რაზე უნდა დაფიქრდეთ, სანამ რამეზე დათანხმდებით და რატომ უჭირს ყველას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება? Paparazzi–ს დღევანდელი გმირის ისტორია იმის შესახებ არის, თუ როგორი რთული არჩევანის წინაშე დააყენა მიღებულმა მემკვიდრეობამ და კარგად დააფიქრა, თუ რა არის ღირებული: მატერიალური კეთილდღეობა თუ მოგონებები და სულიერი სიმშვიდე. საინტერესოა, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ მის ადგილზე?
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება
„როცა დედა გარდაიცვალა, მშობლების სახლი მე და ჩემს დას დაგვრჩა. ჩემმა დამ, ირინამ, მემკვიდრეობის თავის წილზე იმწამსვე უარი თქვა. სწორედ ამიტომ, ყველა დოკუმენტი ჩემს სახელზე გავაფორმე. სახლი ძალიან პატარა და უსახური იყო. მე და ჩემი მეუღლე დიდი ხანია მის შეკეთებას ვგეგმავდით, რომ ღვთიური სახე დაგვებრუნებინა და დედას კომფორტულად ცხოვრება შეძლებოდა. თუმცა კოსმეტიკურ რემონტსაც საკმაოდ დიდი თანხა სჭირდებოდა. ასე ფული ამ საქმისთვის დიდხანს ვერ დავაგროვეთ.
როდესაც სახლი ჩემს საკუთრებაში გამოვიდა, ჩვენი დანაზოგი უკვე საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა. სწორედ ამიტომ, დოკუმენტების გაფორმებისთანავე სახლის გარემონტება დავიწყეთ.ყოველ შაბათ–კვირას მე და ჩემი მეუღლე, ალექსანდრე, სახლის გალამაზებას ვუთმობდით. როცა დავასრულეთ, გადავწყვიტეთ აგარაკად გამოგვეყენებინა. მეუღლე მებოსტნეობით დაკავდა, მეც ვეხმარებოდი და ბაღზე ვზრუნავდი.ბოლო დრომდე ყველას ყველაფერი აწყობდა. ნახევარი წლის წინ ქმარი ავარიაში მოყვა და სამსახური დაკარგა. მის ფეხზე დასაყენებლად ვალების აღება მომიწია და დღემდე ვერ გადავიხადე.
ახლა ჩემი მეუღლე თითქმის გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მუშაობს. ყველაფერი ჩემს კისერზეა, ვალები კი იზრდება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამიტომ რთული გადაწყვეტილების მიღება მომიწია.აგარაკის მოსავლელად არც დრო და არც საშუალება აღარ მქონდა, ამიტომ მშობლების სახლის გაყიდვა და ამ თანხით ვალების გადახდა გადავწყვიტე.როცა ჩემმა დამ ამის შესახებ გაიგო, განაცხადა, რომ ამის უფლება არ მაქვს. თითქოსდა, ეს არა უბრალოდ სახლი, არამედ დედის და ამ სახლში გატარებული ბავშვობის წლების მოგონებებია.გარკვეულწილად ვეთანხმები. ჩემთვისაც ეს სახლი ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება უფრო მეტადაც. მასზე ხომ ამდენი შრომა დავხარჯე, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს.“
რას ურჩევდით ჩვენს გმირს? როგორ ფიქრობთ, უნდა გაყიდოს მშობლების სახლი თუ დის სიტყვებს მოუსმინოს?