სახლის მშრალად დალაგება – მარტივი წესები არეულობის მოსაწესიგებლად.

99

ხვალიდან მთვარის ფაზა იცვლება და საუკეთესო დროა სახლის განსატვირთად არასაჭირო ნივთებისგან. ზოგი უბრალოდ ალაგებს, წმენდს და ასუფთავებს ნივთებს, მაგრამ ჯობია უფრო ღრმად შეხვიდეთ დალაგების პროცესში, რადგან ამ პერიოდში შედეგი უფრო კარგი გექნებათ.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო პრინციპს სახლის განსატვირთად და გასწავლით რომელი ნივთი უნდა აქციოთ ამის შემდეგ ფერფლად, რათა მასთან ერთად ყველაფერი ცუდი წავიდეს.

სახლის დალაგება

როდესმე დაკვირვებიხართ რა ხდება თქვენს გარშემო და როგორ აზრებს და ემოციებს იწვევს გარემო? ჩვენს გარშემო უსასრულოდ მოედინება სხვადასხვა ინფორმაცია და აუცილებელია ის გავფილტროთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ გრძნობთ ნეგატიურ გავლენას.ეს შეიძლება იყოს ტოქსიკური ადამიანები, რომლებთანაც მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ ურთიერთობის დრო, ან თუ შესაძლებელია საერთოდ შეწყვიტოთ კონტაქტი; შეიძლება იყოს არასასიამოვნო ინფორმაციული რესურსი. თუ საინფორმაციო საშუალებების ყურებისას გიფუჭდებათ განწყობა, უბრალოდ აღარ უყუროთ, არაფერი მნიშვნელოვანი თქვენთვის იქ არ იქნება. საჭირო ინფორმაცია ისედაც მოაღწევს თქვენამდე მარტივად.კარგი იქნება თუ უარს იტყვით ჯგუფებზე, სადაც მუდამ მიმდინარეობს ყველაფრის განხილვა და ყველა თავის ნეგატივს ანთხევს. აგრეთვე, ნივთები, რომელიც არ გჭირდებათ და არ განიჭებენ სიხარულს. რატომ უნდა შეინახოთ გაბზარული ლარნაკი, ან არც თუ ისე საყვარელი ადამიანის საჩუქარი?გაბზარული და მითუმეტეს, გატეხილი ჭურჭელი – ეს პირველია, რაც სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ. ასეთი ნივთები არღვევენ საჭმლის ენერგეტიკას. როგორც არ უნდა მოგწონდეთ ჭურჭელი, თუ ის გაიბზარება, ან ჩამოტყდება ნაწილი, უნდა გადააგდოთ. თეფში ოჯახის სიმბოლოა, ამიტომ დაზიანებულის შენახვა გამოიწვევს პრობლემებს ურთიერთობებში.

არ არის სასურველი სახლში შეინახოთ დახეული, უსარგებლო ტანსაცმელი. გაითვალისწინეთ და იხელმძღვანელეთ პრინციპით: შეინახეთ მხოლოდ ის, რასაც ჩაიცმევთ, რასაც არ იცმევთ, დაუფიქრებლად მოიშორეთ.კონსერვების მოყვარულებთან დიდი ბოდიში, მაგრამ სახლში დიდი რაოდენობით ცარიელი ქილების შენახვა არ არის კარგი. განსაკუთრებულად ცუდია ეს ქალის ენერგეტიკისთვის. ცარიელი ბოთლები და ქილები ართმევენ მანდილოსნებს მშვენიერებას და პოზიტივს. ის თავს ცარიელად და დაცლილად გრძნობს.ძველი, გაცვეთილი ფეხსაცმელიც ნეგატიურ ენერგიას იზიდავს. თუ დაგეხევათ ან შეგელახებათ, მაშინვე მოიშორეთ.

ეზოთერიკოსები გვირჩევენ ხშირად დავანთოთ სახლში სანთლები, რადგან ისინი სიმყუდროვის და სიამოვნების შეგრძნებასთან ერთად, წვავენ ნეგატიურ ენერგიას და ასუფთავებენ სივრცეს. ამიტომ არ უნდა შეინახოთ სახლში დამწვარი სანთლის ნარჩენები, რადგან ეს უკვე გადამუშავებული და არაესთეტიკური ნივთია. ჯობია ის შეცვალოთ ახლით.იმისათვის, რომ ყველაფერი ცუდი კვამლივით გაფანტოთ სახლიდან, თამამად მოიშორეთ ყველაფერი ის, რაც ნეგატიურად მოქმედებს თქვენს განწყობაზე. მიმოიხედეთ და ყველა რესურსი და სივრცე. ეს მაშინვე გამოგიკეთებთ განწყობას და შემოუშვებს თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებს.

რედაქციისგან: სახლის განტვირთვის შემდეგ ზედმეტი და უსარგებლო ნივთებისგან თითქოს ცხოვრებაშიც ლაგდება რაღაც-რაღაცები. თქვენ როგორ იქცევით ხოლმე? ხშირად აწყობთ სივრცის განტვირთვას ზედმეტი ნივთებისგან?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს