ცხოვრების ხანგრძლივი მიმდინარეობა და დღეგრძელი ადამიანების სიმრავლე ისეთ ქვეყნებში,როგორებიცაა:სინგაპური,იაპონია და შვეიცარია საბაბს აძლევს მეცნიერებს,ეძებონ მათი საიდუმლოებები. სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად ჩნდება სხვადასხვა თეორია დღეგრძელობაზე,რომლებიც სწაფად ხდება პოპულარული,რეალობასთან კი ცოტა რამ აქვს საერთო.
მოცემულ სტატიაში რედაქცია “paparazzi” გთავაზობთ 5 პოპულარულ მითს დღეგრძელობაზე,რომელთა რწმენაც ხელს უშლის ადამიანს იცხოვროს ხანგრძლივი,საინტერესო და ბედნიერი ცხოვრებით.
- “ოპტიმისტები უფრო დიდხანს ცოცხლობენ”. – ვიღაცას ცხოვრება აბედნიერებს,ყველაფრითაა კმაყოფილი-მას მღელვარების ნაკლები მიზეზი აქვს. კვლევები ადასტურებს, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ძალიან მარტივად უყურებენ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ისინი უპასუხისმგებლობას იჩენენ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართაც, არ დადიან ექიმებთან კონსულტაციებზე და ყურადღებას არ აქცევენ სერიოზული პრობლემების პირველ ნიშნებს.რასაკვირველია,სასარგებლოა ცხოვრებით ტკბობა და სიცილი,თუმცა ოპტიმიზმშიც აუცილებელია ბალანსის ძიება. ადამიანები სერიოზულად უნდა ფიქრობდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რათა გაიხანგრძლივონ სიცოცხლე.
- “ყველაფერს გენეტიკა წყვეტს”. – როცა ადამიანს გვარში დღეგრძელი ადამიანები ჰყავდა,უკვე მასაც სჯერა წელთა სიმრავლის. ექიმების მტკიცებით, გენეტიკა ამ საკითხში არ თამაშობს დიდ როლს, რასაც ვერ ვიტყვით ცხოვრების წესზე,ჩვევებზე,სუფთა ჰაერზე,ჯანსაღ პროდუქტსა და წყალზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა. ადამიანებს ნამდვილად აქვთ გენეტიკური წინასწარგანწყობა სხვადახვა პრობლემისადმი,ჯანმრთელობის სკრინინგს კი რისკების მინიმიზირება შეუძლია.
- “შრომისმოყვარეები ნაკლებს ცოცხლობენ” – თუ ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობს სტრესულ სიტუაციაში,ის ჯანმრთელი ვერ გახდება. მისთვის სასარგებლო იქნება სამსახური,სადაც ის ხარჯავს ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ რესურსებს,კარგად გრძნობს კოლექტივში თავს. მიზანდასახულობა ეხმარება ადამიანს დარჩეს ტონუსში. ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელს შეუძლია იპოვოს საქმე,რომელიც მას ძალებს შემატებს. ეს შეიძლება იყოს შვილიშვილების აღზრდა,აგარაკის მოვლა ან მოხალისეობრივი საქმიანობა.
- “სიბერე შიშის მომგვრელია” – დაბერება ვერ იქნება სიხარულის მომნიჭებელი,ვინაიდან ორგანიზმის ფუნქციონირების ხარისხი ქვეითდება. მხცოვანობის შიში ადამიანისთის დამაზიანებელია. მათ,ვინც ასაკობრივ ცვლილებებს ადეკვატურად აღიქვამს,ხანგრძლივი ცხოვრების მეტი შანსი აქვთ.ეს შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული,რომ შეშინებული მოხუცები არ ეძებენ პრებლემების ნამდვილ მიზეზებს და ყველაფერს ასაკს მიაწერენ,ნაკლებად მიმართავენ სამედიცინო დახმარებას. ეს დიდი შეცდომაა,რომელსაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს.
- “გვიანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა” – არასოდესაა გვიანი მავნე ჩვევებზე უარის თქმა. ხანდაზმული ადამიანისთისაც კი, რომელიც ფიზკულტურით არასოდეს დაკავებულა,რეგულარული ფიზიკური აქტივობა სასარგებლო იქნება და შემატებს სიცოცხლის წლებს
ეს ზოგადი რჩევებია. კონკრეტულ შემთხვევებში კი საჭიროა სპეციალისტების რეკომენდაციები,ისინი დაგეხმარებიან სწორი ვარჯიშის,კვების პროდუქტების შერჩევაში. მართალია,დღეგრძელობის ზუსტი რეცეპტი არ არსებობს,თუმცა ყოველთვის მოიძებნება ის,რისი გაუმჯობესებაც შეიძლება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს