ორსული საყვარელი და რა უნდა ვუყო ეხლა ბავშვს?

840

ცხოვრება – მოულოდნელობებითაა აღსავსე. ყველას არ შეუძლია დინებას გაყვეს, ხანდახან ცხოვრების ფაზლები არასწორად ლაგდება ხოლმე, მაგრამ ყველა თავად არის თავისი ბედის მჭედელი. უნდა შეგვეძლოს თუნდა მინიმალური მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სიტუაციის. ერთი სიტყვით, ხაზზეა ფეხმძიმე საყვარელი.პაპარაცის რედაქცია მხოლოდ ადეკვატურ რეაქციას ემხრობა. შეიძლება განვიხილოთ და ვიმსჯელოთ, მაგრამ თუ ადამიანი გამოუვლ სიტუაციაში მოხვდა და ჭირდება დახმარება, უნდა დავეხმაროთ. ამ სტატიის წაკითხვისას შევეცადოთ იარლიყების გარეშე გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები.

ორსული საყვარელი

“შემიძლია ვთქვა, რომ მამაკაცებში არ მიმართლებს. ყველა, ვინც მომწონს საბოლოოდ ცოლიანი აღმოჩნდება ხოლმე. სამწუხაროდ, არ მაქვს ხასიათში სითავხედე და არც დიდი თავდაჯერებულობა. უსაზღვროდ ლამაზი არ ვარ, მაგრამ მამაკაცებისგან ყოველთვის ვგრძნობ ყურადღებას, მაგრამ რატომღაც სულ ცოლიანებისგან.მეც ადამიანი ვარ და მჭირდება სიყვარული და ყურადღება. მამაკაცები ხშირად მეტრფიან ხოლმე, მაგრამ ვიცილებ მათ, რადგან ათიდან ცხრა სერიოზულ ურთიერთობებში არის ხოლმე. უცოლოები რატომღაც ჩემკენ არ იხედებიან. ეს ის უცნაურობაა, რომელზეც საბოლოოდ შეგუება მიწევს და რადგან ცოლიანების გარდა არავინ ჩანს ჰორიზონტზე, მარტოხელა ქალის გული ერთხელაც ვერ გაუძლებს ცდუნებას.ასეც დამემართა. მომეწონა ერთი მამაკაცი. მე არ ვიმჩნევდი ამას, მაგრამ თავად მიმიწვია შეხვედრებზე და შემდეგ სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა. ჩვენი ურთიერთობა ხანგრძლივი გამოდგა, 10 წელზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში ცოლს არ გაშორდა, არ შემიძლიაო…ვხედავ, რომ უხერხულად გრძნობს თავს. მეც აღარ შემიძლია ასე ჰაერში ყოფნა. 30 წელს გადავცდი და სტაბილური ოჯახი და შვილები მინდა. ამიტომ ვუთხარი, რომ ჯობია დავშორდეთ. იცხოვროს თავის ოჯახთან, მე ჩემს გზას მოვძებნი-მეთქი. ამომივიდა ყელში ამდენი ტანჯვა და ამოვშალე ის ჩემი ცხოვრებიდან. ზარებსაც არ ვპასუხობდი.

ფეხმძიმე საყვარელი – მან ჩემი მოძებნა სცადა, მომაკითხა სამსახურში, მაგრამ ვერ შემირიგა. ასე გავიდა ნახევარი წელი. ისე ინტენსიურად აღარ მაწუხებდა, მხოლოდ თვეში ერთხელ მეხმიანებოდა ხოლმე. და აი, ერთხელ წვეულებაზე ერთი მამაკაცი ამედევნა. მთვრალი იყო და ძალიან შემაშინა. დასახმარებლად ყოფილ საყვარელს დავურეკე. ი ს მაშინვე მოვარდა ჩემს წასაყვანად და წამიყვანა სახლში… იქ კი ვნებამ ისევ ისე იფეთქა.თავიდან მომიწია მისგან დამალვა. რაღაც რომ რიგზე ვერ მქონდა, მალე ვიგრძენი, დაახლოებით ერთი თვის მერე. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ეს იყო მეხის დაცემასავით, საერთოდ არ მქონდა გეგმაში მსგავსი რამ. ეხლა კი ლამის გავგიჟდე. შევინარჩუნო თუ არა ბავშვი? ვინმემ შეიძლება მირჩიოს?

რას ფიქრობს ხალხი – “თავიდანვე რატომ დაუახლოვდი? ნუთუ არ იცი, რა შედეგი მოყვება ქალის და მამაკაცის ურთიერთობას? არ გაბედო ბავშვის მოშორება, მას არაფერი დაუშავებია, ღმერთი დაგეხმარება გაზრდაში! იქნებ ამის მერე მაინც გააცნობიერო, რომ ცხოვრება სხვანაირად უნდა წარმართო. შენს საყვარელსაც იგივე უთხარი. ნამუსი იქონიოს და დაგეხმაროს! ალბათ მართლა უყვართ ერთმანეთი, ხოლო ვინც მას განიკითხავს, საკუთარ თავს მიხედოს. იქნებ თქვენც გღალატობთ ქმარი და ამაში თავად უბიძგეთ? როგორ გამოიყურებით, როგორი ურთიერთობა გაქვთ, როგორ ცდილობთ მის მოხიბვლას? რა თქმა უნდა, მოღალატეს არ აქვს გამართლება მაგრამ ურთიერთობა ბევრ რამეს წყვეტს. ხოლო ფეხმძიმე ქალბატონს ჯანმრთელი შვილის დაბადებას ვუსურვებ. კიდევ გამოჩნდება მის ცხოვრებაში ღირსეული მამაკაცი და გულწრფელად შეიყვარებს მას.რა თქმა უნდა, არ არის სწორი ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობის დაწყება. ელა კი თუ საკუთარი თავის იმედი აქვს, რომ ბავშვის გაზრდას შეძლებს, უნდა გააჩინოს. თუ არა და ბავშვი სათამაშო არ არის, რომ ხანდახან გვერდზე გადადო. ორსულობა დიდი ბედნიერებაა ყველა შემთხვევაში.გააგრძელე ცხოვრება და გზა თავად გამოჩნდება. შეცდომები ყველას მოსდის, უცოდველი არავინაა. არავის არ მოუსმინო – არც რჩევებს, არც შეურაცხყოფებს. მიენდე საკუთარ გულისთქმას, ყველაფერი შენს ხელშია. ეგ უსუსური მამაკაცი კი მოიშორე სამუდამოდ, რომ ფეხებში არ მოგედოს.

რედაქციისგან: აზრი ამ თემაზე გაიყო. ზოგი თვლის, რომ საჭიროა ბავშვის მამამ გაიგოს და აიღოს პასუხისმგებლობა, ზოგი თვლის, რომ არ არის ეს საჭირო. თქვენ როგორ ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს