რატომ შერაცხეს სამოქალაქო ქოწინება აბსურდისკენ მიმავალ გზად?

79

სამოქალაქო ქორწინებაში მყოფთა უფლებების შესახებ ბევრმა არ იცის. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეს გაგება დიდი ხანია უკვე მოძველდა. ადრე მსგავს კავშირად მიიჩნეოდა ის, რომელიც ოფიციალურად იყო გაფორმებული,თუმცა შეუღლებულებს არ ჰქონდათ ჯვარი დაწერილი. დღეს ეს ტერმინი უფრო თანაცხოვრებასთან გაიგივდა და სხვა თავისებურებები შეიძინა.

უფლებები სამოქალაქო ქორწინებაში

ამას წინათ წავაყწდი მასალას, სადაც სამოქალაქო ქორწინებაში მყოფებს ერთმანეთთან იურიდიული დავა ჰქონდათ. ეს ალბათ იმ ადამიანების მდგომარეობაა, რომლებიც არ არიან დარწმუნებული საკუთარ პარტნიორში. მხოლოდ ის, ვინც მუდმივად “უკეთეს ვარიანტს” ეძებს, მოისურვებს თანაცხოვრებას პასპორტში დასმული შტამპის გარეშე.

საბედნიეროდ, დღეს საზოგადოება ძალიან სწრაფად იცვლება, მასთან ერთად კი სამოქალაქო ქორწინებისადმი დამოკიდებულებაც. ადრე ცოლ-ქმრობა უფრო აქტუალური იყო, დღეს კი ის ტრადიციის მოცემულობად გარდაიქმნა. ამაში ცუდი არაფერია! უბრალოდ საზოგადოებაში ქალის და მამაკაცის პოზიციები შეიცვალა.

დღესდღეობით ძალიან ბევრ ქალს შეუძლია საკუთარი თავის და შვილის ფინანსური უზრუნველყოფა. სტაბილურობის და დაცულობის შეგრძნების მისაღებად მათ მამაკაცის დახმარება არ სჭირდებათ. თითზე მორგებული ბეჭედიც დიდი ხანია აღარაა რაიმეს მყარი მტკიცებულება. თუ ადამიანებს დაშორების სურვილი გაუჩნდათ, მათ ვეღარაფერია შეაჩერებთ.

რაც შეეხება არჩევანს და ეჭვებს,აღსანიშნავია, რომ დაქორწინების შემდეგ ისინი არსად ქრება, მეტიც ნამდვილ პარანოიად შეიძლება გარდაიქმნას. ადამიანებს არ მოსწონთ, როცა სამუდამო რაიმეს გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მისი ბუნება ცვალებადია. ადამიანები ვითარდებიან, იცვლება მათი მსოფლმხედველობა და ხასიათის თავისებურებები

ურთიერთობაში მთავარია ბედნიერება. ადამიანი ბედნიერი მაშინ ხდება, როცა მისით აღტაცებულნი და მადლიერნი არიან, უყვართ,აფასებენ . ბევრისთვის ხელის თხოვნა რომანტიკულ ფილმებში გამოსახული ლამაზი ჟესტების ანალოგიაა. ქორწინება არ იძლევა გარანტიას და უსაფრთხოების შეგრძნებას.

თუ ვინმეს სურს შეუღლება ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნოს,ეს შესანიშნავია. თუმცა ლამაზი საღამო და სასიამოვნო ტრადიცია არ უნდა იქცეს ყველასთვის “ვალდებულებად”, შემდეგ კი ურთიერთობა იმის მიხედვით არ უნდა შეფასდეს, შეყვარებულმა ადამიანებმა ის ოფიციალურად დაარეგისტრირეს თუ არა.

არსებობენ წყვილები, რომლებსაც მსგავსი რამ არ სჭირდებათ იმისთვის,რათა ერთმანეთის ნაწილად აღიქვან თავი. მათ თანაცხოვრება იმიტომ სურთ, რომ ერთმანეთის გვერდით თავს კომფორტულად და კარგად გრძნობენ. თუ დაშორება მოუნდათ, დოკუმენტაციის კუთხით ნაკლები საწვალებელი ექნებათ.

რედაქციისგან

საზღვარგარეთ ოფიციალურად დარეგისტრირებულ ქორწინებას მეტი პრაქტიკული უპირატესობა აქვს. მაგალითად, აშშ-ში ექიმები საყვარელი ადამიანის პალატაში არ არ შეგიშვებენ, თუ ამის დამტკიცებას ვერ შეძლებთ. ასევე პრობლემები იქმნება მემკვიდრეობასთან დაკავშირებითაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს