გაიგეთ რომ თქვენი ყოფილს პრობლემები აქვს, დაეხმარებით?

164

უნდა დავეხმაროთ გასაჭირის დროს ყოფილ მეორე ნახევარს, თუ უარი ვუთხრათ დახმარებაზე? ველოდოთ თუ არა საპასუხო მხარდაჭერას  ყოფილი პარტნიორისგან. სწორედ ამ თემაზე იქნება პაპარაცის რედაქციის დღევანდელი სტატია.

დავეხმაროთ თუ არა ყოფილ მეორე ნახევარს

“ქმარს 3 წლის წინ დავშორდი, მშვიდობიანად, ყოველგვარი სკანდალების გარეშე, ურთიერთშეთანხმებით. ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ აღარაფერი გვქონდა საერთო, არც გრძნობები, არც ემოცია. ამიტომ ჯობდა ჩვენი გზა მოგვენახა ცხოვრებაში.ერთმანეთს დავპირდით, რომ აღარაფერზე შევაწუხებდით, ბოლო მომენტამდე ვასრულებდით პირობას და თავისუფლებით ვტკბებოდით. მაგრამ ერთ დღეს ეს იდილია ტელეფონის ზარმა დაარღვია.რეკავდა ყოფილი ქმარი. მთხოვა, რომ დედა ყავდა ავად და დახმარება სჭირდებოდა.ვერ ვუთხარი უარი, უცხო ხომ არ იყო? ამიტომ ყოველ დღე, სამსახურის შემდეგ, საღამოობით ვენაცვლებოდი ყოფილ ქმარს და ყოფილ დედამთილს ვუვლიდი, რათა ყოფილს ღამის ცვლაში მუშაობა მოეხერხებინა.ორ კვირაში ყოფილი დედამთილი უკეთ გახდა და ჩემი დახმარება აღარ ჭირდებოდათ. ყოფილმა ქმარმა დიდი მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ თუ დამჭირდებოდა, ნებისმიერ დროს მიმემართა. გადავეხვიეთ ერთმანეთს და ჩვენს საქმეებს დავუბრუნდით.არც მიფიქრია რამე მომეთხოვა სამაგიეროდ, მაგრამ ერთხელ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი, რაშიც მამაკაცის დახმარება იყო საჭირო.დავურეკე ყოფილ ქმარს იმ იმედით, რომ თავის დაპირებას შეასრულებდა და დამეხმარებოდა პრობლემის მოგვარებაში. მან კი მაშინვე უარი მითხრა, ეხლა ბევრი საქმე მაქვს და არ მცალიაო…ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ყველანაირი კავშირი გამეწყვიტა მასთან.

თქვენ როგორ მოიქცეოდით ყოფილ მეორე ნახევარს რომ დახმარება დაჭირვებოდა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს