შეიძლება ძელმა სიყვარულმა ისევ იფეთქოს? შეიძლება მრავალი წლის მერე ძველმა გრძნობებმა ისევ დაახვიოს თავბრუ ცოლიან მამაკაცს? ჩვენი რესპოდენტი დარწმუნებულია, რომ – შეიძლება. დაბადების დღის ინციდენტის მერე ქმრის ღალატში შეეპარა ეჭვი. რა გასაკვირი იყო, მან ხომ ერთხელ უკვე უღალატა…
მამაკაცის ყოფილი სიყვარული
“გასულ კვირაში ჩემი ქმრის დაბადების დღე აღვნიშნეთ. მან დაპატიჟა ნაცნობ-მეგობრები, კოლეგები. რესტორანში მოვიდა ბევრი ჩემთვის უცნობი ადამიანი. ცოტა ხანში შევამჩნიე, როგორ ესაუბრებოდა ქმარი გამომწვევად ჩაცმულ შავგრემან ქალს კუთხეში.ჩვენ 7 წელია დაქორწინებული ვართ. ქმარმა ერთხელ მიღალატა 4 წლის წინ ბანკეტზე. სკოლაში თანაკლასელი ყვარებია და მას მერე დიდხანს არ უნახავს. ამ შეკრებაზე ისევ შეხვდენენ…
აღმოჩნდა, რომ ჩემს ქმარს არ დაუვიწყებია ძველი სიყვარული და მუდამ მასზე ფიქრობდა… მოკლედ, ღამე ერთად გაატარეს სასტუმროში. იმ მომენტამდე ჩვენი ურთიერთობა ზღაპარს გავდა. ქმარი ღალატში გამომიტყდა და იფიცებდა, რომ აღარასდროს გაიმეორებდა, რომ ძალიან ნანობდა. მე დავუჯერე ქმარს, რადგან ამ შემთხვევამდე ბედნიერები ვიყავით და არასოდეს არ ვატყუებდით ერთმანეთს. ცხოვრება ღალატის მერე არ იყო ცუდი. ქმარი მუდამ ცდილობდა თავისი დანაშაულის გამოსყიდვას. კიდევ უფრო უკეთესი გახდა. მოჰქოდა ყვავილები, საუზმე საწოლში, არ მაწუხებდა არაფერზე, სულ ჩემს სიამოვნებაზე ფიქრობდა. ამ იდილიაში ადვილად დავივიწყე მისი ღალატი. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ხშირად მიდიოდა მივლინებებში. მე არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია, სანამ მის მეორმოცე დაბადების დღეზე თვალები არ ამეხილა.
ქმრის დაბადების დღე – “სანამ სტუმრებით ვიყავი დაკავებული და სუფრას ვადევნებდი თვალს,, ჩემი ქმარი სადღაც გაქრა. შემდეგ დარბაზის მოშორებულ კუთხეში ტკბილად მოსაუბრე წყვილი დავინახე… ლამის ფეხები მომეკეცა. ეს ის იყო… ეს იყო ქალი, რომლმაც ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ დაანგრია ჩვენი ურთიერთობა, სანამ მე რამეზე ვიეჭვებდი.საღამოს ქმარს კითხვები დავაყარე, მას არ უარყვია ჩემი ეჭვები. მე მართალი აღმოვჩნდი. მთელი ეს მივლინებები იმ ქალის გამო იყო. პატიების თხოვნის მაგივრად, ქმარმა აქეთ წამომიყენა უაზრო პრეტენზიები – რომ არ ვარ საინტერესო მოსაუბრე, გლეხურად ვიცმევ, არც საწოლში ვვარგივარ. აღმოჩნდა, რომ ეს წლები სულ მატყუებდა და მდაბიო ქალად მთვლიდა.”
რედაქციისგან – ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ღალატის შემდეგ ორი გზაა: აპატიო და იყო ბედნიერი ან მაშინვე დაშორდე. აქ ცოლი ენდო ქმარს, აპატია. მას გულწრფელად უყვარდა მეუღლე. მაგრამ ის, ვინც ერთხელ გაბედა ღალატი, კიდევ გაიმეორებს. ღალატის პატიება კი არ არის მარტივი საქმე, ან სულაც შეუძლებელია. თქვენ როგორ ფიქრობთ?