვნელობის შესახებ არაფერი იცოდით. ახლა უფრო ყურადღებით იქნებით კბილის პასტის შერჩევის დროს.