ბევრი ადამიანისთვის ბებია-ესაა ადამიანი,რომლისგანაც საჩუქრად იღებენ სიყვარულს,მზურნველობას,ალერსს და კეთილ რჩევებს. როცა უკვე წამოიწზრდებიან,შვილიშვილებმა იციან,რომ საყვარელი ბებო მუდამ მხარს დაუჭერს. სწორედ მისგან ელოდებიან ტკბილ სიყვებს,რაც მათ თავდაჯერებულობას მატებს.
გთავაზობთ 5 ფრაზას, რომლებიც ბებიებმა ხშირად უნდა უთხრან შვილიშვილებს.
“რა ბედნიერებაა შენნაირი შვილიშვილის ყოლა”
ხშირად ბავშვები ამოწმებენ ზრდასრულებს თავიანთი გამაღიზიანებელი ქცევებით,ბოლოს კი ეკითხებიან: “მაინც გიყვარვარ?” და ყოველთვის ელოდებიან პასუხს: “რათქმაუნდა,რა ბედნიერებაა შენნაირი შვილიშვილის ყოლა”. ასეთი ფრაზის შემდეგ ისეთი წვრილმანები,როგორებიცაა,გატეხილი ჭიქა ან მოსვრილი პირი მეასე ხარისხოვანი ხდება. სწორედ ამაზეა აგებული ბავშვის ჯანმრთელი ფსიქიკა და მტკიცე რწმენა იმისა,რომ ახლობელ ადამიანს უყვარხარ.
“მომიყევი, დღემ როგორ ჩაიარა,ძალიან მაინტერესებს”
ზოგჯერ მშობლები ყოველდღიურ ფაციფუცში ივიწყებენ,რომ დაინტერესდნენ ბავშვების ცხოვრებით. რა შეედრება მხიარულ და თბილ საუბარს,თუნდაც 10 წუთით. ამგვარად ფორმირდება მჭიდრო კავშირი ბებიას და შვილიშვილს შორის,ასევე მსგავსი ურთიერთობა ეხმარება ბავშვს უკეთ გარკვეს საკუთარ ფიქრებსა და ემოციებში. რაც მთავარია,შვილიშვილი დაინახავს, რომ ის ნამდვილად აინტერესებთ.
“მე შენი მჯერა”
ეს ფრაზა შეგიძლიათ გაუმეოროთ როგორც ბავშვს,რომელიც ეს-ესაა სიტყვებს სწავლობს,ასევე სკოლის მოსწავლეს,სტუდენტს და ზრდასრულ ადამიანსაც კი. თანაგრძნობის და მხარდაჭერის გამომხატველი სიტყვები ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს და არ შეიძლება მათი დაუფასებლობა. განსაკუთრებით სასიამოვნოა,როცა მსგავს ფრაზას საყვარელი ბებია გეუბნება. თუ მშობლები შვილებისგან ზოგჯერ ზედმეტს ითხოვენ,უფროს თაობას ყოველთვის სჯერა მათი წარმატების. განსაკუთრებულ აქტუალურობას ეს სიტყვები იძენს ბავშვისთვის რთულ ცხოვრებისეულ მომენტებში. იმ შემთვევაშიც კი,თუ შვილიშვილმა უფროსებს იმედი ვერ გაუმართლა,მან უნდა იცოდეს,რომ მოსიყვარულე ბებიას მტკიცედ სწამს მისი ძალების.
“მე შენს გვერდით ვარ”
ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფრაზაა,რომელსაც შვილიშვილი ბებიისგან უნდა ისმენდეს,რადგან ის ბავშვში ნერგავს თავდაჯერებულობის განცდას და მატებს მოტივაციას. დაცულობის შეგრძნება ხშირად უფროსებსაც აკლიათ,არათუ ნორჩ ქმნილებებს. ტერიტორიულ დაშორებას მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია, რამდენად ხშირად ეუბნებიან ბებიები ამ სიტყვებს შვილიშვილებს.
“სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ”
მოსიყვარულე ბებიას არ ერიდება გამოავლინოს საკუთარი გრძნობები. ერთი შეხედვით, ეს ძალიან მარტივი და ბუნებრივიცაა,თუმცა ყველა ქალი არ ანებივრებს შვილიშვილებს მსგავსი აღიარებებით. სინამდვილეში ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ამ სიტყვების მოსმენა. ყველაზე ეფექტური მომენტი ამ ფრაზის წარმოთქმისთის მაშინაა,როცა შვილიშვილს უსაყვედურეთ და დასაჯეთ,სწორედ ამ დროს სიყვარულის აღიარება მათთვის უძვირფასესი საჩუქარი იქნება. ამგვარად ფორმირდება ურთიერთობები,რომლებიც ორმხრივ ნდობაზეა აგებული. ბავშვებმა უნდა იცოდნენ,რომ ბებიების სიყვარული შეურყეველი და საიმედოა.
ზოგჯერ შვილიშვილებს აკლიათ უფროსი თაობებისგან ალერსიანი სიტყვები,ამიტომ არასოდეს დაიშუროთ ეს ფრაზები. “ჯადოსნური” აღიარებების წყალობით,ისინი გახდებიან თავდაჯერებული,მტკიცე და ჰარმონიული პიროვნებები.