ტესტი საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობებზე, რომ გაიგოთ რომელი თქვენგანი გასცემს მეტს ოჯახისთვის.

172

ბოლო დროს ისეთი გრძნობა ხომ არ გაქვთ, რომ ყველა მოვალეობა, რომელიც ცოლ–ქმარს ოჯახის შექმნისას ეკისრება, მთლიანად თქვენს მხრებზეა და მეორე ნახევარი საერთო ცხოვრების კეთილდღეობაში მონაწილეობას არ იღებს?

პაპარაცის რედაქცია გირჩევთ, მარტივი და სწრაფი ტესტის დახმარებით შეამოწმოთ, რამდენად გამართლებულია თქვენი ეჭვები.

საოჯახო ვალდებულებები

კალამი და ქაღალდი აიღეთ, შემდეგ კომფორტულად მოეწყვეთ. ქვემოთ მოცემულია საოჯახო საქმეების სია, რომლის შესრულება ყველა დაოჯახებულ წყვილს უწევს. ქაღალდზე ქულები ჩამოწერეთ.

თითოეული პუნქტი ყურადღებით წაიკითხეთ და გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ თავთან გულწრფელი იყავით.

თუ კონკრეტულ წინადადებაში აღწერილ მოვალეობას თქვენ ასრულებთ, ნიშანი √ დასვით. თუ ამ საქმეს პარტნიორი (ან ოჯახის სხვა წევრი) ასრულებს ნიშანი + გამოიყენეთ.

  1. დღის მენიუს შედგენა, საკვების მომზადება და ბოლოს სამზარეულოს დალაგება.
  2.  აუცილებელი პროდუქტების სიის შედგენა და საყიდლებზე წასვლა.
  3. რეცხვა და თეთრეულის გაკიდება.
  4. დაუთოება, ტანსაცმლის დახარისხება და კარადაში დაწყობა.
  5. სახლში მცირე დაზიანების შეკეთება. სანტექნიკის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის პრობლემების მოგვარება.
  6.  იატაკის მოხვეტა, მოწმენდა, ასევე სააბაზანო ოთახის დალაგება.
  7.  ნაგვის რეგულარულად გატანა.
  8. სახლში მყუდრო ატმოსფეროს შექმნა და ინტერიერის მოწყობა.
  9. ყვავილების მორწყვა, ბაღის ან ბოსტნის მოვლა.
  10. სისუფთავის დაცვა და თეთრეულის გამოცვლა.
  11. შინაურ ცხოველებზე ზრუნვა. მათთვის საჭმელის ყიდვა, ტუალეტის გამოცვლა, გასეირნება და აქტიური დასვენების ორგანიზება.
  12. ბავშვებისთვის საშინაო ამოცანებში შესრულებაში დახმარება, მასწავლებლებთან და აღმზრდელებთან კონტაქტი სასწავლო დაწესებულების გარეთ.
  13. სწავლის დასრულების შემდეგ ბავშვებთან შეხვედრა და მათთვის დასვენების ორგანიზება.
  14.  ოჯახური დასვენების ორგანიზება, ასევე ახლობლების დღესასწაულების აღნიშვნა.
  15. საოჯახო ბუღალტერიის მართვა, კომუნალურის და სხვა ანგარიშების გადახდა.

ტესტის შედეგები

  • თითოეული √ ნიშანი 2 ქულაა. დაგროვებული ქულები შეკრიბეთ და მიღებული ჯამი 2-ზე გაყავით. თუ მხოლოდ 10 ქულა (ან ნაკლები) დააგროვეთ, ოჯახის ვალდებულებების სწორად გადანაწილებაზე დაფიქრდით.
  • 12-16 ქულა ნიშნავს, რომ ოჯახში ვალდებულებები სწორად არის გადანაწილებული და თითოეული მეუღლე ზუსტად ერთნაირი რაოდენობის საშინაო საქმეებს ასრულებს.
  • 26-დან 30 ქულამდე ნიშნავს, რომ დროა საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცეთ.

მეუღლეს ტესტის გავლა შესთავაზეთ და მიღებული შედეგები შეადარეთ. გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს