ყოველთვის საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრების წესის შედარება,როგორი დამოკიდებულება აქვთ განსხვავებული ეროვნების ადამიანებს თავიანთ მეზობლებთან,კოლეგებთან,ნათესავებთან. ამ სტატიაში რედაქცია “paparazzi” მოგითხრობთ,თუ როგორი ურთიერთობა აქვთ კანადელებს თავიანთ მშობლებთან, რა აოცებთ მათ, როცა ქართველების მჭიდრო ნათესაურ კავშირს ხედავენ.
მშობლებთან დამოკიდებულება
“კანადაში საცხოვრებლად დაახლოებით სამი წლის წინ გადავედით,სადაც შევიძინეთ ახალი მეგობრები,შევიგრძენით იქაური ცხოვრება და შევნიშნეთ განსხვავებები ჩვენი და მათი ცხოვრების წესს შორის. საინტერესოა, კანადელების დამოკიდებულება თავიანთ მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან.”-წერს ანტონი.
მათთის სასიამოვნო სიურპრიზი გახდა ის ფაქტი, რომ ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს მშობლებთან. კანადელებსა თუ ამერიკელებს შორის ეს იშვიათობაა. აქ თითოეული თაობა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. მშობლები და შვილები ერთმანეთს იშვიათად სტუმრობენ. ბებიას და ბაბუას პატარას ისინი არ დაუტოვებენ,საჭიროებისას,უბრალოდ ძიძას დაიქირავებენ. არცაა გასაკვირი,თუ რატომაა იქ პოპულარული ეს პროფესია.
კანადელების წარმოდგენით, შვილების დატოვებით ბებია-ბაბუებთან მათ ხელს ვუშლით საკუთარი ცხოვრებით ტკბობაში,თავზე ვახვევთ საკუთარ საქმეებს და საზრუნავებს.
ეს შეხედულება შეიძლება გავიგოთ, თუ დავაკვირდებით საშუალო სტატისტიკური კანადელი პენსიონერების ცხოვრებას. ისინი ან მოგზაურობენ,საკუთარი ჰობით არიან დაკავებულნი,ან უბრალოდ უსაქმოდ ატარებენ დროს. მათთვის უცნაურია ზამთრისთვის მურაბების და კომპოტების კეთება ან ავტოფარეხში საათობით ყოფნა.
ამგვარად, კანადელისთვის უცხოა,როცა ბაბუას სკოლიდან გამოჰყავს შვილიშვილი ან ბებია ასეირნებს პატარას.
ღირს თუ არა ნათესავებისთვის ბავშვების დატოვება?
კანადელი მიხსნიდა,რომ თუ ადამიანი მთელი ცხოვრება ოჯახის საკეთილდღეოდ მუშაობდა,მხცოვანებაში მაინც შვილებს უნდა დაეფასებინათ მისი ამაგი და ახალი საზრუნავებით არ დაეტვირთათ.
მე ვარწმუნებდი,რომ ჩვენი მშობლები სიამოვნებით მონაწილეობდნენ ოჯახურ ცხოვრებაში. კანადელს მტკიცედ სჯეროდა,რომ ჩვენი უფროსი თაობა ამას მხოლოდ იმის გამო აკეთებდა,რათა შვილებთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინა. “
ჩვენ, ქართველები, სხვაგვარად ვეპყრობით შვილიშვილებს. ბედნიერებით აღვსილნი ვიხსენებთ ბებია-ბაბუებთან გატარებულ დროს და ვცდილობთ იგივე სითბო ვაჩუქოთ მომავალ თაობებსაც და გადავცეთ ცოდნა თუ გამოცდილება.
ბაბუის გარდა ვინ ასწავლის შვილიშვილს ველოსიპედის ტარებას,თევზაობას თუ სოკოს კრეფას? ბებიაზე უკეთ ვინ აუხსნის კერძების მომზადების საიდუმლოებებს? შესანიშნავია,როცა ოჯახის წევრებს კარგი დამოკიდებულება აქვთ და სიამოვნებთ ერთად დროის გატარება.