რატომ უნდა აპატიოს ვაჟმა დედას დაუფიქრებელი სიტყვები?

724

როგორ ფიქრობთ,შეუძლია თუ არა დაუფიქრებელ სიტყვებს,კამათისას სიფიცხის ნიადაგზე წარმოთქმულს,სამუდამოდ დააშოროს ოჯახის წევრები? რამდენად მნიშვნელოვანია, ვის რას ვეუბნებით? სწორედ ამის შესახებ მოგთხრობთ ამ სტატიაში.

მოგიყვებით დამნაშავე დედის ისტორიას, რომელიც 7 წელია ვაჟს პატიებას სთხოვს.

დაუფიქრებელი სიტყვები

ვფიქრობდი, რომ ჩემი კოლეგა მარტოსული ქალია,მას არავინ ჰყავს. ის მუდამ მზად იყო თანამშრომლის ნაცვლად გამოსულიყო სამუშაოდ ან უბრალოდ დამატებითი საათები აეღო,ოღონდ სახლში მარტო არ დარჩენილიყო. როცა სხვები თავიანთი შვილების წარმატებაზე ყვებოდნენ,ქალბატონი ნესტანი ჩუმად იყო,მოხლოდ თვალს არიდებდა. 

ერთხელ გავიგე,რომ ნესტან ვაჟი ჰყავდა. ეს ამბავი ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის. გაოცებული დავრჩი, რადგან მას შვილის შესახებ სიტყვაც კი არასოდეს დაუძრავს. ჩვეულებრივ დედები სიხარულით უზიარებენ გარშემომყოფებს თავიანთი შვილების წარმატებებს,ამ შემთვევაში კი ერთი სიტყვაც არ წარმოთქმულა. 

შემაშინა ასეთმა გასაიდუმლოებამ,ამიტომ პირდაპირ ვკითხე,რატომ არ ახსენებდა ნესტანი თავის შვილს. მან მომითხრო, რომ გიორგიმ ერთხელ სახლში საცოლე მოიყვანა,გოგონა კი მას არ მოეწონა. ამიტომ დედამ შვილს ათასი სისულელე უთხრა,რათა მისგან ჩამოეშორებინა. 

მაშინ ,ნესტანის მოლოდინების საწინააღმდეგოდ,გიორგიმ ბარგი შეკრა და სახლიდან წავიდა. დედამ იფიქრა,რომ შვილმა ნაჩქარევი გადაწვეტილება მიიღო და მალე დაბრუდებოდა,თუმცა ასე არ მოხდა…

გადიოდა კვირები,თვეები,გიორგის დედა ამ ხნის განმავლობაში არც კი მოუკითხავს,ნესტანმა გაიგო,რომ ვაჟი სიდედრთან დასახლდა. მან ვერ მოითმინა და თავად სცადა დაკავშირებოდა,მაგრამ მას დედასთნ კონტაქტი აღარ სურდა.

ახლა ნესტანი იხსენებს პატარა გიოს და ვერ იგებს, ასეთი დამოკიდებულება რის გამო დაიმსახურა. ის აღიარებს, რომ იმ დღეს დაუფიქრებლად მოიქცა  და ბევრი უადგილო სიტყვა წამოროშა.თუმცა ნუთუ ერთმა დიალოგმა გადაფარა წლები,რომლებიც დედამ საყვარელ ვაჟს მიუძღვნა? 

როგორ ფიქრობთ,შერიგდება დედა-შვილი? რას ურჩევდით ჩვენი ისტორიის გმირს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს