მე-6 წელია კიტრს ქამა სოკოსთან ერთად ვამწნილებ, ეს რეცეპტი ქალიშვილს საქორწილოდ ვაჩუქე

50

გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენთან დამწნილებული კიტრის გარეშე ერთი სუფრაც არ ჩაივლის. სწორედ ამიტომ, დიასახლისები საუკეთესო რეცეპტებს ეძებენ. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ, ფერად სადღესასწაულო ასორტს – დამწნილებული ქამა სოკო კიტრით, ყაბაყით და სხვა ბოსტნეულით ზამთრისთვის შესანახად.

ქამა სოკო კიტრით

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ქამა სოკო
  • 1 კგ კიტრი
  • 1 კგ ყაბაყი
  • 2 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • წიწაკის მარცვლები
  • დაფნის ფოთოლი
  • მიხაკი
  • ცხარე წიწაკა
  • სანელებლები მარინადისთვის
  • 4 ქილა 720 მლ მოცულობის (ან 500 მლ–იანი 6 ქილა)

მარინადის ინგრედიენტები:

  • 1,2 ლ წყალი
  • 2 ს/კ მარილი
  • 3-4 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ 5%–იანი ვაშლის ძმარი ქილებში

მომზადება:

  1. ქამა სოკო გარეცხეთ. 5-7 წუთით მოხარშეთ.
  2. მსხვილი კიტრი რგოლებად დაჭერით. ყველაზე წვრილები მთელი დატოვეთ.
  3. ყაბაყი რგოლებად დაჭერით. ხახვი და სტაფილო თვითნებურად დაჭერით.
  4. კარგად გარეცხილ ქილებში სანელებლები გემოვნებით, დაფნის ფოთოლი, ცხარე წიწაკა, სტაფილო, ხახვი, კიტრი, ყაბაყი და ქამა სოკო მოათავსეთ.
  5. ზემოდან მდუღარე წყალი დაასხით. 15 წუთით დააყენეთ. სითხე ქილებიდან ქვაბში გადმოასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ. კიდევ ერთხელ ქილებში ჩაასხით, თავსახური დაახურეთ და 10 წუთით დააყენეთ. სითხე განმეორებით გადმოასხით, შაქარი, მარილი დაუმატეთ. მარინადი აადუღეთ.
  6. ქილაში ბოსტნეულებს მარინადი დაასხით. თითოეულს ძმარი დაუმატეთ.
  7.  სტერილური თავსახურით მოხუფეთ. გადააბრუნეთ, შეფუთეთ და გაგრილება აცადეთ.
  8. დამწნილებული ქამა სოკო კიტრით და ყაბაყით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ზამთარში მზა ინგრედიენტები შეგიძლიათ სადღესასწაულო სალათის ან წასახემსებლის მოსამზადებლად გამოიყენოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს