ნებისმიერი გოგონა და ქალი ოცნებობს, გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. თუმცა, ხანდახან, არ გვაქვს დრო და საშუალება ძვირადღირებული სალონებისა და კოსმეტოლოგიური კაბინეტების ვიზიტისთვის. ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, გაგიზიაროთ ნიღბის რეცეპტი, რომლის წყალობითაც თქვენი კანი იბრწყინებს, ამასთან, მინიმალურ დროსა და საშუალებას დახარჯავთ.
ინგრედიენტები
- 5 ჩ.კ. ჟელატინი
- 1 ჩ.კ. რძე
- 5 აბი აქტივირებული ნახშირი
- მყარი ფუნჯი
მომზადება და გამოყენება
1. დანაყეთ ნახშირი.
2. შეურიეტ იგი ჟელატინს და დაუმატეთ რძე.
3. კარგად მოურიეთ(არაფერი გაიხსნება და ასეც უნდა იყოს), შედგით მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით.
4. გამოიღეთ ღუმლიდან ეს მასა და დაელოდეთ, სანამ იგი შესახებად გაგრილდება.
5. წაისვით დაორთქლილ კანზე, ბანაობის შემდეგ.
6. მყარი ფუნჯით ჯერ ამოივსეთ ფორები და შემდეგ ზემოდან გადაისვით თხელ ფენად.
6. დაელოდეთ სრულ გაშრობას და მოიხსენით ნიღაბი-ფენა.
ასეთი ნიღაბი შესანიშნავად წმენდს ფორებს და ავიწროვებს მათ.
პროცედურის შემდეგ დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი.