ყოფილი ცოლი იტალიიდან დაბრუნდა და სურს ჩემთან ურთიერთობის განახლება, ვცდილობ თავიდან მოვიშორო

1422

უსაყვარლეს ყოფილ ცოლს ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია. რედაქცია paparazzi.ge ამ სტატიაში მოგითხრობთ ერთი მამაკაცის ისტორიას, რომელიც ბავშთა სახლში გაიზარდა. მისი ამბავი სევდის მომგვრელია და რთულია იპოვო გამოსავალი ასეთი რთული სიტუაციიდან…

ყოფილი საყვარელი ცოლი

ბატონი ანდროს მეუღლე ამას წინათ დაბრუნდა იტალიიდან, სადაც წლების წინ გაემგზავრა სამუშაოდ. იმ დროს ისინი ჯერ კიდევ დაქორწინებულები იყვნენ და სამ შვილს ზრდიდნენ.

ქალბატონ ელენეს ყოველთვის უყვარდა ფული. ქმარს კარგი ანაზღაურება ჰქონდა, თუმცა მას სრულ ფუფუნებაში სურდა ცხოვრება. რასაკვირევლია, რთულია ამის უფლება მისცე საკუთარ თავს, როცა სამი შვილი გყავს.

ერთ დღესაც ქალბატონ ელენეს საზღვარგარეთ გამზავრების იდეა გაუჩნდა. იმ დროისთვის ეს საკმაოდ გავრცელებულ პრაქტიკად მიიჩნეოდა. მისი მეუღლე  წინააღმდეგი იყო. ბავშვთა სახლში აღზრდილი მამაკაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის ერთიანობა იყო.

თავიდან ის ელოდებოდა ცოლს. ისინი ერთმანეთს მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ხვდებოდნენ. ეს არ ჰგავდა თბილ ოჯახურ შეკრებებს, მათ უფრო ოფიციალური ხასიათი ჰქონდა.

5 წლის შემდეგ ბატონ ანდროს მოთმინება ამოეწურა და განქორწინება გადაწყვიტა. იმ დროისთვის ცოლმა კარგი სამსახური იპოვა და სამშობლოში დაბრუნებაზე საერთოდ აღარ ფიქრობდა.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და ქალაბტონმა ელენენ დაბრუნება გადაწყვიტა. მან დააგროვა ფული ახალი ბინის და მანქანის შესაძენად და ჩამოსვლისთანავე ფინანსრად დაეხმარა შვილებს. შემდეგ კი უეცრად გადაწყვიტა, რომ ანდროსთან ცხოვრება კვლავ სურდა. იმ დროისთვის ყოფილ ქმარს მის მიმართ გრძნობები უკვე გაცივებოდა და ყოფილს ცოლს ახლობელ ადამიანად აღარ აღიქვამდა.

paparazzi-ის რედაქციისგან

ბატონი ანდრო ახლა თავს ძალიან მარტოსულად გრძნობს. ახალი ურთიერთობის წამოწყებას ვეღარ ახერხებს, როგორც ჩანს, უკვე იმ ასაკში აღარაა. ყოფილ ცოლთან დაბრუნებაც არ შეუძლია. კამათი და უთანხმოება უკვე დიდი ხანია დავიწყებულია,თუმცა ხანგრძლივ მარტოობას  ვერ აპატიებს. ახლა ვერ ხვდება, ერთ დროს რატომ დაუკავშირა საკუთარი ცხოვრება ისეთ ქალს, რომლისთვისაც ფინანსები უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე საყვარელი ადამიანი…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს