თუ გკითხავენ, თუ რაზე შეიძლება დახატვა, რას უპასუხებთ? დიდი ალბათობით, რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებთ: ტილოს, ქაღალდს, ქსოვილს, ქვის ან აგურის კედელს, იქნებ ხეს ან სკოლის დაფასაც კი, თუმცა, მინდორს არასდროს იტყოდით, არა?
ჩვენც ასე ვუპასუხებდით, რომ არ გაგვეგო ხელოვან სტენ ჰერდის არსებობის შესახებ. მისი “ნახატები” იმითაა გასაოცარი, რომ ისინი მინდორზეა შესრულებული. დიახ, სწორად გაიგეთ – სწორედ მინდორზე.
როგორ ქმნის სტენი თავის შედევრებს:
პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და უჩვეულო ადგილას დასახელებულია მინდორი უზარმაზარი ნახატებით, შესრულებული აგროფერწერის ტექნიკით, რომელიც მდებარეობს აშშ-ში. ამ ნაშრომის ავტორია ამერიკელი სტენ ჰერდი. მისი შემოქმედება სამართლიანად ითვლება უნიკალურ ხელოვნებად. ტილოს დანიშნულებით, იგი იყენებს მინდორსა და უდაბნოებს, ხოლო ფუნჯის ფუნქციას ტრაქტორი ასრულებს.
თავის ნაშრომში, 68 წლის ოსტატი იყენებს სხვადასხვა ტექნიკასა და მეთოდს, რითად ჰექტრობით მიწას მასშტაბურ ტილოდ აქცევს.
საბოლოო ჯამში, მას გამოსდის უჩვეულოდ საინტერესო და ულამაზესი ნატურმორტები, ფერწერული პეიზაჟები და რეალისტური პორტრეტები.
სტენი 1950 წელს არკანზასში, ფერმერის ოჯახში დაიბადა. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება მისი დაუჯერებელი მიდრეკილება “აგრარული ხელოვნებისადმი”.
ჰერდს აქვს სამხატვრო განათლება, რომელიც ქალაქში სწავლის დროს მიიღო. იგი თავის სამხატვრო უნარებსა და აგრარული საქმის ცოდნას მოხერხებულად აზავებს და იღებს შედეგს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აღაფრთოვანებს.
ხელოვნების ამ სახეობით მამაკაცი უკვე 30 წელია დაკავებულია.
ადრეული ბავშვობიდან, მისი შთაგონების წყარო იყო სასოფლო დასახლების გარშემო არსებული ბუნება, ხოლო ფერწერა მას ბავშვობიდან იტაცებდა. მიიხედავად ამისა, მისთვის ყველაზე მთავარი ბუნებისა და მშობლიური მიწისადმი სიყვარულია.
აგრარული ხელოვნების ტექნიკის ასათვისებლად, სტენმა არაერთი მინდორი “გააფუჭა”, თუმცა შედეგი შრომად ნამდვილად ღირდა.
დროთა განმავლობაში, მისი ნაშრომები სულ უფრო უმჯობესდებოდა. მსგავსი “ნახატის” შექმნა ძალიან შრომატევადი პროცესია.
დასაწყისისთვის, აგურების გამოყენებით, ჰერდი ქმნის საჭირო ზოლებს, ხოლო შემდეგ ჯდება ტრაქტორის საჭესთან და იწყებს მიწის თხრას და ქმნის მომავალი ნახატის კონტურებს. შემდეგ, საღებავების ნაცვლად, უმატენს ფერად ნიადაგს.
©Jon Blumbსწორედ ასე იბადება სტენ ჰერდის უნიკალური ნახატები, რომლებიც მხოლოდ სიმაღლიდან ჩანს სრულად.
ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელოვნებას, აზროვნებას, შთაგონებასა და ფანტაზიას არ აქვს საზღვრები. თუ თქვენ რაღაც ნამდვილად გიყვართ, სცადეთ ამით დაკავება, რადგან მხოლოდ ასე ჩნდება ჭეშმარიტი შედევრები.