რა დათვურ სამსახურს უწევენ მოსიყვარულე მშობლები შვილებს

204

ნიშნავს თუ არა, რომ იყო მშობელი ნიშნავს შვილს აუცილებლად დაეთანხმო, დათმობაზე წახვიდე და მას საუკეთესო მისცე? კეთილი მშობლები სინანულის გარეშე შოკოლადის ნატეხს შვილს მისცემენ და თან იტყვიან, რომ ტკბილეული საერთოდ არ უყვართ. რის გამო ასეთი მსხვერპლი? დედ–მამა ცდილობს, შვილებს საუკეთესო მისცეს. ასე თავიანთ სიყვარულს ავლენენ. ოღონდ როცა ბავშვები იზრდებიან, რეალობა მათთვის დიდი იმედგაცრუება ხდება.

კეთილი მშობლები – რატომ გრძნობენ მშობლები დანაშაულს, როცა შვილებისგან მალულად შოკოლადის კანფეტს ჭამენ? მშობლები მსხვერპლშეწირვას გვასწავლიან, მათში ეს გრძნობა მათმა მშობლებმა ჩააბეტონეს. პრობლემა იმაშია, რომ როცა დედ–მამა შვილისთვის საუკეთესოს მიცემას აპირებს, ასე ბავშვებს რეალობას აშორებენ.მახსოვს როგორ მოჰქონდა დედას იოგურტი ჩემთვის, თავად კი სახურავს ლოკავდა და ამბობდა, თუ როგორი გემრიელი იყო. მაშინ 5 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, სახურავზე იოგურტის ნაწილი დედასთვის ყველაზე გემრიელი ნაწილია. ზოგჯერ დედას იოგურტს ვუზიარებდი, მაგრამ ყოველთვის უარს მეუბნებოდა. ერთხელ სინდისის ქენჯნის გარეშე იოგურტის ჭამა დავიწყე, დედას კი გაუკვირდა, თუ რატომ არ შევთავაზე. აღმოჩნდა, რომ მთელი ეს დრო თავს იკატუნებდა, რომ ყველაფერი საუკეთესო მე შემხვედროდა. რისი მიღწევა სურდა?

ზოგჯერ მშობლებმა არ იციან, როგორ განავითარონ ბავშვებში გულუხვობის გრძნობა, როგორ ასწავლონ გაზიარება და ბევრი სხვა რამ. ასე იხსენებენ, რომ საუკეთესო აღზრდის მეთოდი საკუთარი მაგალითია. თუმცა ვერ ხვდებიან, რომ საქმე ქცევაშია და იმაში, როგორ აღიქვამს ამას ბავშვი. პატარა ბავშვს ნამდვილად სჯერა, რომ დედას შოკოლადი არ უყვარს, როცა ასე უბრალოდ შვილს ბოლო შოკოლადის ნატეხს აძლევს. ვინ თუ არა მშობელი გაანებივრებს შვილს? რა თქმა უნდა, მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ სახლში ტკბილეული მოეტანათ და ხშირად ჩემი და ჩემის დის სასარგებლოდ მათ ჭამაზე უარს ამბობდნენ.უფრო მეტიც, დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რატომ ჩუქნიდა ბებია ჩემს დაბადების დღეზე საჩუქარს ჩემს უმცროს დასაც? რომ არ წყენოდა. სადმე გინახავთ, რომ კომპანიაში პრემია ყველასთვის მიეცათ, რომ არავის ეწყინოს? ასეთი რამ არ ხდება. არ ვთვლი, რომ მე და ჩემი და ხარბები გავიზარდეთ, მაგრამ მსგავსი აღზრდა საბავშვო მოედნებზე, ტრანსპორტში, მაღაზიაში ხშირად მინახავს. რეალობა მკაცრია, ხოლო მშობლების ამოცანაა, რომ შვილს სიტუაციაზე მორგება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება ასწავლოს. ზოგჯერ შეგუება საჭიროა, ზოგჯერ სხვისი მოსაზრების, გრძნობების და ფიქრების გათვალისწინება.

არა ბავშვური კომპრომისები – აი, ყველაფრის ნებართვის კიდევ ერთი მაგალითი: ბავშვი დედასთან ერთად ავტობუსში ამოდის. ამოსასვლელთან თავისუფალი ადგილია. გოგონა დეიდას გვერდით ჯდება და ამბობს: „ფანჯარასთან მინდა დაჯდომა“. დაბნეული ქალი ხუთთეთრიანი თვალებით გოგონას ადგილს უცვლის და ბოლომდე ვერ ხვდება, რატომ. „ეს ხომ ბავშვია“ – ალბათ თავში ყველასთვის საყვარელმა ფრაზამ გაიელვა. კიდევ რა შეეძლო ეფიქრა? თავადაც ფანჯარასთან ხომ ტყუილად არ დამჯდარა. ფიქრობდა თუ არა, რომ ბავშვს უნდა ეთქვა „გთხოვ“ და „მადლობა“? აი, რას ვფიქრობ. ეს ბავშვი თავაზიანად არასდროს ითხოვს და გაწეული სამსახურისთვის მადლობას არავის გადაუხდის. ყველაფერს გააუფასურებს, რასაც მისთვის აკეთებენ, თუ მშობლები ასე გააგრძელებენ. რაც ყველაზე ცუდია, ბავშვების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება საღ გონებაზე იმარჯვებს. როცა ბავშვი გაიზრდება, ამ რთულ ცხოვრებაში დამოუკიდებლად ცხოვრება მოუწევს, მშობლები მის პრობლემებს ყოველთვის ვერ გადაწყვეტენ. ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელთაც გაზიარება, დათმობა და პატიება არ სურთ.

ასე ბავშვი ფუმფულა, მატყუარა აკვნიდან, სადაც იზრდებოდა, კაცობრიობის თვალთმაქცობის, გულგრილობის, სიხარბის და ტყუილის მორევში გადაეშვება. თუ დამოუკიდებელი, თავაზიანი და კეთილი ადამიანის გაზრდა გსურთ, ბავშვს საოჯახო საქმეების შესრულება, თასმების შეკვრა და ტრანსპორტში გაჩუმება ასწავლეთ, რომ ყვირილით ფანჯარასთან თავისუფალი სავარძელი არ მოითხოვოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს